აშშ-მ ირანული სატვირთო გემი დააკავა, ორმუზის სრუტე კვლავ დახურულია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და თეირანს კვლავ დაემუქრა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ხიდებისა და ელექტროსადგურების, განადგურებით. თავის მხრივ, ირანის ხელისუფლებამ აშშ ზავის დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ომანის ყურეში ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი დააკავეს.

ამასთან, ორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც ჩვეულებრივ ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ტრანსპორტირება ხდება, კვლავ დახურული რჩება.

„დღეს ირანის დროშის ქვეშ მცურავმა თითქმის 900 ფუტის სიგრძის [დაახლოებით 275 მეტრი] და ავიამზიდის მასასთან შესადარმა სატვირთო გემმა Touska-მ ჩვენი საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელმა Spruance-მა ‘ტუსკა’ ომანის ყურეში შეაჩერა და მკაფიო გაფრთხილება მისცა, რომ გაჩერებულიყო. ირანულმა ეკიპაჟმა დამორჩილებაზე უარი თქვა, ამიტომ ჩვენმა ხომალდმა ის შეაჩერა და ძრავის განყოფილებაში ხვრელი გაუჩინა,“ — დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

„ამჟამად გემი აშშ-ის საზღვაო ქვეითების კონტროლის ქვეშ იმყოფება. Touska აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების ქვეშაა თავისი წარსული უკანონო საქმიანობის გამო. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ გემს და ვამოწმებთ, რა ტვირთი აქვს ბორტზე,“ — დაამატა ამერიკის პრეზიდენტმა.

ირანის ხელისუფლებამ გემის დაკავებას „მეკობრეობის აქტი“ და „ზავის დარღვევა“ უწოდა და საპასუხო მოქმედებით დაიმუქრა.

მოლაპარაკებების ბედი გაურკვეველია.

რეგიონში ახალი ესკალაციის ფონზე გაურკვეველი რჩება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ახალი ეტაპის ბედი, რომელიც ამ კვირაში პაკისტანში უნდა გამართულიყო.

ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები ისლამაბადისკენ მიემგზავრებიან.

„ჩვენ ძალიან სამართლიან და გონივრულ გარიგებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, ისინი მას დათანხმდებიან. თუ არა, აშშ ირანში ყველა, გამონაკლისის გარეშე, ელექტროსადგურს და ყველა, გამონაკლისის გარეშე, ხიდს გაანადგურებს,“ — დაწერა ტრამპმა. „აღარავის ვეფერები! ისინი ძალიან სწრაფად და მარტივად დაეცემიან. ხოლო თუ შეთანხმებაზე არ წავლენ, ჩემთვის პატივი იქნება გავაკეთო ის, რაც ირანთან მიმართებით წინა პრეზიდენტებს ბოლო 47 წლის განმავლობაში უნდა გაეკეთებინათ.

წარსულშიც ტრამპი არაერთხელ დამუქრებია ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებით, რის შემდეგაც მხარეებმა ორკვირიანი ზავი გამოაცხადეს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყეს.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა BBC-ს აცნობა, ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ამერიკულ დელეგაციას კვლავ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს. კონსულტაციებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც ვენსთან ერთად ერთი კვირის წინ გამართულ პირველ რაუნდშიც იყვნენ ჩართული.

არაოფიციალური ინფორმაციით, ირანის დელეგაცია ისლამაბადში შესაძლოა სამშაბათს ჩავიდეს. წინა შეხვედრაზე მას ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად-ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობდა.

თუმცა ირანის სახელმწიფო მედია კვირას წერდა, რომ ირანელი წარმომადგენლები აშშ-სთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ გეგმავენ, სანამ ორმუზის სრუტეში ქვეყნის პორტების ამერიკული ბლოკადა გრძელდება.

რას ამბობენ მხარეები ბლოკადაზე

წინა დღეს ირანმა ორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა კვლავ დაბლოკა. ამასთან, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ სრუტე დახურული დარჩება იქამდე, სანამ აშშ ირანული გემებისა და პორტების ბლოკადას არ მოხსნის.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საზღვაო ბლოკადის გაგრძელების გამო, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს, კვირას, ორმუზის სრუტეში კიდევ ორ ნავთობტანკერს არ მისცეს გავლის საშუალება.“

Tasnim-ის ცნობით, ეს ორი ტანკერი, „რომლებიც ბოტსვანისა და ანგოლის დროშებით მოძრაობდნენ“, ორმუზის სრუტის გავლას აპირებდნენ, თუმცა „ირანის შეიარაღებული ძალების დროული მოქმედებების შედეგად იძულებული გახდნენ კურსი შეეცვალათ და უკან დაეხიათ“.

ირანის მთავარი მომლაპარაკებელი და პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაგერ ღალიბაფიც აცხადებს, რომ ორმუზის სრუტე დაბლოკილი დარჩება, სანამ აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადა შენარჩუნდება. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეებს შორის „მხოლოდ“ ერთი ან ორი სადავო საკითხიღა დარჩა — არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რას ეხება ეს საკითხები და რამდენად მნიშვნელოვანია ისინი.

კვირას გავრცელებულ განცხადებაში ტრამპმა ირანი ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თეირანმა „გუშინ ორმუზის სრუტეში ცეცხლი გახსნა“, სამიზნეები კი ფრანგული ხომალდი და ბრიტანული სატვირთო გემი იყვნენ.

აშშ აცხადებს, რომ ორმუზის სრუტეში ირანული გემების მოძრაობის ბლოკირებას აგრძელებს. პენტაგონის ცნობით, ბლოკადის დაწყებიდან მოყოლებული, სრუტესთან ახლოს 23 გემი აიძულეს უკან შემობრუნებულიყო.

თავის მხრივ, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა „ზავის პირობების დარღვევაა“.

ბლოკადის ფონზე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გააფრთხილეს, რომ „არც ერთმა გემმა არ უნდა დატოვოს თავისი სადგომი სპარსეთის ყურეში ან ომანის ყურეში“.

„ორმუზის სრუტისკენ მიახლოება შეფასდება როგორც მტერთან თანამშრომლობა, ხოლო გემი, რომელიც [ამ მითითებას] დაარღვევს, სამიზნე გახდება,“ — ნათქვამია IRGC-ის განცხადებაში.

IRGC-მა ასევე განაცხადა, რომ „დონალდ ტრამპის განცხადებებს ორმუზის სრუტესთან დაკავშირებით არანაირი ძალა არ აქვს“.

პოპულარული

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, გურიაში, სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა,...

პოლიცია მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით, თამაზ ელიზბარაშვილის მანქანას ჩხრეკს

პოლიციამ დღეს, 1 სექტემბერს, ლისის ტბასთან, ბიზნესმენისა და ძაღლების...

უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს – ზელენსკი

"უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს"- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ...

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე...

არ გამოვრიცხავთ, რომ მდინარაძემ, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს – გიგა ფარულავა

"არ გამოვრიცხავთ, რომ მდინარაძემ, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს "...

ნორვეგიას ახალი მეფე ყავს – ვინ არის ჰოკონ VIII და როგორი მეფე იქნება

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ეს გლოვობს. ის 28 აგვისტოს გარდაიცვალა. ...

ყველა ამბავი

აშშ-ში შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური“ სანქციები გადადონ

აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „ჯოჯოხეთურ“ სანქციებს მხარს უჭერენ, თუმცა ახალი კანონპროექტის შესაძლო შედეგებზე დავობენ. კონგრესმენები შიშობენ, რომ ახალი...

დენის კულანინი საქართველოს ტოვებს და მის მიერ არჩეულ მესამე ქვეყანაში მიემგზავრება

დენის კულანინი საქართველოს ტოვებს, ის უახლოეს საათებში მის მიერ არჩეულ მესამე ქვეყანაში გაემგზავრება.„უფლებები საქართველოს" ცნობით, თბილისის აეროპორტში ის უკვე...

მელია მაგინებს, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი შეშინებულები არიან, მე ლექციებს ვკითხულობ: სააკაშვილი ციხიდან

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ციხეში, ასევე პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია მისი მისამართით იგინება. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ...

ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, უარი ეთქვა ისეთ კომპრომისზე, რომელიც რუსეთს დონბასზე კონტროლის აღიარების...

თავდასხმა კიევის ცენტრზე: რუსულმა დრონმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე მდებარე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარ შენობაზე იერიში დრონით მიიტანეს.კიევის ინფორმაციით, სამიზნეს...

პროკურორი ციხით რომ მაშინებს: ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! – თამაზ ელიზბარაშვილი

ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ!...

ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უკრაინაში მიმდინარე ომის დარეგულირების მცდელობების ფარგლებში, მიმდინარე კვირის...

შსს-ს თქმით, დენის კულანინს 5 წლით საქართველოში შემოსვლა აეკრძალება

აქციების დროს დაკავებულ და "ქართული ოცნების" პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ დენის კულანინს 5 წლით საქართველოში შემოსვლა აეკრძალება....

სარჯველაძის განცხადებით, დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა

"ქართილი ოცნების" ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში...

დენის კულანინს საქართველოს ნებაყოფლობით დასატოვებლად 7 დღე განესაზღვრა

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ დააბრუნებენ. ადამიანის უფლებების დამცველი გაერთიანება „უფლებები საქართველო“-ს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ...

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი თბილისიდან 53 კილომეტრში, ქალაქ გორთან იყო.მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:55-ზე დაფიქსირდა.

უკრაინელებმა რუსეთის ბაშკორტოსტანში სამხედრო-სამრეწველო ობიექტს დაარტყეს — 1300 კმ-ზე მეტ მანძილზე

4 სექტემბერს, დილით, უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქალაქ სტერლიტამაკს — უკრაინის საზღვრიდან 1300 კილომეტრზე მეტი მანძილით...