ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დამტკიცებულია ჰიპოთეზა, რომელსაც მათემატიკოსები 170 წელი ვერ ამტკცებდნენ

Anthropic-ის თანამშრომელი და მათემატიკოსი ლევენტ ალპიოგე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რიმანის ცნობილი ჰიპოთეზა დაამტკიცა. ეს პრობლემა მათემატიკოსებს თითქმის 170 წელია გადაუჭრელი ჰქონდათ. ალპიოგეს თქმით, მტკიცებულების მოსაძებნად Anthropic-ის ჩატბოტ Claude-ის სპეციალური, დახურული ვერსია გამოიყენა.

რიმანის ჰიპოთეზა მარტივ რიცხვებს ეხება — ისეთ რიცხვებს, რომლებიც მხოლოდ 1-ზე და საკუთარ თავზე იყოფა. მაგალითად, 2, 3, 5 და 7. მათემატიკოსებს აინტერესებთ, როგორ ნაწილდება ასეთი რიცხვები რიცხვით ღერძზე. გერმანელმა მათემატიკოსმა ბერნჰარდ რიმანმა ეს პრობლემა 1859 წელს ჩამოაყალიბა.

როგორ ამოწმებენ მტკიცებულებას

ალპიოგემ მტკიცებულება Lean-ის სახელით ცნობილ პროგრამირების ენაზე დაწერა. ეს ენა მათემატიკური მტკიცებულებების შესამოწმებლად გამოიყენება: პროგრამა ამოწმებს, სწორად არის თუ არა თითოეული ნაბიჯი ჩამოყალიბებული და ლოგიკურად მოსდევს თუ არა ის წინა ნაბიჯებს. ალპიოგეს მიერ წარმოდგენილი ტექსტი 250 000-ზე მეტ გვერდს მოიცავს.

შაბათს ორმა ორგანიზაციამ — Lean Focused Research Organization-მა და Mathlib Initiative-მა — განაცხადა, რომ მტკიცებულება დამოუკიდებლად შეამოწმეს. მათი თქმით, Lean-ის პროგრამამ ის შეცდომების გარეშე გადაამოწმა და მტკიცებულება სწორია.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მათემატიკოსმა ენდრიუ საზერლენდმაც განაცხადა, რომ მან შედეგი დამოუკიდებლად შეამოწმა. მისი თქმით, მტკიცებულება Lean-ის სისტემამ გადაამოწმა მხოლოდ რამდენიმე სტანდარტული მათემატიკური დაშვების გამოყენებით. საზერლენდი ამბობს, რომ მტკიცებულებაში რაიმე საეჭვოს აღმოჩენის ალბათობა თითქმის ნულია.

თუმცა შემოწმებისას მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, სწორად მუშაობს თუ არა პროგრამა. მათემატიკოსმა კევინ ბაზარდმა აღნიშნა, რომ ჯერ უნდა დადასტურდეს, Lean-ის კოდში ჩაწერილი თეორემა ნამდვილად რიმანის ჰიპოთეზას ემთხვევა. ასევე ამოწმებენ, ხომ არ იყენებს კოდი რაიმე ხრიკს ან პროგრამულ შეცდომას. მკვლევართა თქმით, მათ ეს საკითხებიც შეისწავლეს.

სხვა მათემატიკოსებიც ცდილობდნენ ამოხსნას

რიმანის ჰიპოთეზა „ათასწლეულის შვიდი ამოცანიდან“ ერთ-ერთია. კლეის მათემატიკის ინსტიტუტმა 2000 წელს თითოეული ამოცანის ამოხსნისთვის მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.

გაზეთ New York Times-ის ცნობით, პარასკევს იტალიელმა მათემატიკოსმა ალესანდრო მასულომ ამ ჰიპოთეზის არასრული მტკიცებულება გამოაქვეყნა. ის ამბობს, რომ ამ ნაშრომზე თითქმის 12 წელი მუშაობდა და ხელოვნური ინტელექტი არ გამოუყენებია, რადგან ასეთ სისტემას ბოლომდე არ ენდობოდა.

ალპიოგეს განცხადებასაც დამატებითი განხილვა სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ და მკვლევარმა Lean-ის კოდი შეამოწმა. მტკიცებულების სისწორის დადასტურება და იმის გარკვევა, ზუსტად რას ამტკიცებს ის, მათემატიკური განხილვის ნაწილია.

ხელოვნური ინტელექტის მიღწევებზე კამათი

ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს ბოლო დროს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათმა სისტემებმა რთული მათემატიკური ამოცანები ამოხსნა. სექტემბერში OpenAI-მ თქვა, რომ მისმა თანამშრომლებმა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით ნავიე-სტოქსის განტოლებების რთულ ნაწილზე იმუშავეს. ეს განტოლებები სითხეების მოძრაობას აღწერს. მოგვიანებით კომპანიამ კიდევ ასობით გადაუჭრელი მათემატიკური ამოცანის ამოხსნაში მიღწეული პროგრესის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

თუმცა ამ განცხადებებიდან ზოგი ჯერ დამოუკიდებლად სრულად არ შეუმოწმებიათ. ამის გამო მათემატიკოსთა ნაწილი აკრიტიკებს კომპანიებს: მათი აზრით, კომპანიები ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს აჭარბებენ და მნიშვნელოვანი მათემატიკური შედეგების შესახებ ნაადრევად აცხადებენ. მათემატიკოსი ჯეიმს რობინსონი ამბობს, რომ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები უზარმაზარ რესურსებს ხარჯავენ, რათა ახალი მოდელების შესაძლებლობებით იამაყონ.

პოპულარული

თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ – კალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე

კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული...

დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე – ზიანს მთლიანად ანაზღაურებს კომპანია – საბურთალოს რაიონის გამგებელი

GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც...

უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ რუსეთის ქალაქ აზოვში ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით...

ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ  დასრულებას ვცდილობთო – პუტინი

"ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ  დასრულებას ვცდილობთო "...

“აივანზე “ტენტების” მონტაჟისთვის ავანსად ₾24 000 გამოართვა და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა” – დააკავეს 1 პირი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი...

ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა,...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა

გამოქვეყნდა ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების...

ყველა ამბავი

ბენღაზიში გაჩერებულ რუსულ სამხედრო ხომალდზე აფეთქებები მოხდა. ლიბიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მას დრონებით დაესხნენ თავს

აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქალაქ ბენღაზის მახლობლად მდებარე პორტში რუსულ სამხედრო ხომალდზე აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, მიზეზი დრონებით თავდასხმა...

ირაკლი კირცხალია – საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ქართულმა ოცნებამ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ...

უელსის პრინცესამ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა

„კიბო ადამიანს ნამდვილად ცვლის“, — უელსის პრინცესა კეტრინი თავის ავადმყოფობასთან ბრძოლის გამოცდილებაზე BBC-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს. ფილმს „Heal“...

რუსეთი კმაყოფილია–რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ...

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ფიშინგის ახალი კამპანია წამოიწყეს. ამის შესახებ შაბათს, 21 ნოემბერს, გაზეთმა Le Monde-მ გაავრცელა...

დანია ევროკავშირს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას სთავაზობს

დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის დამატებითი შეზღუდვები დააწესონ. კოპენჰაგენი წინადადებებს ბრიუსელში 23 ნოემბერს წარადგენს. დანია...

ტატიანა კიმმა ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ Wildberries-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ევროკავშირმა ის სანქციების სიაში შეიყვანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიმი...

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2027 წლის დასაწყისამდე...

ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა.აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მეხუთე სართულიდან...

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ეს უნდა გაიგოს.ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან...

CNN: SpaceX შეიძლება მილიარდობით დოლარის ზარალის წინაშე აღმოჩნდეს Starshield-ის შეზღუდვების გამო, რომლებიც უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში უშლიდა ხელს

აშშ-ის კონგრესში დემოკრატები SpaceX-ის პროექტების დაფინანსების შეზღუდვით იმუქრებიან, თუ არ გაირკვევა, ვინ და რატომ ზღუდავდა სამხედრო სატელიტური სისტემის Starshield-ის...

თაია ჩამონგრეული სამი სართულის ბეტონის ქვეშ, სავარძელსა და კედელს შორის იყო მოყოლილი – მაშველი

თაია იმყოფებოდა შენობის პირველ სართულზე, სამი სართულის შენობა - ნაგებობა ჩამოშლილი იყო და თაია ქვეშ იყო მოყოლილი, იყო ხის...