აშშ ამბობს, რომ თუ საქართველოში პარტიები გაუქმდება, წითელი ხაზი იქნება – დეკანოიძე

აშშ ამბობს, რომ თუ საქართველოში პარტიები გაუქმდება, წითელი ხაზი იქნება – სულ განადგურებით ემუქრებიან ამ პარტიებს, მაგრამ ივანიშვილი ბოლომდე ვერ ბედავს და ვადის გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული, ესეც მანიშნებელია, რომ შიში აქვს – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტია ფრაქცია “საქართველოსთვის” საკანონმდებლო ინიციატივას შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენაზე “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ 16 დეპუტატის მხარდაჭერის დაფიქსირებას გამოეხმაურა.

„ვერ ვხვდები ეს რატომაა სერიოზული თემა განსახილველად. იმდენად ავტომატურია მათთვის დავალებების შესრულება და ღილაკზე თითის დაჭერა, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ დააჭირეს ღილაკზე თითი ან ვინმე სხვას დააჭერინეს. მე ნამდვილად არ განვიხილავ იმას, რომ იდეოლოგიურად სახელმწიფოს სიყვარული აღმოცენდა ამ 16 ე.წ. დეპუტატში. ამიტომ ეს არის მხოლოდ იმის მაჩვენებელი, როგორ ავტომატურად ასრულებენ ისინი ჩატში ჩავარდნილ ყველანაირ დავალებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ამალა გასცემს ამიტომ ჩემთვის ეს არ არის სერიოზული თემა. ეს არის მხოლოდ იმის მაჩვენებელი ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ საქმიანობენ ისინი ამ ე.წ პარლამენტში.

როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან დალაგებაზეა საუბარი (გუშინ ჩვენ ვიხილეთ ახალი პროექტი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული, პრეზიდენტ ტრამპის ორგანიზაციასთან სამშენებლო დეველოპერულ კომპანიასთან), აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რას ამბობენ აშშ და თეთრი სახლი. ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გაუქმდება საბოლოოდ ყველანაირი პოლიტიკური პარტია ან ორგანიზაცია და აღარ იქნება ქართველი ხალხის გამომხატველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსებს ისევ დაიჭერენ და გააგრძელებენ მათ ციხეში ჩასმას, იქნება მათთვის წითელი ხაზი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხან ერთხელ შეიტანეს სარჩელი, ხან მეორეჯერ და მესამეჯერ სულ განადგურებით ემუქრებიან ამ პარტიებს, მაგრამ მაინც ვხედავთ, რომ ივანიშვილი ბოლომდე ვერ ბედავს ამის გაკეთებას და სულ ვადის გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩემთვის ესეც იმის მანიშნებელია, რომ მას აქვს გარკვეულწილად შიში. საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ არის, მითითებებს იძლევიან კობახიძე და პაპუაშვილი ივანიშვილთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით, რომ აკრძალოს პარტიები. ეს მაინც ვერ მოსპობს იმ იდეას, რის გარშემოც შემოკრებილები არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს არის თავისუფალი საქართველოს იდეა, რუსეთისგან თავისუფალი, დემოკრატიული, კეთილდღეობით, მშვიდობიანი, განვითარებული. ამიტომ ვწვალობთ ძალიან. ვხედავთ, ამ ვადის გახანგრძლივებაც ამის მანიშნებელია, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ამას ექნება ძალიან სერიოზული შედეგები, რომლებიც აისახება იმ პირობებზე, რა პირობებსაც ის უყენებს ქართველ ხალხს.პარტიების ფურცელზე აკრძალვა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რაც არ უნდა მოიგონონ და გააფორმონ ფურცელზე, ვერ შეცვლის იმ იდეას, რის გარშემოც ვართ გაერთიანებულები და ეს ძალიან კარგად იცის” – განაცხადა დეკანოიძემ.

პოპულარული

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის...

რუსეთში, ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით,...

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც...

1.2 მილიონი ლარი თბილისის სანაცვლოდ: კომპანია იბეროილის და ყოფილი მინისტრის საიდუმლო გარიგება

„ამხილე კორუფცია. გააზიარე ფაქტები“ -ს კაპანიის ფარგლებში საერტაშორისო გამჭვირვალობა...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის...

„ძირს მეფე“, „თქვენ ჩვენს შვილებს ომში კლავთ“ – მოსკოვში კომუნისტების აქციაზე 60-მდე პირი დააკავეს

კვირას, 4 ოქტომბერს, მოსკოვში, სამართალდამცავებმა მასობრივი დაკავებები განახორციელეს მას...

ყველა ამბავი

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...