ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას,  გამოცემა Apsnypress-ი ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღეს გაგრძელდება

  • „საფუძვლიანი დიაგნოზის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ ბჟანიას პრესსამსახურში.

ცნობისთვის,   1 კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბჟანიას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში “სამუშაო ვიზიტის” დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ასლან ბჟანიას შარდკენჭოვანი დაავადება გაუმწვავდა.