“ასეთი უუნარობაც კი სტატისტიკურად შეუძლებელია!“–სააკაშვილი ჩავარდნილ ვაქცინაციზე

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე ეხმაურება:
“ახლა ეძებენ ვაქცინის შესყიდვისთვის კონსულტანტებს, როცა მთელი მსოფლიო ლამის აიცრა.
კატასტროფა ხდება, მკვეთრად იზრდება ახალი შტამების გავრცელება, საქართველოში შემოუშვეს მასობივად რუსი ტურისტები რომლებიც შარშანდელივით არიან მთავარი გამავრცელებლები და მართლა მგონია რომ ამას სრულიად შეგნებულად აკეთებენ.

ასეთი უუნარობაც კი სტატისტიკურად შეუძლებელია!“–წერს მიხეილ სააკაშვილი და იმ ინფორმაციას აზიარებს, რომლის თანახმად საქართველოს მთავრობა ეძებს შესყიდვების კონსულტანტს, ვინც Covid19-ის ვაქცინების შეძენაში დაეხმარება.

7 ივნისს მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის $34.5-მილიონიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც ქვეყანამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ზომები უნდა გაატაროს. სასესხო შეთანხმების ძირითად ნაწილს საქართველოსთვის ვაქცინების შეძენის დაფინანსება წარმოადგენს. სწორედ ამასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის შესყიდვების სისტემაში გამოცხადდა ვაკანსია შესყიდვების კონსულნატნტის თაობაზე, რომელმაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად COVID-19-ის ვაქცინების შესყიდვის პირობები უნდა მოამზადოს.

მსოფლიო ბანკის ვებგვერდის თანახმად, კონსულტანტობის მსურველებმა ვაკანსიები 21 ივნისის 18:00-მდე უნდა წარადგინონ. კანდიდატთა შერჩევას და მსოფლიო ბანკის სესხით ვაქცინების შეძენის ადმინისტრირებას ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენს.

დოკუმენტის თანახმად, შესყიდვების კონსულტანტი პასუხისმგებელი იქნება:

“ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან, WHO-სთან და სხვა საერთაშორისო სააგენტოებთან და და მომწოდებლებთან ერთად უხელმძღვანელოს და კოორდინირება გაუწიოს COVID-19-ის ვაქცინების შესყიდვის პროცესს. მათ შორის გამართოს მოლაპარაკებები როგორც COVAX პლატფორმის წარმომადგენლებთან, ასევე სხვა მომწოდებლებთან.

სხვადასხვა მხარესთან ჩაატაროს შეხვედრები, როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ COVID-19-ის ვაქცინების და სხვა სამედიცინო საშუალებებისა და სერვისების შესყიდვასთან დაკავშირებით.

მოახდინოს სხვადასხვა ჩართულო მხარის კოორდინირება და მათ დროულად მიაწოდოს ინფორმაცია შესყიდვის პროცესის შესახებ,”- ნათქვამია მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესყიდვების კონსულტანტმა ასევე მონაწილეობა უნდა მიიღოს “ცივი ჯაჭვის” სისტემის მენეჯმენტისა და ლოგისტიკის უზრუნველყოფაში.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან 20 ივნისის ჩათვლით, COVID-19-ის საწინააღმდეგო 233,488 აცრა ჩატარდა. ამასთან ყოველდღიურად აცრილი ადამიანების რაოდენობა 3,583-ია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ივლის-ოქტომბრის პერიოდში საქართველო 3.2 მილიონ დოზა ვაქცინას ელოდება. ეს იქნება Pfizer-ის, Novavax-ის, Sinopharm-ის, SinoVac-ის, Johnson & Johnson-ის ვაქცინები. თუმცა, გაბუნია ვაქცინების ჩამოსვლის კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.

გორში “ოცნების” მერობის კანდიდატი მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი იქნება

ქართულმა ოცნებამ 63 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა. გორში მმართველი პარტიის კანდიდატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე,...

რომც ავიღოთ 3% ლელოსავით, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა,...

ქართულმა ოცნებამ 63 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა – სია

ქართულმა ოცნებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა. 63 მუნიციპალიტეტში კანდიდატები არიან: რუსთავი...

თუ უნდა, სამივე დააყენოს [გახარიამ] – კალაძე არველაძეებზე

მედიაში რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას პარტიიდან აჩი არველაძემ...

უნდა ითქვას, რომ კი არ სცდება, საქართველო ასცდა ევროპულ გზას – ჯაფარიძე პარტნიორებს

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ს საელჩოს განცხადება ოცნების მიერ შეთანხმების...

ბათუმში ბერლინელ დიჯეის ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბერლინელი დიჯეის, Phase Fatale-ის თქმით, ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ის Instagram-ზე...

გურამ თუშიშვილი ფინალში დამარცხა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

100+ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში დამარცხა და ვერცხლის...

ხვალ საქართველოში Pfizer-ის 168 000 დოზა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ „ფაიზერის“ 168 000 დოზა შემოვა. „ხვალ...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...