აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და დანიამ განაცხადეს, რომ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს და ამით მოაგვარეს დიპლომატიური დავა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მუქარამ გამოიწვია — ძალის გამოყენებით დაეკავებინა ეს ტერიტორია. შეთანხმებას მომავალ კვირას მოეწერება ხელი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება შეერთებულ შტატებს გრენლანდიაში „უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე მუდმივ კონტროლს“ მისცემს.

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება „აძლიერებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას არქტიკასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში“ და, ამავდროულად, „აღიარებს სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას“. მას დოკუმენტის კონკრეტულ დებულებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეთანხმებას წინ უძღოდა ტრამპის რამდენიმეთვიანი მუქარა გრენლანდიის „დაკავების“ შესახებ. მისი განცხადებით, კუნძულს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მისი სტრატეგიული მდებარეობისა და მინერალური რესურსების გამო.

ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ შეთანხმება „შეერთებულ შტატებს არანაირ ხარჯს არ მოუტანს“ და აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს, „გააკეთოს ყველაფერი, რაც აუცილებელია“ გრენლანდიის „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად“.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ აშშ-მა დანიასა და გრენლანდიასთან დადო შეთანხმება, რომელიც შეერთებულ შტატებს გრენლანდიაში უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე მუდმივ კონტროლს ანიჭებს და სრულად ითვალისწინებს აშშ-ის შეშფოთების მრავალ მიზეზს. შეერთებული შტატებისთვის ეს არანაირ ხარჯს არ გამოიწვევს“, — დაწერა ტრამპმა.

მისი თქმით, შეთანხმება მოიცავს წესს, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების ვერც ერთი მოწინააღმდეგე ვერ შეძლებს გრენლანდიაში სამხედრო ყოფნის დამყარებას ან კუნძულის ეკონომიკაში ინვესტირებას ვაშინგტონის თანხმობის გარეშე.

„ამიერიდან აშშ-ის ვერც ერთი მოწინააღმდეგე ვერასოდეს შეძლებს გრენლანდიაში ბაზის განთავსებას, იქ სამხედრო ყოფნას ან მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ჩვენი წერილობითი ნებართვის გარეშე“, — აღნიშნა ტრამპმა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა დაადასტურა, რომ შეთანხმებას მომავალ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მოეწერება ხელი.

დანიის მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ შეთანხმებას ჯერ კიდევ სჭირდება კანონმდებლების თანხმობა და „ძალაში შესასვლელად აუცილებელი საპარლამენტო პროცედურები უნდა გაიაროს“.

გრენლანდიის მთავრობის თავმჯდომარე იენს-ფრედერიკ ნილსენმა შეთანხმებას მიესალმა. მისი თქმით, „სასიხარულოა, რომ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს და აძლიერებს“ გრენლანდიის, დანიისა და აშშ-ის უსაფრთხოებას.

„შეთანხმება აღიარებს გრენლანდიის ინტერესებსა და ჩვენს ადგილს საერთაშორისო თანამშრომლობაში. ის ყველა ჩვენგანისთვის სასარგებლოა“, — აღნიშნა ნილსენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეთანხმებას „ისტორიული გარიგება“ და „უზარმაზარი გამარჯვება შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხისთვის“ უწოდა.

„ეს გარიგება საბოლოოდ და შეუქცევადად წყვეტს გრენლანდიასთან დაკავშირებულ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებს“, — განაცხადა მან Fox News-თან საუბრისას.

ტრამპი რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა გრენლანდიის კონტროლის ქვეშ მოქცევას — კუნძულის გამოსყიდვას სთავაზობდა ან ძალის გამოყენებით დაკავებით იმუქრებოდა, რამაც დანიასა და ნატოს სხვა ქვეყნებში პროტესტი გამოიწვია. ტრამპი ამტკიცებდა, რომ „გრენლანდიის ფლობა და მასზე კონტროლი აბსოლუტური აუცილებლობაა“ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპისკენ მიმავალ უმოკლეს გზაზე მდებარეობს, რაც მას შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის. აქ ასევე მდებარეობს აშშ-ის დიდი კოსმოსური ცენტრი.

ტრამპი აცხადებს, რომ გრენლანდია აუცილებელია მისი გეგმისთვის, რომელიც „ოქროს გუმბათის“ სახელით ცნობილი სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნას ითვალისწინებს. სისტემა აშშ-ის რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისგან დასაცავად არის განკუთვნილი. ტრამპის თქმით, ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებს ამ პროექტში თანამშრომლობა შეუძლიათ.

აშშ-სა და დანიას შორის შეთანხმების ტექსტი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. BBC-მ კომენტარისთვის დანიის საელჩოსა და თეთრ სახლს მიმართა.

როგორც BBC-ის კორესპონდენტები აღნიშნავენ, გაურკვეველია, რით განსხვავდება ეს შეთანხმება დანიასთან 1951 წელს დადებული შეთანხმებისგან, რომლის მიხედვითაც აშშ-ს შეუძლია გრენლანდიაში იმდენი სამხედრო გაგზავნოს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის.

აშშ-ს გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე პიტუფიკის ბაზაზე მუდმივად 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს განთავსებული.

გრენლანდიას ავტონომიური სტატუსი აქვს და დანიის სამეფოს სამი შემადგენელი ნაწილიდან ერთ-ერთია საკუთრივ დანიასა და ფარერის კუნძულებთან ერთად.

2009 წელს დანიაში მიღებულმა კანონმა გრენლანდიელები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ცალკე ხალხად აღიარა და მათ ავტონომიური თვითმმართველობის უფლება მიანიჭა.

კუნძულს იშვიათმიწა მინერალების უზარმაზარი და დიდწილად აუთვისებელი მარაგები აქვს, რომელთაგან ბევრი თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა.

პოპულარული

აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებით მე-4 დონის (უმაღლესი) სამგზავრო გაფრთხილება კიდევ...

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მასირებული დარტყმისთვის ემზადება, თავს გაუფრთხილდით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის...

სასტიკ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს 20 წლით ან სამუდამო პატიმრობა ელის

მოსკოვში, დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ წარმოშობით ქართველ თეიმურაზ გოგიაშვილს...

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: მოთხოვნა ოპოზიციის აკრძალვის შეჩერებისა და ივანიშვილის დასანქცირების შესახებ

ვროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს. „საქართველოში მმართველი...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში...

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი, წარუმატებელი სიკვდილით დასჯის შემდეგ, გონზე მოვიდა და ლაპარაკობს

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი კრისტა პაიკი, გასულ კვირას სიკვდილით დასჯის...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას...

ყველა ამბავი

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...