ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები ღია რეჟიმში ჩატარდება

კორუფციაში ბრალდებული ექს-პრემიერის – ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

საქმის განხილვა, მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, ღია რეჟიმში ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა პროცესის სრულად დახურვას ითხოვდა.

ღარიბაშვილის ადვოკატის ლალი აფციაურის განცხადებით, ყოფილი პრემიერის მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო, რადგან ბრალი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის ჩვენებას ეფუძნება, რომლებმაც  „შეღავათები მიიღეს და შესაბამისად, ერთადერთი მათი მიზანი იყო საკუთარი თავისუფლების მოპოვება“.

დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, რომელსაც თავად ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრებოდა, მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს.

სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ, საქმეს დაურთოს ღარიბაშვილის ერთ-ერთი ის წერილი, სადაც ყოფილი პრემიერი მამუკა მდინარაძეზე საუბრობს. მოსამართლის განცხადებით, აღნიშნულმა მტკიცებულებამ დასაშვებობის კრიტერიუმი არ დააკმაყოფილა.

როგორც ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, „მდინარაძე აუცილებლად უნდა გამოეკითხათ და გამოძიებაც დაეწყოთ“.

პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა. შედეგად, გამოძიების თანახმად, სახელმწიფოს დიდი ოდენობით – 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

პოპულარული

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა

ნანა ყეინიშვილი, რომლის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას პროკურატურა იძიებს,...

არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება ხალხისთვის, ვინც იმედიანად არის განწყობილი – მეცოლა

"არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება ხალხისთვის, ვინც იმედიანად...

თბილისში ირანელი აქტივისტი დააკავეს

თბილისში ირანელი აქტივისტი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი დააკავეს და და...

არც ტრამპს, და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს, რადგან...

TV იმედის მფლობელი მაგდა ანიკაშვილიც გახდა – სამმა ყოფილმა მფლობელმა წილი გაასხვისა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება...

გროსუ: საქართველოს შურს მოლდოვისა, რადგან ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ ევროინტეგრაციისკენ

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ, მისი აზრით,...

რაზე ილაპარაკეს ქართული ოცნების უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო...

მე მათ ვუთხარი: „თქვენ თანახმა ხართ“- ტრამპი „ენერგეტიკულ ზავზე“

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ოჰაიოში წინასაარჩევნო მიტინგზე გამგზავრებამდე, ჰკითხეს,...

ყველა ამბავი

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა."ზურაბ ჭავჭანიძესთან მიმართებით...

თუ საჯარო სივრცეში უხამსობის სითამამე აქვს, პასუხიც უნდა აგოს – პაპუაშვილი სანაიაზე

"თუ საჯარო სივრცეში უხამსობის სითამამე აქვს, პასუხიც უნდა აგოს"-,,ოცნების" თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ადმინისტრაციული წესით 30-დღიანი პატიმრობის...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს.„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით,...

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება – აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად...

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. სხდომას არ ესწრებოდა ვახო სანაია, რადგან მიიჩნევს, რომ...

Wall Street Journal: პუტინმა ტრამპს APEC-ის სამიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა, რათა...

მსოფლიოში კიბოს ყოველი მერვე შემთხვევა ინფექციებს უკავშირდება — ბევრის თავიდან აცილება შესაძლებელია

კიბოს ზოგიერთი შემთხვევის თავიდან აცილება ვაქცინაციით, ინფექციის დროული გამოვლენითა და მკურნალობით შეიძლება. ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის...

მასშტაბური ხანძარი კანადის სამხედრო ბაზაზე: ოთხი დაღუპული და ათობით დაშავებული

კანადის სამხედრო ბაზაზე გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ.„ქვეყანა გლოვობს ჩვენი შეიარაღებული...

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე მეოთხე სართულიდან გადახტა – დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა.არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც...

ზელენსკი: ტრამპის „ზავის“ დაწყებიდან რუსეთმა ენერგეტიკულ ობიექტებზე 76 დარტყმა განახორციელა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ „ენერგეტიკული ზავის“ გამოცხადების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ და ნავთობგაზის სექტორზე 76 დარტყმა განახორციელა, განაცხადა...

ლიეტუვასა და ლატვიაში ცაში უცნობი ობიექტის გამო განგაში გამოცხადდა

ლიეტუვის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში, ლატვიის საზღვართან ახლოს მდებარე პანევეჟისისა და შიაულიაის ოლქებში, კვირას, 18 ოქტომბერს, დილით საჰაერო განგაშის...

რუბიო: რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის განსახილველად ტრამპს 60 დღემდე დასჭირდება

რუსულ ექსპორტთან დაკავშირებული სანქციებისა და ტარიფების მოქმედების შეჩერებიდან მეორე დღეს, შაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე...