“აქვს ხელყუმბარა რომელსაც მოხსნილი აქვს დამცავი”- ზუგდიდში, ბანკში მყოფი მძევალი, თავდამსხმელის ბრძანებით ტელევიზიებს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ თავდამსხმელები კბილებამდე შეიარაღებულები არიან ამიტომ ყველანაირი ძალადობა გამორიცხულია, რადგან ამას მოყვება მსხვერპლი.
მძევალი სამბობს, რომ თავდამსხმელი 500 000 დოლარს ითხოვს. მისივე ინფორმაციით, მძევლად 19 ადამიანია.
“შენობაში ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული ავტომატით და ყუმბარით და ხელში უჭირავს მუდმივად, ხელყუმბარას მოხსნილი აქვს დამცავი, ამიტომ ყველანაირი ძალადობით მოგვარება ამ სიტუაციის შეუძლებელია, 500 დოლარს ითხოვს და უნდა შემოვიდეს ვინმე შეიარაღებული და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია” – ამბობს ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია “მთავართან” საუბარში.