უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს. მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვის ძალებს ამ საპასუხო ქმედებების სიზუსტისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
“რუსული ნავთობობიექტები, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმოები და ომის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა ობიექტები, სამხედრო აეროდრომები და საფრენი აპარატები – ჩვენმა შორი მოქმედების დარტყმებმა ამ ყველაფერს მიაღწია. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი – მან მშვიდობა უნდა აირჩიოს”, – წერს ზელენსკი.


