ასპინძაში, ფერმაში მწყემსი მოკლეს- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასპინძაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ბრალდებულმა, რომელიც სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე, 1983 წელს დაბადებულ, მწყემსს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი კაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 7-15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.