”ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპოზიციის კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი” – ამის შესახებ, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
“მგონია, რომ კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი, როცა ასეთი ტიპის რეჟიმს ებრძვი იმიტომ, რომ
რესურსები არის მწირი, ყველას უჭირს, არავის ფული არ აქვს, მათ შორის კოორდინაცია, თუნდაც დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რაიმე წარმატების ფორმულა ვაჩვენეთ ჯამში ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ეს იყო მარტის დასაწყისში განვითარებული მოვლენები, როცა კონსოლიდირებული იყო მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთელი სამოქალაქო სექტორი და ჯამში, მთელი საზოგადოება. ამაზე უკეთესი წარმატების ფორმულა ჯერჯერობით არ დაგვიდია. […] ყურადღების ქვეშ ვართ და დასავლეთს ეს ქვეყანა მიტოვებული არ ჰყავს, მაგრამ იმის იმედი, რომ ამის გამო “ქართული ოცნების” პოლიტიკა შეიცვლება, ეს არის ილუზია, არ შეიცვლება. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მერე შეიცვლება პოლიტიკა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.