აქამდე ყველას პოზიცია იყო ბოიკოტი, ახლა ვინ რა ჭკუაზეა, არ ვიცი – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, შეიცვალა თუ არა პოზიცია რომელიმე პარტიამ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

“აქამდე ყველას პოზიცია იყო, რომ თუ შეთანხმება არ შედგება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება. ახლა ვინ რა ჭკუაზეა არ ვიცი.

მათი [ყოფილი თანაპარტიელების] პოზიციაც იყო, რომ შეთანხმების გარეშე არავინ შევიდოდა”, – განაცახადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის ყოფილი თანაგუნდელი, ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ გირჩი პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობაც შევა და საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება.

მთავარი არხის დირექტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3 პარტიიდან 7 ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს.

ვახო მეგრელიშვილის თქმით, პარლამენტში შესვლაზე “ეჭვმიტანილები არიან” გირჩის წევრები, გიორგი ვაშაძე და ალეკო ელისაშვილი.