მთლიანად რუს ტურისტებზე საქართველოს მიბმა „ქოცების“ დივერსიაა – სააკაშვილი

მთლიანად რუს ტურისტებზე საქართველოს მიბმა ”ქოცების” დივერსიაა… ჩემი პოლიტიკა 2008 წლის შემდეგ ეფუძნებოდა რუსი ტურისტების შეზღუდულად შემოყვანას მკაცრი კონტროლის ქვეშ, – ამის შესახებ განცხადებას პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“ამას მე ვანიჭებდი ძირითადად პოლიტიკურ ფუნქციას, რომ აღვირახსნილი ანტიქართული პროპაგანდის ფონზე შემოსულ რუსებს, უკან ჩაეტანათ ისტორია ქართული რეფორმების წარმატებაზე.ამავე მიზანს ემსახურებოდა ჩვენი რუსულენოვანი „პირველი კავკასიური“ (პიკ) ტელეარხი და მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით გვქონდა დიდი წარმატება და რუსი პროპაგანდისტები და ხელისუფლები მედვედევის სახით იძულებული გახდა თავი ემართლებინა თუ რატომ არაა რუსეთში საქართველოსავით არაკორუმპირებული პოლიცია და საქართველოსავით სწრაფი განვითარება.ამავე დროს ჩვენ ძალიან სწრაფად ვავითარებდით ტურიზმს დანარჩენი მსოფლიოს, პირველ რიგში ევროპის და ამერიკის მიმართულებით. ამაზე მეტყველებს ციფრები. 2012 წელს ტურისტების საერთო რაოდენობაში, რუსი ტურისტების რაოდენობა 20%-ზე ნაკლები იყო.

რით მივაღწიეთ ასეთ თანაფარდობას მაშინ? პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და აქ არ ვიქნები ძალიან მოკრძალებული, პირადად ჩემი ძალიან პოზიტიური იმიჯით, მსოფლიოში ჩვენი რეფორმების სახელი მსოფლიოში გაიტანეს ამერიკის პრეზიდენტმა, სხვადასხვა სახელმწიფო მდივნებმა, ევროპელმა ლიდერებმა, სხვადასხვა ბიზნესმენებმა დონალდ ტრამპის ჩათვლით. თვითონ მსოფლიო პრესამ. ჩვენ ვაკეთებდით ჩვენი ქვეყნის რეკლამირებას სხვადასხვა ტელეარხებზე CNN-ზე, BBC-ზე და ა.შ. ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება Royal Caribbean საკრუიზო კომპანიასთან, ბათუმში წლის განმავლობაში 1 მილიონი ამერიკელი ტურისტის შემოსაყვანად, სტამბოლი-ბათუმი-ოდესა საკრუიზო გემებით.

ჩვენ ვქმნიდით განსაკუთრებულ ტურისტულ პროდუქტს, რომელიც ძირითადად დასავლეთის მომხმარებელზე იყო გათვლილი. ჩვენი ექსკლუზიური ნიშის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უნდა ყოფილიყო თეთნულდის ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი სათხილამურო კურორტი. რომელიც ლეჩხუმთან გაჭრილი გვირაბით უნდა ჩავსულიყავით ქუთაისის აეროპორტიდან, რომელიც თავიდან ბოლომდე ევროპული მარშრუტებისთვის ავაშენეთ. დასავლეთის ტურისტებზე იყო გათვლილი ასევე ჩვენი მოდერნისტული არქიტექტორული ნაგებობები.

რა ქნეს ქოცებმა თავიდანვე:

ჩაშალეს „როიალ კარიბეანის“ კონტრაქტი.
შეაჩერეს „თეთნულდის“ კურორტის მშენებლობა.
შეწყვიტეს რეკლამები დასავლურ ტელეარხებზე.
დედა უტირეს რეფორმებს და გაანადგურეს ქვეყნის პოზიტიური იმიჯი.
ახლა მთელს მსოფლიოში უკვე სახელგანთქმულ არქიტექტურას მიადგნენ და ანგრევენ თალიბებივით.
ქუთაისის აეროპორტი გადაორიენტირეს ძირითადად რუსეთზე.
ჩვენ არა მხოლოდ ტურისტულად მიგვაბეს რუსეთზე, არამედ მთლიანი ეკონომიკითაც. ის რაზეც დიქტატურის ე.წ. პრემიერი საუბრობს, რომ ტურიზმი ჩამოგვენგრევა თუ რუსები არ შემოვიდნენ. ამას უნდა დავუმატოთ, რომ მთლიანად ლოგისტიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკაც ჩამოგვენგრევა თუ ერთ დღეს რუსებმა გადაწყვიტეს აღარ მოგვცენ ისედაც ძვირი ელექტროენერგია, ან აღარ შემოიტანონ ავტომობილები საქართველოს გამოყენებით. ეს სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ჩემი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში.

და კიდევ არ შემიძლია არ ვთქვა ერთი რამ, რატომ არ შეუძლია სხვა “ექსპერტებს“, პოლიტიკოსებს, აი, ასევე კონკრეტულად უპასუხოს დიქტატურის ამ კატასტროფულ გამონათქვამებს, როგორც ახლა მე ეს გავაკეთე? ხოდა, ვინც მე იმაში მადანაშაულებს, რომ „ერთადერთობა“ მინდა, იქნებ გაძლიერდეს, ცოდნით შეიარაღდეს და თვითონ შეძლოს ამ დებატების უჩემოდ წარმოება, არა? ვერ წარმოიდგენთ ეს როგორ გამახარებდა?

ხოდა ახლა მაინც იაქტიურეთ იმათ ვინც თავის დროზე გიჟად მაცხადებდა, როცა ტურისტების რაოდენობის 50 ათასიდან 10 მილიონამდე გაზრდაზე ვსაუბრობდი“, – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

პოპულარული

ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წესებს ცვლის-უფრო სწრაფი ინტეგრაცია კანდიდატებისთვის და თავის დაცვა “ახალი ორბანებისგან“

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოებისთვის ახალი წესები მოამზადა. ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წესებს...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც...

უკრაინული დრონების თავდასხმა და ხანძარი Yandex-ის უმსხვილეს მონაცემთა ცენტრში

რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით,...

ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის – იოსელიანი პატიმარ დავითაძეზე

"ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის...

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...