შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინს კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო ტრამპმა მას მეობარი უწოდა.
„ვინ არის ის? ეს ჩემი მეგობარია“, – აღნიშნა ტრამპმა.
„ჩვენ შეხვედრასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი გვაქვს. წლებია, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და, ვფიქრობ, ამისგან ბევრი მშვენიერი რამ შეიძლება გამოვიდეს ან, სულ მცირე, დაიწყოს. მაგრამ მგონია, რომ გამოვა კიდეც. მოგვიანებით მეორე შეხვედრაც გვექნება, როგორც იცით. მაგრამ ამას ახლა გავმართავთ და შესანიშნავი იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე.
ამასთან ერთად, სამიტის ფარგლებში სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ერთობლივი შეხვედრაც არის დაგეგმილი. მანამდე ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს ცალ-ცალკე შეხვდება.


