მასშტაბური ხანძარი კანადის სამხედრო ბაზაზე: ოთხი დაღუპული და ათობით დაშავებული

კანადის სამხედრო ბაზაზე გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ.

„ქვეყანა გლოვობს ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც სამხედროებს, რომლებიც დავკარგეთ“, — განაცხადა მან და დასძინა, რომ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყნის მასშტაბით დროშებს დაუშვებენ.

კანადის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძარი შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, ბაზა „უეინრაიტის“ სასწავლო ზონაში გაჩნდა. ბაზა ქვეყნის დასავლეთით, ალბერტის პროვინციაში მდებარეობს.

მანამდე კანადური მედიის წყაროები შვიდი ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყებოდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები კვლავ ბუნდოვანია. ცნობილია, რომ კანადის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზის, „უეინრაიტის“ პოლიგონზე გაზის მოპოვების ობიექტებია განთავსებული.

შაბათს საღამოს, ადგილობრივი დროით, გაჩენილი ხანძრიდან რამდენიმე საათის შემდეგ კანადის თავდაცვის მინისტრმა დევიდ მაკგინტიმ ვითარება „ძალიან, ძალიან სწრაფად ცვალებად და რთულ“ მდგომარეობად შეაფასა. მისი თქმით, ხანძარს კანადელი სამხედროები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქრობენ.

მაკგინტიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევა არ ახსენდება“. სამხედრო ბაზაზე მომხდარი საგანგებო შემთხვევის შემდეგ პირველი განცხადებისას პრემიერ-მინისტრმა კარნიმ თქვა, რომ მოხდა „სერიოზული ინციდენტი, რომელმაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია“.

კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის, CBC-ის ინფორმაციით, პროვინციის დედაქალაქ ედმონტონში მდებარე „როიალ ალექსანდრას“ საავადმყოფომ „ნარინჯისფერი კოდი“ გამოაცხადა — საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროტოკოლი, რომელიც დიდი რაოდენობით დაშავებულის მიღების შემთხვევებისთვისაა გათვალისწინებული.

ამ საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმმა უორენ ტირსკმა ტელეარხს განუცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტების რაოდენობა ედმონტონის სამედიცინო დაწესებულებებს „გადატვირთავდა“.

„პაციენტების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს ახლა მიღება სურს. ეს კატასტროფაა. ასეთი კატასტროფა 15–25 წელიწადში ერთხელ ხდება“.

უეინრაიტის მუნიციპალური ოლქის ცნობით, შაბათს გაჩენილი ხანძარი „ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა“ და ბაზის შემოღობილ ტერიტორიას გასცდა.

რეგიონში ქარის სიჩქარე წამოქროლვისას საათში 100 კილომეტრს აღწევდა, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გაჩნდა ხანძარი, თუმცა ოლქმა ინციდენტის შესახებ პირველი ინფორმაცია ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:30 საათზე გაავრცელა — შაბათს, გრინვიჩის დროით 23:30 საათზე.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდოს ამ ტერიტორიას და გზა დაუთმოს საგანგებო სამსახურების ყველა ავტომობილს.

მეზობელი ქალაქ უეინრაიტის მერმა ბრიუს პიუმ მომხდარს მოსახლეობისთვის „მძიმე დღე“ უწოდა.

„ჩვენი მეზობლები კანადის შეიარაღებულ ძალებში ან ახლა მსახურობენ, ან ადრე მსახურობდნენ. ჩვენ ერთმანეთთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული — ჩვენი შვილები ჰოკეის ერთსა და იმავე გუნდებში თამაშობენ და ერთსა და იმავე სკოლებში დადიან“, — უთხრა მან CBC-ს.

მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის შედეგების შესახებ დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, პიუს შეფასებით, მსხვერპლის მასშტაბით ეს შესაძლოა რაიონის ისტორიაში უდიდესი კატასტროფა აღმოჩნდეს.

დახმარებისთვის მეზობელი პროვინციებიც მობილიზდნენ. სასკაჩევანის პრემიერმა სკოტ მოემ განაცხადა, რომ ალბერტაში რესურსები გაგზავნა და „საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დახმარებისთვისაც მზად არის“. ბრიტანეთის კოლუმბიის პრემიერმა დევიდ ებიმ კი აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ „ყველანაირი შესაძლო დახმარება“ შესთავაზა.

რა არის ცნობილი ბაზისა და მის ტერიტორიაზე არსებული გაზის ჭაბურღილების შესახებ

კანადის შეიარაღებული ძალების ბაზა „უეინრაიტი“ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სამხედრო სასწავლო ბაზაა. აქ სამხედროები საბრძოლო ოპერაციებისთვის ემზადებიან რეალურ პირობებთან მიახლოებული საველე წვრთნებით, საბრძოლო საბრძოლო მასალის გამოყენებით. ჩვეულებრივ, ბაზაზე ყოველდღიურად დაახლოებით 690 სამხედრო და 300 სამოქალაქო თანამშრომელი იმყოფება.

აქ ბუნებრივ გაზსაც მოიპოვებენ: 2014 წლის მონაცემებით, სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე დაახლოებით 180 ჭაბურღილი იყო.

1988 წლიდან ბაზის გარკვეულ ზონებში გაზის ჭაბურღილების მოწყობა და ექსპლუატაცია მკაცრი მოთხოვნების დაცვით არის ნებადართული.

მაგალითად, მილსადენები ჩვეულებრივი გაზსადენებისთვის დადგენილ სტანდარტულ სიღრმეზე ორჯერ უფრო ღრმად უნდა ჩაიდოს, რადგან ამ ტერიტორიაზე მძიმე ჯავშანტექნიკა გადაადგილდება.

არსებული მონაცემებით, 2025 წელს უეინრაიტის მუნიციპალიტეტში 221 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი მოიპოვეს.

პოპულარული

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე...

პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა – ხოშტარია

"პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა"- ასე ეხმაურება  პარტია...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება...

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები – ფარცხალაძე გეორგიევსკის ბატალიონზე

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები - თქვა სანქცირებულმა...

დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! – კობახიძე

ტროტუარზე დგომის გამო ციხეში არავინ მიდის! დამისახელეთ ერთი ადამიანი,...

გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო – მარტა კოსი

"ვინაიდან გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ამ...

ევროკომისიის ანგარიში: საქართველო კანდიდატია მხოლოდ ქაღალდზე, სახელმწიფოს მიტაცების რისკი ყველაზე მაღალია

ევროკომისიის კოლეგია დღეს ბრიუსელში მორიგ სხდომას გამართავს. დღის წესრიგშია...

ყველა ამბავი

FT: ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები რუსეთის შესაკავებლად სამხედრო-საზღვაო ალიანსს შექმნიან

დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, დანია და ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნები რუსეთის აგრესიის შესაკავებლად სამხედრო-საზღვაო ძალების პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს....

„დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!“ — ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც შერეული ორთაბრძოლების (MMA) პრომოუტერსა და UFC-ის ხელმძღვანელს,...

ოპერაცია „კართაგენი“: ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები დააანონსა

ოპერაცია „კართაგენის“ შესახებ ახალი დეტალების გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები იგეგმება....

FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის...

სროლა კრაკოვის ცენტრში: ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

შაბათს,  პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 15 კი დაიჭრა. დაზარალებულთა შორის...

ევროპის სპეცსამსახურები იკვლევენ რუსეთის შესაძლო კავშირს თვითმფრინავების მიმართ მუქარებთან

ევროპის სპეცსამსახურები იძიებენ თვითმფრინავების ბორტებზე ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებების ტალღას. საბოლოო დასკვნები ჯერ არ არსებობს, თუმცა სადაზვერვო საზოგადოების...

ვრჩები ისევ ჩემი ალისკას იმედზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.სწორედ მას ვამზადებ სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც კი-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შუალედურ არჩევნებს ვრცელ სტატუსს უძღვნის ფეისბუქზე. ის თვლის, რომ ზოგადად ამერიკის პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი...

ღარიბაშვილის ოჯახის თქმით მას ციხეში შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის სიძის, ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.როგორც თამაზაშვილი სოციალურ...

კენიის სასამართლომ სექტის ლიდერს 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მქადაგებელი პოლ მაკენზი 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრული ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ის თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, სიკვდილამდე ეშიმშილათ, რათა...

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის მონაწილეებზე ეკონომიის გაკეთება უწევთ. როგორ ამწვავებს საბიუჯეტო კრიზისი წინააღმდეგობებს მოსკოვსა...

ფინეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად აუკრძალოს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს და არც სრულ აკრძალვას გამორიცხავს. ახალი დისკუსიის საბაბი ლოზანის სასამართლოს...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ახლად არჩეულ პარტიებთან შეხვედრები გამართა, რის...