აფრიკაში, პანდემიისას ჭერი არ დაანგრია ხალხს თავზე?! მატყუარა – ხაბეიშვილი კალაძის დაპირებებზე

”აფრიკაში, პანდემიისას ჭერი არ დაანგრია ხალხს თავზე?!”- ასე ეხმაურება, ენმ-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი, თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო დაპირებას, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქს არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ ეყოლება. ამის შესახებ ხაბეიშვილმა ამის შესახებ, ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, გადაცემა “ბარიერში” ისაუბრა. ხაბეიშვილმა კალაძეს მატყუარა უწოდა და 2020 წლის 15 დეკემბერს, აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი გაიხსენა, სადაც ზამთარში, პანდემიისას  რამდენიმე ოჯახი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ სახლებს, რომლებსაც, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახები თავს აფარებდნენ “აგარაკები” უწოდა.

”მატყუარაა, თქვენ გასხსოვთ 2020 წლის არჩევნებიდან დაახლოებით 1 თვეში აფრიკაში გაჭირვებული მოსახლეობა? ჭერი არ დაანგრია თავზე?აფრიკაში მას შემდეგ, რაც გადაუარეს იქაურობას ტრაქტორით, არც სოზარ სუბარი იქაური მაჟორიტარობის დეპუტატი, არც კახი კალაძე და არცერთი მუნიციპალიტეტის თავჯდომარე, იქ არ ასულა. ჭერი დაანგრია თავზე, ამ კაცმა და ახლა წინასაარჩევნოდ გვეუბნება რომ არცერთი თბილისელი სახლის გარეშე არ დარჩებაო. ეს კაცი ლაპარაკობს რომ ვინმეს ჭერს მისცემს. იმ ხალხმა საკუთარი ხელებით დაკოჟრილი ხელებით რომ იმუშავეს და ააგეს თავზე დაანგრია და პანდემიის პირობებში გამოყარა სახლებიდან ხალხი.”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორ გამოიყურება აფრიკის დასახლებაში შეხიზნული ადამიანების თავშესაფარი, რომელსაც კალაძე “აგარაკებს“ უწოდებს