მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა, რონ შსს ვერ ასაბუთებს ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ის Facebook პროფილი პირს, რომელსაც სამართალდაღვევის ჩადენას ედავება.

“მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება მ.ს.-ს მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, ვინაიდან არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომელიც დადასტურდებოდა კანონით დადგენილი წესით. საქმეში საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (ინფორმაცია) იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ში „M. S.“-ს სახელწოდების პროფილი ეკუთვნის მ. ს-ს. არ არსებობს რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია, იმის შესახებ მან შექმნა თუ არა პროფილი (გვერდი). ასევე არ არსებობს რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია, იმის შესახებ თუ ვინ ფლობს და სარგებლობს პროფილით, უშუალოდ ვინ და სად დაწერა კონკრეტული კომენტარი. არ არის წარმოდგენილი რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია შესაბამისი ინტერნეტ პროვაიდერიდან ან სოციალური ქსელიდან. არ არის წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა რომელიმე ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულზე რაიმე მტკიცებულების ან ინფორმაციის წარმოდგენა არც სასამართლო სხდომაზე მომხდარა.

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა და საქმის წარმოება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კანონიერ დაცვას. სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია ან არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ში შეუძლებელია პროფილის შექმნა სხვა პირის სახელით, გვარით და ფოტოსურეთ(ებ)ით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ნებისმიერმა პირმა შექმნას ნებისმიერი პირის სახელზე პროფილი და ატვირთოს სურათები, შეუძლებელია სასამართლომ მხოლოდ ამ სურათის „ამოცნობით“ დაადგინოს სამართალდარღვევის ფაქტი. არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. კანონის ძალით მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულებები.

თუ დავუშვებთ თუნდაც გონივრული ეჭვით, რომ პროფილი ეკუთვნის კონკრეტულ პირს, ამ შემთხვევაშიც უნდა დადასტურდეს, რომ უშუალოდ მან შეასრულა მოქმედება (კომენტარის დაწერა ან სხვა). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი ნორმებით და კანონმდებლობით ამ შემთხვევაშიც (სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერა) უნდა დადასტურდეს კონკრეტული პირის ვინაობა, რათა პირს უტყუარად დაუდასტურდეს ქმედების მის მიერ ჩადენა, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის პროფილი, ვინ სარგებლობს პროფილით და ა.შ.

პირს გააჩნია კონსტიტუციური უფლება საერთოდ არ უპასუხოს ბრალდებას, არ წარადგინოს პოზიცია, არ გამოცხადდეს სასამართლოში. სასამართლოში საქმის წარმოებისას წარმოდგენილი უნდა იქნეს მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები, რათა სასამართლომ უტყუარად დაადგინოს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოცემული საქმის ფარგლებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება და არც სხვა მტკიცებულება (ინფორმაცია), რომელიც დაადასტურებდა მ.ს.-ს მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ძირითად მტკიცებულებად წარმოდგენილი სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირების თაობაზე ოქმის სამართლებრივი საფუძველი გაურკვეველი და ბუნდოვანია. სასამართლო არ განავრცობს მსჯელობას ოქმში მითითებულ ამოცნობასთან დაკავშირებით, რომლის გარემოებები (მეთოდი, საფუძველი და სხვა) საერთოდ ვერ ირკვევა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, მ.ს.-ს მიმართ” – წერია გადაწყვეტილებაში, რომლის ტექსტსაც ინტერპრესნიუსი ავრცლებს.

პოპულარული

Paramount-მა Warner Bros. 110 მილიარდ დოლარად შეიძინა

ჰოლივუდურმა კინოკომპანია Paramount Skydance-მა კონკურენტი Warner Bros. Discovery-ის შეძენის...

“არ მინდა წასვლა, არ მინდა მოედნის დატოვება“… ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. გამოსამშვიდობებელ...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების...

ე.წ. შუმოკი რუსთავის მე-6 ციხეში: მსჯავრდებულმა დავითაძემ ლითონის ნივთები გადაყლაპა

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე უარს ამბობს საავადმყოფოში გადაყვანაზე მას შემდეგ,...

სტამბოლში, სკოლის ფორმაში გამოწყობილმა გოგონამ მოსწავლეებს დანით ჭრილობები მიაყენა – დაღუპულია ერთი ბავშვი

სტამბოლის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მძიმე ტრაგედია დატრიალდა. სასკოლო ფორმაში...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების...

აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ეუთოს კონფერენციაზე მსჯელობენ

2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...