აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები – მდინარაძე აქციაზე

“აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები”- განაცხადა ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, აქციაზე აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები ეცდებიან შექმნან დაძაბულობის ფონი.

“მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი პარტიული აქტივისტებისა და სამწუხაროდ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც ტრადიციულად იქნება მცირე პროვოკაციები, ეცდებიან შექმნან დაძაბულობის ფონი, თუმცა ყველა ჩვენს მხარდამჭერს ვთხოვ და მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით ამ მდარე პროვოკაციებს და დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი შეკრებისათვის ჩრდილის მიყენებას და მათთვის სასურველი სურათის შექმნას”, — აცხადებს მდინარაძე.