ლიეტუვასა და ლატვიაში ცაში უცნობი ობიექტის გამო განგაში გამოცხადდა

ლიეტუვის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში, ლატვიის საზღვართან ახლოს მდებარე პანევეჟისისა და შიაულიაის ოლქებში, კვირას, 18 ოქტომბერს, დილით საჰაერო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. მიზეზი ქვეყნის საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი ამოუცნობი ობიექტი გახდა, რომელიც ჩრდილოეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. მედიის ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია დრონზე. პანევეჟისისა და შიაულიაის ოლქების მცხოვრებლებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს. ჰაერში ნატოს გამანადგურებლები აფრინდნენ.

კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ცნობით, საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტების გამო კაუნასის აეროპორტმა ადგილობრივი დროით 7:05-დან 8:00 საათამდე მუშაობა შეაჩერა.

მოგვიანებით ინტერნეტპორტალმა Delfi.lt-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7:50 საათზე საჰაერო განგაში კაუნასისა და შიაულიაის ოლქებში გაუქმდა, 8:15 საათზე კი — პანევეჟისის ოლქშიც. მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის უცნობი იყო, რა დაემართა საეჭვო ობიექტს.

მოგვიანებით ლიეტუვის კრიზისების მართვის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ პასვალისის რაიონის სოფელ იუოჯიონისთან აღმოაჩინეს ნაწილები, რომლებიც, სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევებია. ცენტრის ცნობით, სავარაუდო უპილოტო საფრენი აპარატი შესაძლოა იქ პოლონეთის მხრიდან შეფრენილიყო.

ლატვიის მოსახლეობის გაფრთხილება საფრთხის შესახებ

იმავე დილით ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა ბაუსკის, ოგრესა და აიზკრაუკლეს მხარეების მცხოვრებლები ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

Delfi-ს ცნობით, მოსახლეობას ურჩიეს, დარჩენილიყო შენობებში, დაეცვა „ორი კედლის პრინციპი“ და დაეკეტა ფანჯრები და კარები. დაბალ სიმაღლეზე მფრენი, საეჭვო ან სახიფათო ობიექტის შემჩნევის შემთხვევაში მოქალაქეებს მასთან მიახლოებისგან თავის შეკავებისა და 112-ზე დარეკვისკენ მოუწოდეს.

ნახევარი საათის შემდეგ ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობას აცნობა, რომ საფრთხემ ჩაიარა.

„ლატვიის საჰაერო სივრცემდე არაფერს მოუღწევია. ტრაექტორიის გათვალისწინებით, განგაში წინასწარ გამოცხადდა“, — განუცხადა სააგენტო LETA-ს ოგრეს მხარის მერმა ანდრის კრაუიამ. „ეს გაკვეთილი აღმოჩნდა და ეს კარგია“, — დასძინა მან.

ბოლო თვეების განმავლობაში ნატოს წევრი ქვეყნების — ლიეტუვისა და ლატვიის — საჰაერო სივრცეში უკრაინული დრონები არაერთხელ შეფრინდნენ. უკრაინის მთავრობის ცნობით, ეს უპილოტო საფრენი აპარატები კურსს რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა ააცილა.

მსგავსი ინციდენტები „აჩენს შიშს, რომ ომი — რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ — შესაძლოა ნატოს ტერიტორიაზეც გავრცელდეს“, — აღნიშნავენ ჟურნალისტები.

პოპულარული

ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება: სერგეი ლავროვი

ბაქოში, აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების თათბირის (CICA)...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი),...

რუსეთმა კიევზე მორიგი მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა

13-14 ოქტომბრის ღამესა და გამთენიისას, რუსულმა ძალებმა მიზანმიმართული იერიში...

შთამბეჭდავია, საკმაოდ დიდი ზრდაა – სარჯველაძე პენსიებზე

ეს არის ზუსტად ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის ნაწილი, რომ ყველაფერი...

კობახიძე-ფეზეშქიანის შეხვედრა: ირანის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები მოითხოვა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები...

გიორგი კირვალიძე იზოლატორის დატოვებისას ისევ დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, სპორტსმენი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული...

რომის პაპის ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. მას სიმსივნე ამოჰკვეთეს

წმინდა საყდრის ოფიციალური ინფორმაციით, რომის პაპი ლეო XIV წარმატებული...

რაზე ილაპარაკეს ქართული ოცნების უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო...

ყველა ამბავი

რუბიო: რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის განსახილველად ტრამპს 60 დღემდე დასჭირდება

რუსულ ექსპორტთან დაკავშირებული სანქციებისა და ტარიფების მოქმედების შეჩერებიდან მეორე დღეს, შაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე...

პოლიციასთან შეტაკებები, ხანძრები და ასობით დაკავებული-მასშტაბური საპროტესტო აქციების დღე საფრანგეთში

შაბათს საფრანგეთის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ცხოვრების გაძვირებისა და საწვავის მაღალი ფასების წინააღმდეგ. პარიზსა და მარსელში დემონსტრაციები პოლიციასთან...

კიევის ასობით მცხოვრები მერ კლიჩკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა

კიევში, ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს გადადგომას მოითხოვენ. მედიის შეფასებით,...

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა

ნანა ყეინიშვილი, რომლის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას პროკურატურა იძიებს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. მან ამის შესახებ სოციალურ...

რაზე ილაპარაკეს ქართული ოცნების უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. უმრავლესობის სხდომამდე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა....

ქეითი ზაქარია წარუმატებელი დებიუტის შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს

ქეითი ზაქარია თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს. მას ეს თანამდებობა ერთ კვირაზე ნაკლები ხნის განმავლობაში ეკავა, თუმცა მედიამ მისი...

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის დასრულებამდე და გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას, განაცხადეს...

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს – ჯაფარიძე

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით...

კობახიძე-ფეზეშქიანის შეხვედრა: ირანის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები მოითხოვა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა მოითხოვა - ამის შესახებ ნათქვამია...

“ადამიანურ ენაზე: ტვ “იმედიდან” მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“ – გვარამია

„იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ - ადამიანურ ენაზე: „ტვ იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს,...

გიორგი კირვალიძე იზოლატორის დატოვებისას ისევ დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, სპორტსმენი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს. როგორც მის...

TV იმედის მფლობელი მაგდა ანიკაშვილიც გახდა – სამმა ყოფილმა მფლობელმა წილი გაასხვისა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა. ინფორმაციას BMG ავრცელებს.  ცვლილების თანახმად ტელეკომპანია იმედის 100%-იანი...