პოლიტიკოსი გიგი უგულავას განცხადებით, მოსამართლეთა “კლანის” წევრებს “სანქციები არ აცდება”.
“ზუსტად ასე მოსთქვამდნენ ედიკას დროინდელი მექრთამე, ჩმორი მოსამართლეები. თავი დაგვანებეთ, ფულის გაკეთება, ივანიშვილის მონობა გვაცალეთო. აგერ უკვე დასავლეთზე გაილაშქრეს. იცოდეთ! მანდ ყველამ თუ რამეზე არის საზოგადოებრივი და საერთაშორისო კონსენსუსი თქვენი მაქედან გამოყრაზეა, მანამდე კი სანქციები არ აგცდებათ”,– წერს უგულავა.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დღეს მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს. უმაღლესი საბჭოს წევრის ლევან მურუსიძის თქმით, “სასამართლოს და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება”.