“მე, როგორც ამ პროცესების მონაწილე, შევეცდები მოგიყვეთ, თუ რა ხდებოდა ბადრისა და სააკაშვილს შორის” – გია ხუხაშვილი

ბადრი პატარკაციშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის, მათ შორის დაპირისპირების მიზეზებისა და იმ პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომლებიც ბიზნესმენის სიცოცხლის ბოლო პერიოდში განვითარდა, წლებია განსხვავებული ვერსიები ვრცელდება. ამ თემაზე ახალ დეტალებზე საუბრობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ თავად იყო აღნიშნული პროცესების მონაწილე.

“როგორც ყოველთვის, ვისმენთ ორ ნახევარ-სიმართლეს ორივე მხრიდან.მე, როგორც ამ პროცესების მონაწილე, შევეცდები მოგიყვეთ, თუ რა ხდებოდა ბადრისა და სააკაშვილს შორის:

სააკაშვილი თვლიდა, რომ ბადრი გირგვლიანის თემას პოლიტიკურად იყენებდა ხელისუფლების წინააღმდეგ.

რუხაძე მართალს ამბობს, რომ შედგა შეთანხმება მათ შორის. თუმცა, არა ტელევიზიის რკინიგზაში გაცვლის თაობაზე, არამედ ერთობლივი კომპანიის შექმნაზე, რომელშიც ხელისუფლება ჩადებდა რკინიგზას, ხოლო ბადრი მაგთის საკონტროლო პაკეტს და ტელევიზიას. სულ 3 მილიარდიანი კონტრაქტი იდებოდა, რომელშიც იმედის წილი 400 მილიონს შეადგენდა.

ეს თემა ბადრიმ ჩემთან განიხილა. რაზეც ვუთხარი, რომ არ ვურჩევდი ამის გაკეთებას რიგი, მათ შორის პირველ ყოვლისა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე – არ შეიძლებოდა რკინიგზა, როგორც სტრატეგიული აქტივი ჩვენი გეო-პოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, მთლიანად კერძო მფლობელობაში გადასულიყო.

ბადრიმ ეს გარიგება, რომელიც უკვე პრაქტიკულად ფინალურ ეტაპზე იყო გასული, ჩაშალა.მიშამ ჩათვალა, რომ ეს ომის გამოცხადებას ნიშნავდა და დაიწყო კიდეც ომი.ამიტომ, როდესაც მიშა და მისი მოწმეები ბადრის აკავშირებდნენ და აკავშირებენ რუსეთთან, ეს არის ცინიზმი, რადგან თვითონ შესთავაზეს პარტნიორობა “რუსეთის კაცს”.

ბადრი ნამდვილად მოკლა იმ პროცესმა, რაც მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ პროპაგანდისტულ ომს, “სახელმწიფო გადატრიალების” საქმის აღძვრით, რომლის ფიგურანტი მეც გახლდით.

ხომ არ იცით, რა ბედი ეწია ამ საქმეს?! თარგამაძე სწორად მოიქცა, როდესაც არ გაუშვა ის ჩანაწერი, რადგან ხელისუფლებამ ისიც თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

ომის მიმდინარეობის პერიოდში რუხაძე არსად გამოჩენილა ბადრის მხარეს. მეტიც, ვეჭვობ მას საკმაოდ “თბილი” ურთიერთობები ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან. მაგალითად, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცდილობდა ჩემთან “დაელაგებინა” გიგი უგულავას, როგორც “კარგი ბიჭის” თემა. მეტს ახლა აღარაფერს ვიტყვი…შეიძლება, ეს თემა ახლა არ არის ასე მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ ვინმეს აინტერესებს, ჯობია სიმართლე იცოდეს, ვიდრე ის, რასაც თავს გვახვევს ერთი, თუ მეორე მხარე.”- წერს გია ხუხაშვილი.

პოპულარული

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ 21 პირი დააკავა – 11 ობიექტი დაილუქა [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის...

ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიშისთვის „ბანდეროლის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამრეწველო რაიონზე მორიგი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის...

“არ მინდა წასვლა, არ მინდა მოედნის დატოვება“… ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. გამოსამშვიდობებელ...

„ძირს მეფე“, „თქვენ ჩვენს შვილებს ომში კლავთ“ – მოსკოვში კომუნისტების აქციაზე 60-მდე პირი დააკავეს

კვირას, 4 ოქტომბერს, მოსკოვში, სამართალდამცავებმა მასობრივი დაკავებები განახორციელეს მას...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა – ხანძარი გაჩნდა რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.დარტყმების შედეგად ორი ადამიანი...

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: მოთხოვნა ოპოზიციის აკრძალვის შეჩერებისა და ივანიშვილის დასანქცირების შესახებ

ვროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს. „საქართველოში მმართველი...

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა  ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, ,...

ყველა ამბავი

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...