კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმე გახსნილად 2015 წლის 2 თებერვალს გამოაცხადა და ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობისა და დოკუმენტების ფალსიფიკაციის ბრალდებით 11 პირი, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა დააკავა. 30 ოქტომბერს ის გამართლდა ფალსიფიკაციის ნაწილში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მუხლით და საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
2018 წელს კი ბუტა რობაქიძის საქმეზე ფირცხალავას 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.


