უკრაინამ ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია

უკრაინამ იერიში მიიტანა ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომზე, სადაც ახალი და მოდერნიზებული საავიაციო ტექნიკის, მათ შორის Су-34 ტიპის გამანადგურებლების, გამოცდა მიმდინარეობს. რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონზე თავდასხმა დაადასტურა, თუმცა აეროდრომის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

უკრაინამ 15 ნოემბერს, კვირას, ღამით რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და უკრაინულმა მონიტორინგის Telegram-არხებმა განაცხადეს.

როგორც როსტოვული გამოცემა „იუჟნი ფედერალნი“ წერს, კვირას ღამით ახტუბინსკში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხის გამო განგაშის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, ცაზე კი ნათებები ჩანდა.

ასტრახანის ოლქის გუბერნატორმა იგორ ბაბუშკინმა განაცხადა, რომ რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში 30-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ახტუბინსკის ხელისუფლებამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები არ გამოვლენილა. სამხედრო აეროდრომის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უკრაინული მონიტორინგის არხ Exilenova+-ის მონაცემებით, ახტუბინსკის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ახალი სამხედრო საავიაციო ტექნიკის გამოცდა მიმდინარეობს და Су-34 ტიპის თვითმფრინავებია განთავსებული, დაახლოებით 30 აფეთქება მოხდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ობიექტზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ, საწყობში, სადაც საავიაციო მართვადი რაკეტების კომპლექტები ინახებოდა, მეორეული დეტონაცია დაფიქსირდა.

უკრაინას ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომზე იერიში ადრეც მიუტანია

ახტუბინსკის აეროდრომზე განთავსებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვალერი ჩკალოვის სახელობის 929-ე სახელმწიფო საფრენოსნო-საგამოცდო ცენტრი.

ცენტრი ახორციელებს ახალი თვითმფრინავების, ვერტმფრენების, მათი შეიარაღებისა და მოდერნიზებული საავიაციო ტექნიკის გამოცდას. 2023 წელს ცენტრი ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანეს.

უკრაინას ამ აეროდრომზე იერიში უკვე რამდენჯერმე აქვს მიტანილი.

2026 წლის აგვისტოში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად აეროდრომზე დაზიანდა Су-34 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და მოხდა საწვავის გაჟონვა.

2024 წლის ივნისში უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახტუბინსკში უახლესი რუსული Су-57 ტიპის გამანადგურებელი დააზიანა.

პოპულარული

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების,...

აბუ-დაბიში ბუდანოვი იმ რუს გენერალს შეხვდა, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აბუ-დაბიში გამართული სამშვიდობო...

ვიქტორ ორბანის ძმა ადამიანებით ტრეფიკინგის საქმეზე დააკავეს – უნგრული მედია

უნგრული მედიის ცნობით,  დღეს, 9 ნოემბერს უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრ...

ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

დიდ ბრიტანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის...

ეკლესიის ხმა ვერ დადუმდება სახელმწიფო დაფინანსებით და ფარული ზეწოლის მექანიზმებით – მეუფე ილარიონი

" ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო...

სენაკის მუნიციპალიტეტში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

სენაკის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს...

უკრაინელებმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდზე იერიში მიიტანეს

უკრაინამ 11 ნოემბერს ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს "ნარო-ფომინსკს"...

აშშ–ში ფრენების 4 საათიანი აკრძალვის მზეზად აღჭურვლობის გადატვირთვა დასახელდა

კავშირგაბმულობის სისტემაში შეფერხება, რის გამოც აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე თვითმფრინავების...

ყველა ამბავი

მაიამის საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

შაბათს ღამით მაიამის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ში ფრენების ქვეყნის...

მაკრონი: უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვა ახალ ომს გამოიწვევს

კიევისთვის დახმარების შეზღუდვის მომხრეებს „სურთ, უკრაინას უსამართლო მშვიდობა აიძულონ“, რაც ევროპის „მოწყვლადად ქცევას“ ნიშნავს, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა....

მედია: აშშ ევროპიდან გაცილებით ნაკლებ სამხედროს გაიყვანს, ვიდრე მოსალოდნელი იყო

პენტაგონმა ევროპის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის შემცირების გეგმებს გადახედა: ახლა იგეგმება არა 25 ათასი სამხედროს გაყვანა, როგორც ამას...

ზელენსკი: აშშ-მა იკითხა, მზად არის თუ არა კიევი, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასი დათმოს

უკრაინასთან მოლაპარაკებებისას აშშ-ის წარმომადგენლებმა პირველად იკითხეს, მზად არის თუ არა კიევი, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასზე უარი თქვას, განუცხადა ჟურნალისტებს...

თეთრმა სახლმა აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ისტორიაში პირველი სამმხრივი სამიტი დააანონსა. დღის წესრიგში უკრაინა არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს, ოფიციალურად...

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის...

აშშ–ში ფრენების 4 საათიანი აკრძალვის მზეზად აღჭურვლობის გადატვირთვა დასახელდა

კავშირგაბმულობის სისტემაში შეფერხება, რის გამოც აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე თვითმფრინავების აფრენა აიკრძალა, განახლებების დაყენებისას აღჭურვილობის გადატვირთვამ გამოიწვია, განაცხადა შიდა უსაფრთხოების...

მერაბთან სასაუბროდ მივედი, მან კი დამარტყა, შემაგინა..ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი,მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს – დაღსტნელი მოჭიდავე

"მერაბთან სასაუბროდ მივედი, მან კი დამარტყა, შემაგინა..ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი,მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე, ახმედ გაჯიმაგომედოვი, რომელიც...

დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას – კობახიძე

"დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას " - წერს "ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი...

უკრაინელებმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდზე იერიში მიიტანეს

უკრაინამ 11 ნოემბერს ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს "ნარო-ფომინსკს" დაარტყა. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU)ავრცელებს. ხომალდზე იერიშის ფაქტი...

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზის  მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.საავტომობილო...

“კაწრო” ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს – ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს." ჯგუფური...