„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პატრიარქის დაკრძალვისთვის დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს

მთავრობამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი ლარი გამოყო, საიდანაც მხოლოდ კულტურის სამინისტრომ 722,642 ლარი დახარჯა, თუმცა დეტალები სრულად გასაიდუმლოებულია. საზოგადოებაში არსებული ეჭვების ფონზე სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დადებული ხელშეკრულება – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წერს.

„2026 წლის მარტში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ორგანიზებისთვის კულტურის სამინისტროს 3 მილიონი ლარი გამოეყო. სამინისტროს არ გაუსაჯაროებია არანაირი ინფორმაცია, თუ როგორ დაიხარჯა გამოყოფილი თანხა, არ გამოუქვეყნებია კონტრაქტორების შესახებ დეტალები და არ პასუხობს ჟურნალისტების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას. ეჭვებს აძლიერებს მაშინდელი კულტურის მინისტრის მიმართ მანამდე არსებული პასუხგაუცემელი კითხვებიც, რომელიც მინისტრობამდე მის ღონისძიებების ორგანიზებაზე მომუშავე კერძო კომპანიაში მუშაობას უკავშირდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გაეცნო საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისთვის 20 მარტს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ექვს უწყებას სულ 5.59 მილიონი ლარი გამოუყო, მათ შორის 3 მილიონი ლარი – კულტურის სამინისტროს. ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, ამ თანხიდან კულტურის სამინისტრომ მხოლოდ 722.6 ათასი ლარი დახარჯა. დაკრძალვის ცერემონიალის შემდეგ, 8 მაისს, მთავრობამ შეიტანა ცვლილება სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ განკარგულებაში, მიუსადაგა ის რეალურ ხარჯებს და შეამცირა გამოყოფილი თანხები. ახალი განკარგულებით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ზუსტად 722.6 ათას ლარამდე, ხოლო სულ ჯამური პაკეტი 2.56 მილიონ ლარამდე შემცირდა.

საჯარო არ არის კულტურის სამინისტრომ 722.6 ათასი ლარის რა ნაწილი დახარჯა კონტრაქტორების მეშვეობით, რომელმა კომპანიებმა მიიღეს კონტრაქტები, რა მომსახურებისთვის, რა ოდენობით და რა საფუძვლით შეარჩიეს ისინი. ასევე უცნობია, როგორ დახარჯა თავისი წილი დანარჩენმა ხუთმა უწყებამ. ცხრილში იხილეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფაქტობრივად გაცემული თანხები უწყებების მიხედვით.

რატომ არის საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებით მაღალი კულტურის სამინისტროს ხარჯების მიმართ? მინისტრად დანიშვნამდე წინა ორ წელიწადში თინათინ რუხაძემ 410,000 ლარი მიიღო კომპანიაში შპს „თიხარტი” მრჩევლის პოზიციაზე მუშაობისას. ეს არის ღონისძიებების ორგანიზებაზე მომუშავე კომპანია, რომელსაც 3.8 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის სახელმწიფო კონტრაქტები ისე აქვს მიღებული, რომ არასდროს კონკურენტულ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა. ივლისში, რუხაძემ ისე დატოვა მინისტრის პოზიცია, რომ მასთან დაკავშირებით გაჩენილ ამ ლეგიტიმური კითხვებისთვის არ უპასუხია. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა სწორედ ღონისძიების ორგანიზება იყო, რაც სწორედ მინისტრთან დაკავშირებული კომპანიის საქმიანობის სფეროში შედის. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, სამინისტრომ ხომ არ გადაუხადა თანხა მინისტრთან ფინანსურად დაკავშირებულ კომპანიას, რაც ამ კონტექსტში კორუფციული დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება იქნებოდა.

კანონის თანახმად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიღმა რჩება: ის არ მოითხოვს არც კონკურსს და არც გამოქვეყნებას. კანონის ეს ჩანაწერი მნიშვნელოვნად აზიანებს საბიუჯეტო თანხების საჯარო კონტროლს და ქმნის კორუფციის რისკებს. 2023 წელს ეს პრობლემა მთავრობამაც აღიარა (ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში) და აიღო ვალდებულება რომ 2024 წლის ბოლომდე ამ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება სავალდებულო გახდებოდა. ეს ვალდებულება მთავრობამ არ შეასრულა. გარდა ამისა, „ტვ პირველის” ცნობით, კულტურის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა ხარჯებთან დაკავშირებული ორი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა. შედეგად, ამ მომენტისთვის საზოგადოებისთვის სრულიად დაფარულია თუ როგორ დაიხარჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალისთვის გამოყოფილი თანხა.

კულტურის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა საკუთარი ინიციატივით უნდა გამოაქვეყნონ ამ ასიგნების ხარჯვის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებები, მიმწოდებლების შერჩევის კრიტერიუმები და სხვა დეტალები. აგრეთვე, კულტურის სამინისტრომ უნდა შეწყვიტოს კანონის დარღვევა და ჟურნალისტებს მიაწოდოს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია. ასეთი სენსიტიური საჯარო სახსრების ხარჯვის გასაიდუმლოება წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელ თვისებად იქცა, რაც მხოლოდ აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს “- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

პოპულარული

არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვებას აიძულებდა – დააკავეს ბებია

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულების ბრალდებით არასრუწლოვნის ბებია დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბებიამ...

რუსეთში პატიმრების ექსტრადირება უნდა შეწყდეს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43...

ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის – იოსელიანი პატიმარ დავითაძეზე

"ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ...

ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ს რეისის გადარჩენისთვის ქართველი ებრაელი ექიმი დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო...

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა  ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, ,...

სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

"სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების...

ყველა ამბავი

მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ჩილედან დიდ ბრიტანეთამდე ფეხით იმოგზაურა-ამას 28 წელი დასჭირდა

ბრიტანელმა მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ამ კვირაში ლა-მანში გადაცურა და სამშობლოში დაბრუნდა, საითაც ჩილედან დაახლოებით 28 წლის წინ გაემგზავრა. მთელი...

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...