სამშვიდობო შეთანხმება ირანთან, რეჟიმის შეცვლა კუბაში და სუპერინტელექტი – რაზე ილაპარაკა ტრამპმა გაეროში გამოსვლისას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს, გაეროში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი აზრით, შეერთებული შტატები ირანთან სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ გააფორმებს. არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

ირანის გარდა, ტრამპი თავის გამოსვლაში შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, კუბის მომავალს, გრენლანდიასთან დაკავშირებულ ახალ შეთანხმებას და ასევე ხელოვნური ინტელექტისთვის სახელის შეცვლაც შესთავაზა.

„ვფიქრობ, შეთანხმებას არჩევნების დასრულებისთანავე გავაფორმებთ, რადგან მათთვის აზრი არ აქვს, რომ არ გააფორმონ. ისინი ელოდებიან, როგორ წარიმართება ჩემთვის შუალედური არჩევნები“, — განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის ამ მორიგ ვერსიაზე, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო ვადებს ეხება, თეირანს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ მას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს — გაანადგუროს ირანი თუ მასთან შეთანხმება გააფორმოს.

„მე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღო. გაფორმდება თუ არა ირანთან ისეთი შეთანხმება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ქვეყანა აღადგინონ და ბევრად უფრო დიდებული გახადონ, ვიდრე ოდესმე ყოფილა, — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, — თუ გავანადგურო ისლამური რესპუბლიკა და ეს სწრაფად გავაკეთო, რათა მათ აღარ შეეძლოთ ადამიანების დახოცვა და ქვეყნების განადგურება?“

„მოვუწყო თუ არა მათ ჯოჯოხეთი, გადარჩენის ყოველგვარი შანსის გარეშე, მომავალი დიდებისა და მომავალი თაობების იმედის გარეშე? თუმცა ვფიქრობ, შეთანხმებას არჩევნების დასრულებისთანავე გავაფორმებთ“, — განაგრძო ტრამპმა.

ტრამპმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებს ირანზე ზეწოლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებით, ამ ქვეყანას ბირთვული იარაღის შექმნა შეუშალა.

ირანი, ბირთვული პროგრამის განვითარების პარალელურად, მუდმივად ამტკიცებდა, რომ პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს და ბირთვული იარაღის შექმნას არ გეგმავს.

უკრაინაში მშვიდობის ახალი დაპირება

რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ მშვიდობა მალე დამყარდება, თუმცა ამჯერად კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია.

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან და ამას გავაკეთებთ. ვფიქრობ, ეს [სამშვიდობო შეთანხმება] უფრო მალე მოხდება, ვიდრე ბევრს ჰგონია“, — განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა პარასკევს ხელმოწერილი კანონი ე.წ. „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ.

„გასულ კვირას, სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად, ხელი მოვაწერე ძლიერ ახალ კანონს, რომელიც კონგრესმა მიიღო და რომელიც ტარიფებთან დაკავშირებით უზარმაზარ ახალ უფლებამოსილებებს მაძლევს — და თუ საჭირო გახდება, მათ გამოვიყენებ […] დროა ეს ხოცვა შეწყდეს“, — განაცხადა ტრამპმა.

კუბა — ხელისუფლების შეცვლა

კუბაზე საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია კუნძულზე კომუნისტური რეჟიმის შეცვლას ცდილობს.

„ჩემი ადმინისტრაცია კუბაში ვითარების ფუნდამენტურ ცვლილებას ცდილობს. იქაური კომუნისტური რეჟიმი ძალიან ძლიერი ზეწოლის ქვეშაა — ყველაზე ძლიერი ზეწოლის ქვეშ, რაც კი ოდესმე განუცდია. ეს სრულიად წარუმატებელი სახელმწიფოა, ის ისე იშლება, როგორც არასდროს, და დაეცემა“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„კომუნიზმი ამერიკაში არასოდეს მოვა, ხოლო კუბაში თავისუფლება მოვა“, — ციტირებს ტრამპს Reuters-ი.

ტრამპის გამოსვლის დროს კუბის დელეგაციამ დარბაზი დატოვა.

შეთანხმება გრენლანდიაზე

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი

სამშაბათს ტრამპმა გაეროში ხელი მოაწერა შეთანხმებას გრენლანდიაში აშშ-ის ყოფნის შესახებ. იმის შესახებ, რომ აშშ-მ და დანიამ ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს, გასული კვირის ბოლოს გახდა ცნობილი.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, რომ გრენლანდია ხედავს იმ საფრთხეებს, რომლებზეც ტრამპი მანამდე საუბრობდა, და რომ ნატოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია არქტიკაში ძლიერი პოზიციების შენარჩუნება.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა, ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ს გაცილებით უფრო სტაბილური ურთიერთობები ექნება როგორც დანიასთან, ისე გრენლანდიასთან.

„სუპერინტელექტი“

ხელოვნური ინტელექტის თემაზე საუბრისას ტრამპმა მთელ მსოფლიოს მისი სახელის შეცვლა შესთავაზა. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელების მოწოდებებს დაუსწრებლად უპასუხა და განაცხადა, რომ აშშ მისი განვითარების შეზღუდვას არ აპირებს.

„ჩვენ მის განვითარებას დავაჩქარებთ და არა შევაფერხებთ. ამას იუსტიციის სამინისტროს ძალებით ყურადღებით გავაკონტროლებთ. შეერთებული შტატები მსოფლიოში ლიდერობს სუპერინტელექტის სფეროში და ლიდერობას მომავალშიც შევინარჩუნებთ, თან ამას უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გავაკეთებთ“, — განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა შესთავაზა, რომ ზემძლავრ მოდელებს „ხელოვნური ინტელექტის“ ნაცვლად „სუპერინტელექტი“ ეწოდოს [artificial intelligence — superintelligence].

„ამიერიდან შეერთებული შტატების ყველა დოკუმენტში და, იმედია, მთელ მსოფლიოში, „ხელოვნურის“ ნაცვლად გამოყენებული იქნება გაცილებით უფრო ზუსტი განსაზღვრება — „სუპერ“, — განაცხადა ტრამპმა. — კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სუპერინტელექტის ახალ სამყაროში.“

შეხვედრები ზელენსკისთან, ბერნემთან და სხვა ლიდერებთან

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრამპს სამშაბათს ათზე მეტ უცხოელ ლიდერთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი. მათ შორის არიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი.

ტრამპი ასევე გაესაუბრება სპარსეთის ყურის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებს, დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებს და ვენესუელის დროებით ლიდერს დელსი როდრიგესს.

შემდეგ, საღამოს, გაეროში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებისთვის მიღება გაიმართება და, როგორც Reuters წერს, იქ ტრამპს შესაძლებლობა ექნება, კიდევ რამდენიმე ათეული ქვეყნის ხელმძღვანელთან მოკლე საუბარი გამართოს.

პოპულარული

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ...

ადვოკატს პატიმარ დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები დაახევინეს: საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის ადვოკატი, რომელიც...

რუსებმა  კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა,  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს,...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის...

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ...

აშშ რუსეთთან მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაციის მოსკოვთან მოლაპარაკებები უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ გაფართოვდა...

სასტიკ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს 20 წლით ან სამუდამო პატიმრობა ელის

მოსკოვში, დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ წარმოშობით ქართველ თეიმურაზ გოგიაშვილს...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...