ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
“[ბრალდება] ჯგუფური ძალადობა ნამდვილად არაა, არის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რასაც, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით. ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა გარემოებას სადავოდ ვხდით […]მიგვაჩნია, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა. ავთანდილ ბილანიშვილის პოზიციაა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. შესაბამისად, ამ საკითხზე დავაში ვართ შესული”. – თქვა ბილანიშვილის ადვოკატმა TV პირველთან სატელეფონო საუბარში.


