საგარეო უწყებამ ევროკავშირის ელჩს „თვითნებურად დაკავებულთა“ კონკრეტული სიის წარმოდგენა მოსთხოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროპარლამენტის რეზოლუცია „ყალბი ნარატივების გავრცელებად“ შეუფასა და „თვითნებურად დაკავებულთა“ კონკრეტული სიის წარმოდგენა მოსთხოვა.

„2026 წლის 26 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დებატებსა და რეზოლუციას ამყარებს ევროკომისიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება და კიდევ ერთხელ ეთხოვა ევროკავშირის მხარეს, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ მოიაზრება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით დამდგარია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქართულ მხარეს არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის მხრიდან ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.

შეხვედრისას, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი ურყევი ერთგულება და ხაზი გაუსვა მხარეებს შორის ღია დიალოგის მნიშვნელობას“ – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

პოპულარული

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან დიალოგი მოსკოვსა და თბილისშიც გაგრძელდეს

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა ბელარუსის საგარეო საქმეთა...

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში  კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22...

პოლიციის მე-5 განყოფილებაში, “მაკაჩავეს”კინაღამ მცემეს, დამაკავეს. მაგიდაზე განყოფილების უფროსს იარაღი ედო – ადვოკატი

"თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში "მაკაჩავეს" მითხრეს რომ ფეხებზე...

ელჭექი, თოვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, 4-5 ბალიანი შტორმი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში...

რუსეთმა ესტონეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებისთვის საჰაერო სივრცის დათმობაში დაადანაშაულა

ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს....

მოვუწოდებთ „თვითდანიშნულ ხელისუფლებას“…: ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. სტრასბურგში გამართულ პლენარულ...

ყველა ამბავი

სოფელ ლაილაშში მეწყრულმა პროცესებმა 17 საცხოვრებელი სახლი დააზიანა – სააგენტო

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრულმა პროცესებმა 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "ცაგერის მუნიციპალიტეტის...

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის საფუძველს ამზადებს – სუს

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ პროცესებს აგრძელებდა და მთელი...

მოვუწოდებთ „თვითდანიშნულ ხელისუფლებას“…: ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე დოკუმენტი სახელწოდებით - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები...

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან დიალოგი მოსკოვსა და თბილისშიც გაგრძელდეს

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომლის თანახმადაც, რუსეთთან დიალოგი შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში...

12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ირაკლი ფირცხალავამ საპატიმრო დატოვა

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმე გახსნილად 2015 წლის 2...

„ჯობია შევარჩიოთ სიტყვები“ – პუტინისტი ბიზნესმენი მამუკა ფიფია კობახიძის წარმომადგენელს აფრთხილებს

პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ირაკლი კობახიძის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი...

შს მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა – მან თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცალა

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე...

აფრიკის დასახლებაში, კერძო სახლში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია 1 პირი.არსებული ინფორმაციით, სახლში ცეცხლი აფეთქების...

ბიუჯეტიდან დაკარგული მილიონები: TI-ს დასკვნა ქობულეთის ბაღების მშენებლობაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა ხალას, გვარასა და ქვედა კვირიკეს საბავშვო ბაღების ტენდერები, სადაც ხელშეკრულებებში ჯამში 43 ცვლილება შევიდა და...

“ბანკის თანამშრომელმა ორგანიზაციის 800 000 ლარი მიითვისა” – დააკავეს 1 პირი

თბილისის პოლიციამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომერციული...

რუსთავში 398 წვრილფეხა რქოსანის მითვისებისთვის მწყემსი დააკავეს – ზარალმა ჯამში 181 400 ლარი შეადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის...

ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების მოწოდებები–ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართა

ევროპარლამენტში დებატები გაიმართა საქართველოს საკთხზე. ევროდეპუტატებმა რეზოლუცის პროექტი განხლეს, რომელიც პაატა ბურჭულაძეს და სხვა ქართველ პოლიტპატიმრებს ეხება. ევროპარლამენტარებმა ქართული...