FBI-ს მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში: აშშ-ში ექსტრადირებულ რუს ჰაკერს 175 წლით პატიმრობა ემუქრება

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან შტატებში 36 წლის რუსი ვებდეველოპერის, სერგეი ფილიმონოვის ექსტრადიცია განხორციელდა. დაკავებულს მასშტაბურ საერთაშორისო კიბერდანაშაულსა და ამერიკული ბანკებიდან მილიონობით დოლარის მოპარვაში ედება ბრალი.

პირველი სასამართლო პროცესი ჯორჯიის შტატის ფედერალურ სასამართლოში უკვე გაიმართა. გამოძიების ფედერალური ბიუროს მასალების მიხედვით, ფილიმონოვი იყო ტრანსნაციონალური ჰაკერული ქსელის ტექნიკური ხელმძღვანელი, რომელიც წამყვანი ამერიკული ბანკების ვებგვერდების ყალბ ასლებს (ე.წ. Spoofed Domains) ქმნიდა.

ჰაკერები Google-სა და სხვა საძიებო სისტემებში პირველ სარეკლამო ადგილებს ყიდულობდნენ. როდესაც ადამიანები ბანკის საიტზე შესვლას ცდილობდნენ, ისინი ამ ყალბ, რეკლამირებულ ბმულებზე გადადიოდნენ. მომხმარებლებს ეგონათ, რომ საკუთარი ბანკის გვერდზე იყვნენ და პაროლები შეჰყავდათ, თუმცა ფილიმონოვის მიერ შექმნილი ფარული ბაზა ამ მონაცემებს მომენტალურად იპარავდა. ამის შემდეგ, კრიმინალები მოპარული პაროლებით მსხვერპლთა რეალურ ანგარიშებზე შედიოდნენ და ფულს ოფშორებში რიცხავდნენ.

ოფიციალური ცნობით, ჰაკერების ინტერაქტიულ ბაზაში 5 000-ზე მეტი ამერიკელი მომხმარებლის მოპარული საბანკო მონაცემები ინახებოდა. მხოლოდ ორ კონკრეტულ ამერიკულ ბანკს ამ სქემით 6.3 მილიონზე მეტი აშშ დოლარი მოჰპარეს, ხოლო ქსელის მიერ მიყენებული ჯამური პოტენციური ზარალი 28 მილიონ დოლარს აღწევს.

ბრალდებულს წინასწარ შეთანხმებული ჯგუფური საბანკო და ელექტრონული თაღლითობის, დამამძიმებელ გარემოებებში პერსონალური მონაცემების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და თაღლითური გზით მოპოვებული ფინანსური მონაცემთა ბაზების ფლობის მუხლები აქვს წარდგენილი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას აშშ-ის კანონმდებლობით მაქსიმალური სასჯელი — 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ამჟამად კი აშშ-ის ფედერალურ პატიმრობაში იმყოფება.

სერგეი ფილიმონოვი ამერიკული მართლმსაჯულებისგან იმალებოდა და იგი საქართველოს სამართალდამცავმა უწყებებმა დააკავეს აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მჭიდრო კოორდინაციით.

პოპულარული

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, თბილისის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა – ხანძარი გაჩნდა რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.დარტყმების შედეგად ორი ადამიანი...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის...

რუსეთში, ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ...

ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წესებს ცვლის-უფრო სწრაფი ინტეგრაცია კანდიდატებისთვის და თავის დაცვა “ახალი ორბანებისგან“

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოებისთვის ახალი წესები მოამზადა. ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წესებს...

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ, შპს...

კადრები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს – კობახიძე პატიმარ დავითაძეზე

"აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს" - "ქართული...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...