ქვემო ფონიჭალაში კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
“მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება”. – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში,
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად, კორპუსში ნგრევას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი ადამიანებიდან ყველაზე მძიმედ რჩება მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის 87%-ის დამწვრობა აქვს.
მაშველებმა ძიებიდან თითქმის 8 საათის შემდეგ მე-2 და მე-3 სართულებს შორის ნანგრევებში 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს.


