ტრამპმა ირლანდიის გაერთიანებას „ძალიან მაგარი“ უწოდა — როგორ შეხვდნენ მის განცხადებას დუბლინში, ლონდონსა და ვაშინგტონში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დუბლინში განაცხადა, რომ ირლანდიის გაერთიანება „ფანტასტიკური“ და „ძალიან მაგარი“ იქნებოდა, რითაც დაარღვია მისი წინამორბედების დაუწერელი ტრადიცია — ამ თემაზე საჯაროდ არ გამოეთქვათ პოზიცია. ტრამპის მოულოდნელი მოწოდება არც დუბლინში, არც ლონდონში და არც ვაშინგტონში არ მოიწონეს.

ამ შაბათს დუბლინში ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიჰოლ მარტინთან შეხვედრისას ტრამპმა განაცხადა, რომ „სიამოვნებით“ იხილავდა ჩრდილოეთ ირლანდიის, რომელიც გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შედის, ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანებას.

„არ მინდა პრობლემები შევქმნა, მაგრამ გეტყვით: სიამოვნებით ვიხილავდი გაერთიანებას, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. – საბოლოოდ ეს მოხდება… ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარი იქნებოდა.“

„რა თქმა უნდა, დიდ ბრიტანეთს ამ საკითხზე თავისი აზრი ექნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი იქნებოდა“, — დასძინა მან. მოგვიანებით ტრამპმა განმარტა, რომ ირლანდიის გაერთიანების საკითხს „ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს“.

აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მისი წინამორბედები, მათ შორის ისინიც, ვისაც ირლანდიური ფესვები ჰქონდათ, როგორც წესი, თავს არიდებდნენ ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკის შესაძლო გაერთიანებაზე საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოთქმას.

მარტინს ტრამპის ამ განცხადებაზე პასუხი არ გაუცია.

ტრამპი დუბლინში შაბათს ჩავიდა, რათა კუნძულზე მთელი შაბათ-კვირა გაეტარებინა. ვიზიტის პირველ დღეს მას დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრ მიჰოლ მარტინთან და ქვეყნის პრეზიდენტ კეტრინ კონოლისთან, რომელიც 2019 წელს, პრეზიდენტად არჩევამდე, ტრამპის ირლანდიაში ვიზიტს აპროტესტებდა.

ამის შემდეგ ტრამპი ირლანდიის დასავლეთ ნაწილში გაემგზავრა, სადაც კლერის საგრაფოს საკურორტო სანაპირო ქალაქ დუნბერგში მის კუთვნილ გოლფ-კლუბში ირლანდიის ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ტრამპის ვიზიტის დროს საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც დუბლინში, ისე დუნბერგში. ზოგიერთი შეფასებით, მათ დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაესწრო. პროტესტის მიზეზი ტრამპის განცხადება ერთიანი ირლანდიის შესახებ არ ყოფილა – აქციები აშშ-ის პრეზიდენტის ამ ექსპრომტამდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. დემონსტრანტები აშშ-ის როლს აპროტესტებდნენ ისრაელსა და ღაზას შორის კონფლიქტში. ირლანდია ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად პროპალესტინურად განწყობილი ქვეყანაა. Reuters-ის შეფასებით, ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში გამართული ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები იყო.

ტრამპის მოულოდნელი განცხადება რამდენიმე კვირის შემდეგ გაკეთდა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის საკითხი „დღის წესრიგიდან მოხსნილია“, — წერს Reuters. ეს განცხადება მან ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტისას გააკეთა.

ტრამპის შაბათის განცხადების შემდეგ მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს პოზიცია უცვლელი რჩება და ასევე გაიმეორა ბერნემის სიტყვები, რომლებიც მან ოთხშაბათს თემთა პალატაში თქვა: მისი განცხადებით, „100 პროცენტით დაიცავს“ ბელფასტის შეთანხმების, იგივე დიდი პარასკევის შეთანხმების, პირობებს.

ეს შეთანხმება, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდიაში 30-წლიან კონფლიქტს — ე.წ. Troubles-ს — დაუსვა წერტილი, ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხებში მინისტრს უფლებას აძლევს, რეგიონის მომავალ სტატუსზე რეფერენდუმი დანიშნოს, თუ გაჩნდება საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის უმრავლესობა ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანებას დაუჭერს მხარს.

ოთხშაბათს ბერნემმა აღნიშნა, რომ საზღვრის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ უნდა იქნას მიღებული, როცა ქვეყანაში მკაფიო საზოგადოებრივი კონსენსუსი იარსებებს — ანუ როცა საზოგადოებრივი აზრი იმდენად შეიცვლება, რომ საკითხის განხილვა აუცილებელი გახდება.

ბერნემის ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტის შემდეგ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მიჰოლ მარტინმა განაცხადა, რომ „არადამაკმაყოფილებლად“ მიაჩნია ვითარება, როდესაც რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხებში მინისტრის „პირად შეხედულებაზეა“ დამოკიდებული.

ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა კემი ბადენოკმა ტრამპის სიტყვებს „უკიდურესად არახელშემწყობი“ ჩარევა უწოდა, რომელიც ირლანდიაში დაძაბულობის გამწვავების რისკს ქმნის.

„პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ყოველთვის, ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს — ზუსტად ისე, როგორც ეს გრენლანდიის ან კანადის აშშ-ის 51-ე შტატად ქცევის იდეის შემთხვევაში მოხდა. დემოკრატიული ქვეყნების მომავალზე მსგავსი მსუბუქი მსჯელობა სრულიად უადგილოა და მხოლოდ არასაჭირო დაძაბულობას ქმნის“, — დაწერა მან X-ზე.

იუნიონისტების რეაქცია ტრამპის სიტყვებზე მოსალოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მათ რიგებში თავად ტრამპის არაერთი მხარდამჭერია.

გევინ რობინსონმა, დემოკრატიული იუნიონისტური პარტიის ლიდერმა — ეს არის ჩრდილოეთ ირლანდიის უმსხვილესი პარტია, რომელიც რეგიონის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას უჭერს მხარს — X-ზე დაწერა: „ჩრდილოეთ ირლანდიის მომავალს თავად ჩრდილოეთ ირლანდიის ხალხი განსაზღვრავს და არა კომენტარები ლონდონიდან, დუბლინიდან ან ვაშინგტონიდან“.

რობინსონმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს ნაწილია, რადგან ასეთია მისი მოსახლეობის ნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ ირლანდია მომავალშიც აირჩევს დიდ ბრიტანეთს და იმ უსაფრთხოებას, რომელსაც ის უზრუნველყოფს. ჩვენ, იუნიონისტებს, არ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის დაშლა ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანების გზით“, — განაცხადა მან.

დემოკრატიული იუნიონისტური პარტიის ყოფილმა დეპუტატმა იან პეისლიმ, რომელიც ტრამპის ოჯახის ახლო მეგობარი და მისი მხარდამჭერია, ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას ფრთხილად უპასუხა: „ყველას აქვს საკუთარი აზრის უფლება, მაშინაც კი, როცა ეს აზრი მცდარია“.

ირლანდიის გაერთიანების მომხრე პარტია „შინ ფეინის“ ლიდერმა მერი ლუ მაკდონალდმა ტრამპის განცხადება იმის ნიშნად შეაფასა, რომ „ირლანდიის გაერთიანების შესახებ დისკუსია შეიცვალა“.

„ვითვალისწინებ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას ირლანდიის გაერთიანების შესახებ. ჩვენ მშვიდობას მივაღწიეთ და დიდი პარასკევის შეთანხმების 30-ე წლისთავის მოახლოებასთან ერთად გაერთიანებისკენ მივდივართ — ორგანიზებული, დაგეგმილი და მშვიდობიანი გარდამავალი პროცესისკენ“, — განაცხადა მაკდონალდმა.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელენ მაკენტიმ ტრამპის განცხადების კომენტირებისას თქვა: „ასეთი მასშტაბის მოვლენა მხოლოდ ირლანდიელი ხალხის თანხმობით შეიძლება მოხდეს. სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ და ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ“.

ტრამპის სიტყვებმა მისი თანამოაზრეებიც კი გააკვირვა. ყოფილმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მიკ მალვეინიმ, რომელიც ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მისი სპეციალური წარმომადგენელი იყო ჩრდილოეთ ირლანდიაში, გააფრთხილა საზოგადოება, რომ პრეზიდენტის სიტყვებისთვის ზედმეტი მნიშვნელობა არ მიენიჭებინათ.

„ეს არ ნიშნავს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შეცვლას“, — განაცხადა მან და დასძინა, რომ შეერთებული შტატები „კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს დიდი პარასკევის შეთანხმებას“.

დემოკრატმა კონგრესმენმა ბრენდან ბოილმაც მსგავსი პოზიცია გამოთქვა და აღნიშნა, რომ შეთანხმებას აშშ-ში როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები უჭერენ მხარს და „ეს არ შეიცვლება“.

ორივე პოლიტიკოსის აზრით, შესაძლოა ტრამპი მართალიც იყოს, როცა ამბობს, რომ გაერთიანება „საბოლოოდ“ მოხდება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ამ პროცესის აქტიურად ხელშეწყობას აპირებს.

პოპულარული

საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი, რუსეთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს

საქართველოდან 2026 წლის 24 სექტემბერს ექსტრადირებული პატიმარი, დმიტრი პუშკარევი,...

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ, შპს...

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი – პაპუაშვილი, მეორე – კალუგინი მოსკოვში – სამადაშვილი

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი შალვა პაპუაშვილი...

ე.წ. შუმოკი რუსთავის მე-6 ციხეში: მსჯავრდებულმა დავითაძემ ლითონის ნივთები გადაყლაპა

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე უარს ამბობს საავადმყოფოში გადაყვანაზე მას შემდეგ,...

სასტიკ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს 20 წლით ან სამუდამო პატიმრობა ელის

მოსკოვში, დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ წარმოშობით ქართველ თეიმურაზ გოგიაშვილს...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს...

რუსებმა  კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა,  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს,...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...