უმარ კრემლიოვი ტრამპ უმცროსს ქორწილის ხარჯების დაფარვაში დაეხმარა. ტრამპის შვილი ამას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ ეს უბრალოდ საჩუქარი იყო

ამერიკულმა მედიასაშუალებამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ ProPublica-მ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილის ორგანიზებაზე დახარჯული ასობით ათასი დოლარი რუს სპორტულ ფუნქციონერს, უმარ კრემლიოვის ეკუთვნოდა.  ტრამპ უმცროსის მეუღლე არ უარყოფს, რომ კრემლიოვი ქორწილთან დაკავშირებულ გართობას აფინანსებდა, თუმცა მოუწოდებს საზოგადოებას, ამაში პოლიტიკური ქვეტექსტი არ ეძებოს.

ProPublica საკუთარ დასკვნებს აფუძნებს ფინანსურ დოკუმენტებსა და სამ წყაროსთან საუბარს, რომლებიც 24 მაისს ბაჰამის კუნძულებზე, ერთ-ერთ კერძო კუნძულზე გამართული ქორწილის ორგანიზების დეტალებს იცნობდნენ. ჟურნალისტებმა ასევე გამოკითხეს უსაფრთხოების სფეროს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც პრეზიდენტის ვაჟის ქორწილის ორგანიზებაში რუსეთის მოქალაქის მონაწილეობა დიდი სიფრთხილით შეაფასეს.

ორშაბათს გამოქვეყნებულ გამოძიებაში ნათქვამია, რომ კრემლიოვმა, რომელიც საერთაშორისო კრივის ასოციაციას ხელმძღვანელობს, გადაიხადა ერთ-ერთი კუნძულის ქირის საფასური, რომელიც ქორწილისა და მასთან დაკავშირებული წვეულებებისთვის გამოიყენეს. მან ასევე დაფარა სხვა მნიშვნელოვანი ხარჯებიც, მათ შორის ღამის ცაზე მოწყობილი მასშტაბური ფოიერვერკი.

ProPublica-ს მონაცემებით, კუნძულის ქირა 100 ათასი დოლარი დაჯდა, ხოლო იმ კომპანიის მომსახურება, რომელმაც ქორწილისთვის ფოიერვერკი მოაწყო, დაახლოებით 70 ათას დოლარს შეადგენს. გადახდები დუბაიში მდებარე, საერთაშორისო კრივის ასოციაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ორგანიზაციიდან განხორციელდა.

ProPublica-ს წყაროების თქმით, ღონისძიებაზე რუსების ჯგუფიც იმყოფებოდა. კრემლიოვის გარდა, იქ შენიშნეს ბიზნესმენი ალექსანდრ ლაგუტინიც, რომელიც წარსულში რუსეთის თავდაცვის სფეროს კომპანიებში მუშაობდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ კრემლიოვი და ლაგუტინი მანამდე ცოტა ხნით ადრე ვლადიმირ პუტინს ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს ახლდნენ.

წყაროების ცნობით, რუსი სტუმრები ხშირად სხვა სტუმრებისგან განცალკევებით იმყოფებოდნენ.

ProPublica-ს თანახმად, საყურადღებოა ისიც, რომ ქორწილიდან გავრცელებულ მრავალ ფოტოსა და ვიდეოში ეს სტუმრები პრაქტიკულად არ ჩანან. მხოლოდ ერთ ფოტოზე, რომელიც პატარძლის ერთ-ერთმა მეგობარმა გამოაქვეყნა, სტუმრების მესამე რიგში კრემლიოვის სახის ზედა ნაწილი ჩანს.

ტრამპ უმცროსის წარმომადგენელს კრემლიოვისგან თანხის მიღების ფაქტი არ უარუყვია და ხაზი გაუსვა, რომ რუსი ფუნქციონერი ამერიკელის პირადი მეგობარია. მისი განმარტებით, ტრამპ უმცროსსა და კრემლიოვს შორის არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ არსებობს.

კრემლიოვის პრესსამსახურმა კომენტარში განაცხადა: „ბატონ კრემლიოვსა და ბატონ ტრამპ უმცროსს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ“. იქვე აღნიშნეს, რომ საერთაშორისო კრივის ასოციაციას ქორწილის ორგანიზებასთან დაკავშირებული არანაირი გადახდა არ განუხორციელებია, ხოლო დუბაიში მდებარე ორგანიზაციიდან განხორციელებულ გადარიცხვებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ჟურნალისტების კითხვებს არც ტრამპის ადმინისტრაციაში და არც რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებში უპასუხეს.

ტრამპ უმცროსის მეუღლე, ბეტინა ტრამპი, პუბლიკაციას Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და განმარტა, რომ კრემლიოვის დაფინანსება უშუალოდ საქორწილო ცერემონიას არ ეხებოდა.

„ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა უმარმა დიდი გულუხვობით მოგვიწყო ორდღიანი ზეიმი ჩვენი ქორწილის შემდეგ. ეს იყო მეგობრისგან მიღებული უკიდურესად გულუხვი საქორწილო საჩუქარი, რის გამოც მაშინაც უზომოდ მადლიერი ვიყავით და ახლაც ვართ. სამწუხაროა, რომ ასეთი პირადი და სასიხარულო ჟესტი შეიძლება პოლიტიკურ ან ბოროტ განზრახვად წარმოაჩინონ მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ გააკეთა ეს ან საიდან არის ის. მეგობრობას პოლიტიკური მოტივები არ სჭირდება“, — დაწერა მან.

პოსტს ორივე მეუღლე აწერს ხელს. მასში ქორწილიდან 20 ფოტოა გამოქვეყნებული, თუმცა არც ერთ მათგანზე კრემლიოვი არ ჩანს.

პუბლიკაციის ავტორები ასევე აღწერენ, როგორ ააწყო კრემლიოვმა კარიერა ჯერ რუსეთის კრივის მმართველ სტრუქტურებში, შემდეგ კი საერთაშორისო ფედერაციაში. 2010 წლამდე ის ლუტფულოევის გვარს ატარებდა და გამოცემა „Проект“-ის* ინფორმაციით, ამ გვარით ნასამართლევი იყო გამოძალვისა და ცემის საქმეებზე.

საერთაშორისო კრივის ასოციაციისთვის რთულ პერიოდში კრემლიოვმა სპონსორად „გაზპრომი“ მიიყვანა.

„უმარს პუტინი მიმართულებას აძლევს. სპორტი სწორედ ასე გამოიყენებოდა ‘რბილი ძალის’ ინსტრუმენტად“, — ამბობს ProPublica-ს წყარო, რომელიც ამ ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრია.

მსოფლიო კრივის საქმეებში კრემლიოვის ჩართულობის პარალელურად იზრდებოდა მისი გავლენა რუსეთის სპორტშიც — და მასთან ერთად, შემოსავლებიც. მაგალითად, მას სამართავად გადაეცა ავტოდილერების ქსელი „როლფი“, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შერისხული ბიზნესმენის, სერგეი პეტროვისგან ჩამოართვა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლიოვს საერთაშორისო სანქციების საფრთხე დაემუქრა. თუმცა ProPublica-ს მიერ შესწავლილ აშშ-ის სანქციების სიებში მისი სახელი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, რისკების თავიდან ასაცილებლად კრემლიოვმა საერთაშორისო კრივის ასოციაციის ოპერაციების უმეტესი ნაწილი შვეიცარიიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიტანა.

ამის მიუხედავად, 2023 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მისი ფედერაცია ოლიმპიურ კრივს ჩამოაშორა.

გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ის, რომ ფედერაციამ ვერ შეძლო „სანდოდ აეხსნა დაფინანსების წყაროები ან სრულად გაემჟღავნებინა ერთი სახელმწიფო კომპანიის მიმართ დამოკიდებულების სტრუქტურა“, რომელიც გადაწყვეტილების მიღების მომენტში არსებობდა.

როდესაც დონალდ ტრამპი, რომელსაც კრივის სამყაროსთან დიდი ხნის კავშირი აქვს, პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა, კრემლიოვმა მასთან ურთიერთობის დამყარება დაიწყო და ღია წერილით მიმართა. წერილში იგი სთხოვდა, 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ქმედებები შეემოწმებინა.

„დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობას, რათა ოლიმპიური მოძრაობა კვლავ დიდებული გავხადოთ“, — წერდა კრემლიოვი.

ნახევარი წლის შემდეგ მან ტრამპის უმცროსი ვაჟი სტამბოლში გამართულ კონფერენციაზე მიიწვია, სადაც მსოფლიო კრივის მდგომარეობას განიხილავდნენ. იქ ტრამპ უმცროსი კრემლიოვთან ერთად სცენაზე იჯდა, იხსენებდა, როგორ დადიოდა ბავშვობაში კრივის მატჩებზე და საუბრობდა იმაზე, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს კრივში ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. თავად კრემლიოვიც 2023 წელს ამ თემაზე მკვეთრი კრიტიკით გამოირჩეოდა.

თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა მიეღო საკმაოდ შეძლებულ ამერიკელს — რომლის ქონებას Forbes დაახლოებით 300 მილიონ დოლარად აფასებდა — ასეთი საჩუქრები კრემლთან დაახლოებული რუსი ფუნქციონერისგან.

„თუ მე შენს ქორწილს ვაფინანსებ, რაღაც მომენტში შენ უკვე ვალდებული ხდები ჩემს წინაშე“, — ამბობს ProPublica-სთან ინტერვიუში ფრენკ მონტოია უმცროსი, FBI-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც კონტრდაზვერვაში მაღალი თანამდებობები ეკავა.

გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ კრემლიოვის მსგავსი ბიზნესმენები ხშირად საკუთარ მოქმედებებს ხელისუფლებასთან ათანხმებენ. ამასთან, ProPublica ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტის ვაჟის ქორწილის შემთხვევაში ასეთი კოორდინაციის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.

მონტოია კი მიიჩნევს, რომ ტრამპ უმცროსმა თავი მაინც მოწყვლად მდგომარეობაში ჩაიყენა.

„პრეზიდენტის ვაჟს ასეთ რამეზე ფიქრიც კი არ უნდა უწევდეს. წერტილი“, — ამბობს იგი.

ასევე გაურკვეველია, კონკრეტულად რას ელოდა სანაცვლოდ კრემლიოვი — და მისი გავლით, შესაძლოა, კრემლიც.

„კრემლიოვსა და ტრამპ უმცროსს შორის აქამდე აღწერილი არ ყოფილა ასეთი კავშირები, რაც უჩვეულო ვითარებაზე მიუთითებს: პუტინის წრესთან დაკავშირებული ადამიანი ფინანსურად ეხმარება აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს და დონალდ ტრამპის ოჯახთან ახლო წვდომას იღებს“, — აჯამებს ProPublica.

პოპულარული

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა  ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, ,...

ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე – სახელმწიფო – პაპუაშვილი მარტა კოსს

"ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო"- ასე...

ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა...

რუსეთში შავი ჭირის გავრცელების გამო, ყაზახეთი ყირგიზეთი და უზბეკეთი საზღვრის კონტროლს აძლიერებს

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს რუსეთში შესაძლო...

გერმანიის ელჩი: ჩვენი პოლიტიკური ფონდები იძულებულნი გახდნენ, დროებით შეეჩერებინათ მუშაობა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, თბილისში, გერმანიის...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

პროკურატურის განცხადებით,ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს

პროკურატურა აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული და განსაკუთრებული...

ყველა ამბავი

რუსებმა  კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა,  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.უკრაინის დონეცკის ოლქის...

რუსეთში, ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ...

სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

"სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო " - ამის შესახებ ინფორმაციას, გენერალური პროკურატურა ავრცელებს."თბილისის პროკურატურის საგამოძიებო...

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ 21 პირი დააკავა – 11 ობიექტი დაილუქა [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს.შსს-ს თანახმად,...

მიშო სულუხია ტყეში “საეჭვოდ გადაადგილდებოდა” გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაიქცა – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომღერალი მიშო სულუხია ტყეში "საეჭვოდ გადაადგილდებოდა" და გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სულუხიას მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო...

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: მოთხოვნა ოპოზიციის აკრძალვის შეჩერებისა და ივანიშვილის დასანქცირების შესახებ

ვროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს. „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” ხუთი...

გამაჩერა პოლიციამ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას – აქტივისტი სერგეი ყანჩელი

"გამაჩერა პოლიციამ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას "- აქტივისტი სერგეი ყანჩელი პოლიციას...

აშშ და ევროპა შეშფოთებულნი არიან რუსეთში შავი ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა ირკუტსკის ოლქში ფილტვის შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შესახებ და შეახსენა მათ რუსეთის დატოვების...

“არ მინდა წასვლა, არ მინდა მოედნის დატოვება“… ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში მესიმ გოლი გაიტანა, მატჩის დასრულების შემდეგ კი ტრიბუნებს 10-წუთიანი...

ადვოკატს პატიმარ დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები დაახევინეს: საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის ადვოკატი, რომელიც ციხეში პატიმარ გიორგი დავითაძეს (რომელმაც ბადრაგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა) შეხვდა,...

ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა იმ ქართველი მოხალისეების მიმართ, რომლებზეც რუსული საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლის...

სტრასბურგში საქართველოს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე დებატები იწყება — რეზოლუციის პროექტებით პერსონალური სანქციებია მოთხოვნილი

დღეს ევროპარლამენტის სესიაზე ევროდეპუტატები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კრიტიკულ დარღვევებს განიხილავენ. დღის წესრიგშია საქართველოში მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციური სპექტრის...