სინდი კროუფორდმა პირველად ისაუბრა შვილის, პრესლი გერბერის, გარდაცვალებაზე

სუპერმოდელმა სინდი კროუფორდმა პირველად საჯაროდ ისაუბრა თავისი შვილის, პრესლი გერბერის გარდაცვალებაზე. 27 წლის გერბერი 20 სექტემბერს კალიფორნიის სარეაბილიტაციო ცენტრში გარდაიცვალა.

„ის კეთილი, მშვენიერი სული იყო, რომელსაც უყვარდა და რომელიც უყვართ — ახლა და სამუდამოდ, — დაწერა მან Instagram-ზე და შვილის შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა. — ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, თუ როგორ იცხოვრა მან — სიკეთითა და გულღიაობით.“

გერბერი 20 სექტემბერს კალიფორნიის სარეაბილიტაციო ცენტრში გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვალების შესაძლო მიზეზად ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირება განიხილება და გამოძიება მიმდინარეობს.

გერბერი, დედისა და უმცროსი დის, კაიას მსგავსად, მოდელი იყო. პოდიუმზე მისი დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა, როდესაც იტალიური ბრენდის Moschino-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ის მონაწილეობდა Calvin Klein-ისა და Dolce & Gabbana-ს სარეკლამო კამპანიებში, ხოლო 2018 წელს დედასთან ერთად Pepsi-ს სარეკლამო ვიდეოშიც გადაიღეს. მისი მამა, რენდი გერბერი, ბიზნესმენია, რომელმაც ჯორჯ კლუნისთან ერთად ტეკილის ბრენდი Casamigos დააარსა.

„ბედნიერები ვართ, რომ პრესლი 27 წლის განმავლობაში ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო, — დაწერა კროუფორდმა. — მადლიერები ვართ იმ უდიდესი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც გვიგზავნის უამრავი ადამიანი — ისინი, ვინც ჩვენს ოჯახს იცნობენ და უყვართ, და ასევე სრულიად უცნობები, რომლებიც ჩვენს ტკივილს იზიარებენ.“

„ახალ შეხვედრამდე, ჩვენო საყვარელო ბიჭო. სამუდამოდ გვეყვარები — დედა, მამა და კაია“, — დასძინა მან დასასრულს.

გერბერის დამ, კაიამ, კვირას ასევე მიუძღვნა მას პუბლიკაცია: მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ბავშვობაში და-ძმა ერთად ცეკვავს, ფოტო, სადაც ისინი ოკეანის პირას დგანან, და ასევე ოთხგვერდიანი წერილი, რომელიც „პრეზიდენტს“ მიემართებოდა.

„ვსწავლობ, როგორ მიყვარდე მაშინ, როცა შენს დანახვას ვერ ვახერხებ. ვსწავლობ, როგორ გელაპარაკო ისე, რომ ტელეფონს არ წავავლო ხელი შენთან დასარეკად. ვსწავლობ, როგორ ვიყო შენი და სამყაროში, სადაც შენამდე ხელის მოწვდენა აღარ შემიძლია“, — დაწერა მან.

ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური გერბერის საქმეს დამატებითი გამოძიების საჭიროების მქონედ აფასებს. ამავე დროს, სანტა-მონიკის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ გარდაცვალება დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოხდა.

ბოლო წლებში გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ის ასევე Instagram-ზე აქვეყნებდა ვიდეოებს, რომლებსაც „ფსიქიკური ჯანმრთელობის ორშაბათებს“ (Mental Health Mondays) უწოდებდა.

პოპულარული

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი...

რუსები ამბობენ, რომ დონბასი დაიკავეს, სინამდვილეში ჩვენ კონტროლქვეშაა. პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს – ზელენსკი

"რუსები თვლიან და ამტკიცებენ, თითქოს უკვე ოკუპირებული აქვთ დონბასის...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის...

მაკრონი: უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვა ახალ ომს გამოიწვევს

კიევისთვის დახმარების შეზღუდვის მომხრეებს „სურთ, უკრაინას უსამართლო მშვიდობა აიძულონ“,...

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

მეტროს ვაგონების ნაწილების ხელოვნურად გაძვირებული იმპორტი, ყალბი დოკუმენტები და...

დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით ვართ! – კალაძე

"დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით...

კარგი იქნება ცვლილებები, მეშინია ეს ცვლილებები უარესი არ იყოს – მეუფე ნიკოლოზი

"ვხედავ თუ არა ცვლილებების საჭიროებას? რა თქმა უნდა, კარგი...

ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს – ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს

"ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს"...

ყველა ამბავი

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 15 ნოემბერს საკუთარი...

ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...