გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების წერილები პატიმრობაში მყოფ ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს.

მშობლები ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი მათი შვილის გარდაცვალების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ. ამიტომ მოუწოდებენ მათ, ღიად ისაუბრონ ამ საქმეზე. გთავაზობთ წერილებს სრულად:

„ირაკლი ღარიბაშვილს!
გადავწყვიტე მეც წერილობით მომემართა თქვენთვის, რადგან თქვენი ბოლო წერილი გახდა ჩემთვის თვალშისაცემი და ირიბი მინიშნება იმისა, რომ ხდება მკვლელობების თვითმკვლელობებით შენიღბვა. ალბათ თამარ ბაჩალიაშვილი იყო პირველი ვისი მკვლელობაც შეინიღბა თვითმკვლელობად, მაგრამ როგორც ყველა დანაშაული არ არსებობს უშეცდომო, აქაც ეგრე მოხდა (და თანაც არაერთი შეცდომა).

მოგმართავთ იმისთვის, რომ რაც კი იცით ამ დანაშაულის შესახებ აღიაროთ და ამით სული მაინც გადაირჩინოთ, როგორც თქვენმა მოგვარე გიორგი ღარიბაშვილმა გააკეთა. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება სცოდნოდა რომ ამ სიტყვებს არ აპატიებდნენ (გულის შეტევას გამოიწვევდნენ, როგორც თამარის შემთხვევაში, ხელწერა ერთნაირია), მაინც თქვა ,,თქვენს შვილს თავი არ მოუკლავს, თქვენი შვილი მოკლეს“. ეს პირდაპირ იმის აღიარება იყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს ვილა ალგეთის ტერიტორიაზე. ტერიტორიაზე სადაც იდეალური ადგილი იყო მკვლელობისთვის და მანქანის დასამალად.

მე კარგი შვილი გავზარდე, სამართლიანი, რასაც შეეწირა კიდეც. ამას იმიტომ ვამბობ რომ ჩემი შვილის საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა მითხრა: ,,თქვენ საუკეთესო შვილი გყავდათ, მე 150 კაცი დავკითხე თამართან მიმართებაში და ერთსაც კი აუგი და გადახრილი სიტყვა არ უთქვამთ“ . გამიგრძელდა სიტყვა და მოკლედ ვიტყვი, მონანიება საუკეთესო რამაა რაც კი უფალს სასოწარკვეთილი ადამიანისთვის შეუთავაზებია.

აღიარეთ და მოინანიეთ რაც თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ ჩაიდინეთ და ღმერთი მოწყალეა, მოგიტევებთ… სამართალი იზეიმებს!
ფიზიკურად ტამარს არავინ გამიცოცხლებს მაგრამ მისი სული სიმშვიდეს ჰპოვებს, რაც ჩემთვის ეგზომ სანატრელია.
შვილმოკლული დედა თეონა თამაზაშვილი!“ – წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

„გრიგოლ ლილუაშვილს!
გრიგოლ ახლა იმყოფები პატიმრობაში. როგორც ხედავ ყველაფერი დროებითია, თანამდებობაც, გავლენებიც… 2020 წელს ალბათ ვერც წარმოიდგენდი რომ 6 წლის შემდეგ ციხეში ამოყოფდი თავს. ახლა მაინც გამოიჩინე კაცობა, თქვი სიმართლე… იცოდე ეს საქმე მაინც გაიხსნება და პასუხს მაინც აგებ ამ საქმეზე. რაც დროულად იტყვი შენთვის აჯობებს. როგორც ჩემმა შვილმა მითხრა: ,,ჩვენს სამსახურს კურირებს სუსის უფროსი ლილუაშვილი და შსს-ო“. თქვი ყველაფერი, რაც იცი ჩემი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. შენც ხო მამა ხარ?!

შვილმოკლული მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი!“ – წერს თამარ ბაჩალიაშვილის მამა.

პოპულარული

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ, შპს...

სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

"სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით,...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები...

საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად,...

უკრაინული დრონების თავდასხმა და ხანძარი Yandex-ის უმსხვილეს მონაცემთა ცენტრში

რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...