ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება, არათუ ადამიანების – გიორგი ჩალაძე

”ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება, არათუ ადამიანების” – გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის ჩაკეტვაა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმში“ განმარტა, შეზღუდვების შესახებ მთავრობამ ეპიდემიოლოგებთან, სპეციალისტებთან და ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა იმსჯელოს.

„გამოსავალი არის ჩაკეტვა. ეს უნდა გადაწყვიტოს არა ერთმა ადამიანმა, არამედ უნდა დასხდნენ ფინანსისტები, ეკონომისტები, ექიმები, ინფექციონისტები, ბიზნესმენები, ბანკის წარმომადგენლები, ეროვნული ბანკი უნდა დაჯდეს ჩვენთან ერთად და თქვას, რისი საშუალება აქვს ქართულ ლარს. თუ ჩვენ „ლოკდაუნის“ მერე გამოვალთ ქალაქში და ერთი დოლარი ეღირება 10 ლარი, მაშინ ასეთ „ლოკდაუნს“ აზრი არ აქვს. ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება, არათუ ადამიანების. ამიტომ, ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ და არა ისე, რომ ვინმემ ტელევიზორით გვითხრას, რა მოგვივა. გვითხრან, ხვალ ზეგ, მაზეგ რას გეგმავენ. ეს არ უნდა იყოს სიუპრიზი, ძალით ადამიანებისთვს ცხვირში შეტენილი გადაწყვეტილება, არამედ მათთან ერთად მიღებული მძიმე, არაპოპულარული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ადამიანები გადარჩებიან“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა დაეყრდნო არასწორ გადაწყვეტილებებს, ხოლო არაპროფესიონალებმა არასწორი პროგნოზები გააკეთეს, რომლის შედეგები ქვეყანაში უკვე დადგა.

როგორც გიორგი ჩალაძემ აღნიშნა, არასწორ გადაწყვეტილებებზე პასუხი უნდა აგოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ხოლო მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა პასუხი უნდა აგონ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც მისი თქმით, ძალიან მძიმე პასუხისმგებლობაა.

„კოვიდი თავიდან ბოლომდე პოლიტიკაა. ფული, რომელიც სახელმწიფომ სესხად თუ დახმარების სახით მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკას და ქრთამს მოხმარდა, კორუფციას და პოლიტიკას. ეს ფული ჯანდაცვაში არ წასულა. ჩვენ თუ ჯანდაცვის გაძლიერება გვინდოდა, მთელი წელი გვქონდა. შეგვეძლო მოვმზადებულიყავით, მინიმუმ საინფორმაციო მომზადება მაინც დაგვეწყო. დღეს მინისტრი არ უნდა გამოდიოს და არ უნდა ფიქრობდეს, რა ფიცრებიც მიაწოდეს, სანდოა თუ არა. ეკა ტიკარაძე დღეს ვერ ენდობა მასთან მიტანილ ციფრებს. იცით რატომ? იმიტომ, რომ თავისივე სამინისტროში ადამიანები მის წინააღმდეგ არიან. ვისი გავლენის ქვეშ არიან? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის. ეს არის ფაქტები, სინამდვილე. ამ ადამიანის მცდარმა, ძველმა კავშირებმა მიიყვანა სისტემა ამ პერიოდამდე“,-განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მისი შეფასებით, ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მძიმე შედეგებამდე მიიყვანა.

„ამირან გამყრელიძემ დღემდე ვერ გადახარშა როგორ მოხსნეს მინისტრობიდან და როგორ გადაიყვანეს თავშესაფრის სახით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. მინისტრობის მოკლე პერიოდში როგორი უარყოფითი შედეგებიც დადო სამინისტროში, წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება ჯანდაცვის სისტემა და იგივე შედეგებამდე მიიყვანა დაავადებათა კონტროლი. ის არის დღეს არაფორმალური მინისტრი“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

კობახიძის დავალებით, პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ვაშაძე იყო – თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას

"კობახიძის დავალებით, პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ვაშაძე იყო"- "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, თაკო ჩარკვიანი "გირჩის...

ნათლისღების საიდუმლო პანდემიის დამარცხებაში გარდატეხას შეიტანს – მეუფე დანიელი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში განაცხადა, რომ პანდემიის დამარცხებაში ნათლისღების საიდუმლო უმთავრეს წვლილს...

ეს არის კლასიკური ღალატი, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ...

"ეს არის კლასიკური ღალატი, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ...

გია გაჩეჩილაძე 13 წლის შემდეგ აღიარებს, რაზე გაურიგდა 2008 წელს სააკაშვილს აქციის დაშლის სანაცვლოდ

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, რომელიც წლების წინ ოპოზიციის საპროტესტო აქციების ერთ–ერთი ლიდერი იყო, ამბობს, რომ...

პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია – მიტროპოლიტი დიმიტრი

"პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია"- ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა,  დიმიტრიმ...

ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს – პროკურატურა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. "გამოძიების...

მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება, დავბერდი – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ყოფით ნივთებზე ამდენი საუბარი სირცხვილია. მისი თქმით, მხოლოდ...

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში 50-წლამდე მუშა გარდაიცვალა

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანა "ამბიკონ სტილსში” თანამშრომელი გარდაიცვალა. შემთხვევა 10 იანვარს მოხდა. 50 წლამდე მამაკაცის გარდაცვალებაზე...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის ნახევარდამ მათ დაძაბულ ურთიერთობებს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელიც იანვრის...

ვიდეო