შვედეთის არჩევნებში მემარცხენე პარტიები ლიდერობენ. ულტრამემარჯვენეებთან ერთად მოქმედი მთავრობის შანსები მცირდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის მაგდალენა ანდერსონის ხელმძღვანელობით მემარცხენე პარტიების კოალიცია შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მინიმალური უპირატესობით ლიდერობს. ხმების უმეტესობა უკვე დათვლილია, თუმცა მემარცხენე და მემარჯვენე ბანაკებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ საბოლოო შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

საარჩევნო უბნების 98%-ის მონაცემების დამუშავების შემდეგ შვედეთის საარჩევნო კომისია ვარაუდობს, რომ სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი ახალ რიკსდაგში 349-დან 176 მანდატს მიიღებს, რაც მას სამმანდატიან უმრავლესობას მისცემს. საბოლოო შედეგებს ოთხშაბათს ელოდებიან.

მოქმედი მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი იმედოვნებდა, რომ მმართველ კოალიციას ჩამოაყალიბებდა, რომელშიც ქვეყნის ისტორიაში პირველად მზად იყო ულტრამემარჯვენე „შვედი დემოკრატები“ შეეყვანა – პარტია, რომელსაც ნეოფაშისტური ფესვები აქვს.

ეგზიტპოლები და ხმების დათვლის პირველი შედეგები აჩვენებდა, რომ ორ ბანაკს შორის სხვაობა მინიმალური რჩებოდა. გარკვეულ მომენტებში კრისტერსონის მემარჯვენე ალიანსი წინაც გადიოდა.

არავინ ელის, რომ არჩევნების შედეგები უკრაინის მიმართ შვედეთის პოლიტიკურ კურსს შეცვლის. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სტოკჰოლმმა მრავალწლიანი სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკა გადახედა და NATO-ში გაწევრიანდა.

მემარცხენე ალიანსში შემავალ პარტიებს ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე სერიოზული უთანხმოებები აქვთ, რის გამოც მომავალი მმართველი კოალიცია შესაძლოა მყიფე აღმოჩნდეს.

ამ გარემოებაზე კრისტერსონმაც მიუთითა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პატივისცემით მოეკიდება ანდერსონის მცდელობას, ჩამოაყალიბოს კოალიცია, მომავალი მთავრობის შემადგენლობის საკითხი ჯერ ღია რჩება.

„მაშინაც კი, თუ ის შედეგები, რომლებსაც დღეს საღამოს ვხედავთ, შენარჩუნდება, მაინც განვიხილავ პარლამენტში არასოციალისტურ უმრავლესობაზე დაფუძნებული კოალიციის შესაძლებლობებს, რათა მთავრობის მუშაობისუნარიანი კონფიგურაცია მოიძებნოს. რომელი მთავრობა მართავს შვედეთს უახლოეს წლებში, ეს საკითხი კვლავ ღიაა“, — განაცხადა პოლიტიკოსმა.

ოპოზიციის ლიდერმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მაგდალენა ანდერსონმა — პოლიტიკური ძალის, რომელიც XX საუკუნის უმეტესი ნაწილის განმავლობაში შვედეთს მართავდა — განაცხადა, რომ თუ ოთხი მემარცხენე პარტია უმრავლესობას მოიპოვებს, გააძლიერებს სოციალურ სახელმწიფოს და დაეხმარება გაჭირვებაში მყოფ ოჯახებს მზარდ ხარჯებთან გამკლავებაში.

მოქმედი კონსერვატორი პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი კი ამტკიცებდა, რომ მისი მთავრობის მიერ ორგანიზებული დანაშაულისა და იმიგრაციის წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კრისტერსონი მართავდა ულტრამემარჯვენე, ანტიიმიგრაციული პარტია „შვედი დემოკრატების“ მხარდაჭერით. არჩევნების წინ მან პირობა დადო, რომ თუ ოთხი მემარჯვენე პარტია გაიმარჯვებდა, პირველად შეიყვანდა „შვედი დემოკრატების“ წარმომადგენლებს მინისტრთა კაბინეტში.

ბოლო დრომდე ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური პარტიები „შვედ დემოკრატებთან“ თანამშრომლობას ერიდებოდნენ: პარტიის ფესვები 1980-იანი წლების ბოლოს ნეონაცისტურ მოძრაობაშია, ხოლო მისი პოპულარობის ზრდა იმიგრანტების მნიშვნელოვანი ნაკადის ზრდას დაემთხვა.

ბოლო წლებში „შვედი დემოკრატების“ მხარდაჭერა თანდათან იზრდებოდა.

თუ 2010 წელს ისინი პარლამენტში პირველად მოხვდნენ ხმების 5,7%-ით, წინა არჩევნებზე უკვე მეორე ადგილზე გავიდნენ და 20,6% მიიღეს. იმავე არჩევნებზე ზომიერ კოალიციურ პარტიას ამომრჩეველთა ოდნავ მეტი, ვიდრე 19% უჭერდა მხარს.

მას შემდეგ „შვედი დემოკრატები“ მხარს უჭერენ მოქმედ მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციას, რომლის მმართველობის დროს მიგრაციული პოლიტიკა მკვეთრად გამკაცრდა. მათ შორის გაუქმდა ლტოლვილებისთვის მუდმივი ბინადრობის მიღების უფლება და გაიზარდა დეპორტაციების რაოდენობა.

თუმცა ამ პარტიის დეპუტატებს მინისტრის თანამდებობები აქამდე არასოდეს ეკავათ.

ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს „შვედი დემოკრატები“ რამდენიმე სკანდალის ცენტრში აღმოჩნდნენ, მათ შორის ბრალდებების გამო, რომ პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი სოციალურ ქსელებში პრორუსულ ნარატივებს ავრცელებდა.

ხმების დათვლის შედეგები, დამკვირვებლებისთვის მოულოდნელად, აჩვენებს, რომ „შვედმა დემოკრატებმა“ წინა არჩევნებთან შედარებით ნაკლები მხარდაჭერა მიიღეს: ამჯერად მათ 17,6% აქვთ, მაშინ როცა 2022 წელს 20,6% მიიღეს.

პოპულარული

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს...

რუსული დრონი თურქულ გემს მოხვდა – არის მსხვერპლი

რუსული დრონი, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს მოხვდა -...

ადვოკატს პატიმარ დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები დაახევინეს: საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის ადვოკატი, რომელიც...

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც პროკურორს საპროცესო...

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი – პაპუაშვილი, მეორე – კალუგინი მოსკოვში – სამადაშვილი

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი შალვა პაპუაშვილი...

სტრასბურგში საქართველოს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე დებატები იწყება — რეზოლუციის პროექტებით პერსონალური სანქციებია მოთხოვნილი

დღეს ევროპარლამენტის სესიაზე ევროდეპუტატები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კრიტიკულ...

„ძირს მეფე“, „თქვენ ჩვენს შვილებს ომში კლავთ“ – მოსკოვში კომუნისტების აქციაზე 60-მდე პირი დააკავეს

კვირას, 4 ოქტომბერს, მოსკოვში, სამართალდამცავებმა მასობრივი დაკავებები განახორციელეს მას...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...