Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავის ავარია მაიამიში: 5 ადამიანი დაიღუპა

ფლორიდის შტატში, მაიამის საერთაშორისო აეროპორტში, Amazon-ის კუთვნილი Boeing 767-ის ტიპის სატვირთო თვითმფრინავის ავარიის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. ამის შესახებ კვირას, 6 სექტემბერს, ადგილობრივი ოლქის სახანძრო სამსახურის უფროსმა რეი ჯადალამ განაცხადა. მისი თქმით, სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხელისუფლების ინფორმაციით, პუერტო-რიკოდან მომავალი თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენ-დასაფრენ ზოლს გასცდა, რამდენიმე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. AFP-ის ცნობით, შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი ავტომობილებში ჩაიჭედა.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, სამაშველო ოპერაცია რთული იყო და მასში 60-ზე მეტი სახანძრო მანქანა მონაწილეობდა. მაშველებმა, მათ შორის, თვითმფრინავში ჩარჩენილი პირველი და მეორე პილოტების გამოყვანაც სცადეს. ჯადალას არ დაუკონკრეტებია, გადარჩნენ თუ არა ისინი.

ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია, რეისები გაუქმდა

ავარიის მიზეზებს ამჟამად აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) იძიებენ. Flightradar24-ის მონაცემებით, ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან გადასვლის მომენტში თვითმფრინავი დაახლოებით 207 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. მოგვიანებით აეროპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მგზავრები შესაძლო შეფერხებების შესახებ გააფრთხილა.

ინციდენტის გამო აეროპორტმა ყველა ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დახურა. რამდენიმე საათის შემდეგ აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა შეტყობინება, რომ მგზავრებმა რეისების შესაძლო გადადების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ავიაკომპანიებთან უნდა გადაამოწმონ.

„ამჟამად ჩვენი ოთხი ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან ორი ღიაა, თუმცა ამ ინციდენტის შედეგები აეროპორტის მუშაობაზე კვლავ აისახება. მგზავრებს ვურჩევთ, აეროპორტში გამგზავრებამდე რეისის სტატუსი უშუალოდ ავიაკომპანიასთან გადაამოწმონ“, — ნათქვამია აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Amazon-მაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თვითმფრინავს „დაშვებისას ინციდენტი“ შეემთხვა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია. კომპანიის პრესსპიკერის, კელი ნანტელის თქმით, Amazon „მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და შესაბამის უწყებებთან, რათა ზუსტად დადგინდეს, რა მოხდა“.

ღია წყაროების მონაცემებით, Boeing 767-33AER, რეგისტრაციის ნომრით N1997A, 1994 წელს იყო წარმოებული.

თავდაპირველად თვითმფრინავი ბელგიურ ავიაკომპანია Sobelair-ს გადაეცა, ხოლო 2016 წელს სატვირთო თვითმფრინავად გადააკეთეს.

ლაინერი მაიამის აეროპორტის 30-ე ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე უნდა დაშვებულიყო, რომლის სიგრძე 2 853 მეტრია. მთლიანობაში აეროპორტს ოთხი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აქვს.

აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ (NTSB) განაცხადა, რომ ავარიის გამოძიებას აწარმოებს და შემთხვევის ადგილზე უკვე გააგზავნა საკუთარი სპეციალისტები.

მაიამის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც თითქმის 100 წლის წინ, 1928 წელს გაიხსნა, ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰაბია როგორც აშშ-ში, ისე მსოფლიოში — როგორც მგზავრთნაკადის, ასევე ტვირთბრუნვის თვალსაზრისით.

მაიამი ერთ-ერთი მთავარი ჰაბია იმ მგზავრებისთვისაც, რომლებიც ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებით მიემგზავრებიან.

პოპულარული

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა  ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, ,...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც პროკურორს საპროცესო...

პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ეს მოიცავს უკრაინას, საქართველოს, სადაც აქტიურ პროცესებს ვხედავთ – ვადეფული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ვლადიმერ...

ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის – იოსელიანი პატიმარ დავითაძეზე

"ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ...

ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიშისთვის „ბანდეროლის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამრეწველო რაიონზე მორიგი...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში,...

ყველა ამბავი

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...