ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის დასრულებამდე და გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას, განაცხადეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ.

უკრაინა კვლავ მიიღებს დახმარებას ევროკავშირისგან, მათ შორის მომავალ ზამთარშიც, და მომავალში შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანებაც მოითხოვოს. ამის შესახებ პარასკევს, 16 ოქტომბერს, განაცხადეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ.

„რუსეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის ენერგეტიკული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, მაგრამ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა, როდესაც ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად სიტყვით გამოდიოდა. იმავე გამოსვლისას მსგავსი განცხადება გააკეთა კოშტამაც: „ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი ისეთივე ძლიერი დარჩება, როგორიც აქამდე იყო.“

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტს ამზადებს

ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოქტომბრის დასაწყისში გამოაცხადა, თუმცა, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, „რუსეთს ის არც ერთი წუთით არ დაუცავს“.

„ამიტომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ“, — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სანქციების 22-ე პაკეტი უკვე მზადდება.

ფონ დერ ლაიენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი არ აპირებს არცერთი სანქციის მოხსნას მანამდე, სანამ რუსეთი ომს არ დაასრულებს. ეს განცხადება, სავარაუდოდ, ეხებოდა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს — ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს — შორის გაფორმებულ ე.წ. „დიზელის შეთანხმებას“, რომლის მიხედვითაც აშშ-მა მოსკოვს რუსული დიზელის მსოფლიო ბაზარზე მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები მოუხსნა, საწვავის ფასების შემცირების მიზნით.

უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული დაძაბულობის შესახებ არც ფონ დერ ლაიენს და არც კოშტას პირდაპირ არ უსაუბრიათ. 16 ოქტომბრის ღამეს Newsmax-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი „არ არის ადამიანი, ვისთანაც შეერთებულმა შტატებმა საქმე უნდა დაიჭიროს“, და გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის პრეზიდენტი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევით რეალურად დაინტერესებული არ არის.

თავად ზელენსკიმ კი 16 ოქტომბერს ბრიუსელში განაცხადა, რომ „არ არსებობს ნიშნები, თითქოს რუსეთს ომის დასრულება სურდეს“.

მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, 16 ოქტომბერს — ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მეორე დღეს — დაგეგმილია „უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებების“ განხილვა. ამ დისკუსიებში მონაწილეობას ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, წლის ბოლომდე იგეგმება უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა დარჩენილი კლასტერის, ანუ თემატური მიმართულების, გახსნა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აუცილებელია 2027 წლის დახმარების საკითხის განხილვაც. მან ასევე განაცხადა, რომ მისი მთავრობა იმუშავებს აუცილებელი წინაპირობების შესაქმნელად, რათა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დარჩენილი ორი ეტაპიც გაიხსნას.

13 ოქტომბერს უკრაინისა და მოლდოვისთვის გაიხსნა მოლაპარაკებების კლასტერები „შიდა ბაზრისა“ და „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდის“ მიმართულებებით.

კორუფცია — უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ექვს ძირითად თემატურ მიმართულებად — ე.წ. კლასტერებად — არის დაყოფილი. ისინი კანონმდებლობისა და საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროს მოიცავს. მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირი აფასებს, რამდენად მზად არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის წესებისა და სტანდარტების დასანერგად.

ექვსი კლასტერი შემდეგია: „ფუნდამენტური საკითხები“, „შიდა ბაზარი“, „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“, „მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები“, „რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა“ და „საგარეო ურთიერთობები“.

პირველი კლასტერი — „ფუნდამენტური საკითხები“ — უკრაინისა და მოლდოვისთვის 15 ივნისს გაიხსნა. ივლისში კი ორივე ქვეყნისთვის „საგარეო ურთიერთობების“ კლასტერზეც დაიწყო მოლაპარაკებები.

ამასთან, როგორც სააგენტო dpa აღნიშნავს, დამკვირვებლები არ ელიან, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები მომდევნო ათწლეულის დასაწყისამდე დასრულდება.

„უპირველეს ყოვლისა, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ქვეყანა ჯერ კიდევ საკმაოდ შორს არის ევროკავშირის სტანდარტებისგან“, — აღნიშნავენ ავტორები.

პოპულარული

TI-ოცნების დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა

23 დღე და ბიუჯეტიდან წაღებული 41.1 მილიონი ლარი —...

18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე...

კობახიძე ჰერჩინკს “ტრაგიკულ პიროვნებას” უწოდებს

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკს, "ტრაგიკული...

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები: 7 000 მბ + 200 წთ (საქართველოში)...

ჩეხეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ბიუჯეტზე მიბმას აპროტესტებენ

ჩეხეთის მმართველი კოალიცია, პრაღაში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და...

“ავეჯის დამზადებას დაპირდა და თანხა მიითვისა” – დააკავეს 1 პირი

"ავეჯის დამზადებას დაპირდა და თანხა მიითვისა"  -  ქვემო ქართლის...

FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით...

ღარიბაშვილის ოჯახის თქმით მას ციხეში შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის სიძის, ალექსანდრე...

ყველა ამბავი

FT: ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები რუსეთის შესაკავებლად სამხედრო-საზღვაო ალიანსს შექმნიან

დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, დანია და ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნები რუსეთის აგრესიის შესაკავებლად სამხედრო-საზღვაო ძალების პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს....

„დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!“ — ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც შერეული ორთაბრძოლების (MMA) პრომოუტერსა და UFC-ის ხელმძღვანელს,...

ოპერაცია „კართაგენი“: ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები დააანონსა

ოპერაცია „კართაგენის“ შესახებ ახალი დეტალების გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები იგეგმება....

FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის...

სროლა კრაკოვის ცენტრში: ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

შაბათს,  პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 15 კი დაიჭრა. დაზარალებულთა შორის...

ევროპის სპეცსამსახურები იკვლევენ რუსეთის შესაძლო კავშირს თვითმფრინავების მიმართ მუქარებთან

ევროპის სპეცსამსახურები იძიებენ თვითმფრინავების ბორტებზე ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებების ტალღას. საბოლოო დასკვნები ჯერ არ არსებობს, თუმცა სადაზვერვო საზოგადოების...

ვრჩები ისევ ჩემი ალისკას იმედზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.სწორედ მას ვამზადებ სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც კი-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შუალედურ არჩევნებს ვრცელ სტატუსს უძღვნის ფეისბუქზე. ის თვლის, რომ ზოგადად ამერიკის პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი...

ღარიბაშვილის ოჯახის თქმით მას ციხეში შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის სიძის, ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.როგორც თამაზაშვილი სოციალურ...

კენიის სასამართლომ სექტის ლიდერს 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მქადაგებელი პოლ მაკენზი 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრული ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ის თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, სიკვდილამდე ეშიმშილათ, რათა...

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის მონაწილეებზე ეკონომიის გაკეთება უწევთ. როგორ ამწვავებს საბიუჯეტო კრიზისი წინააღმდეგობებს მოსკოვსა...

ფინეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად აუკრძალოს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს და არც სრულ აკრძალვას გამორიცხავს. ახალი დისკუსიის საბაბი ლოზანის სასამართლოს...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ახლად არჩეულ პარტიებთან შეხვედრები გამართა, რის...