უელსის პრინცესამ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა

„კიბო ადამიანს ნამდვილად ცვლის“, — უელსის პრინცესა კეტრინი თავის ავადმყოფობასთან ბრძოლის გამოცდილებაზე BBC-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს. ფილმს „Heal“ („განკურნება“) ჰქვია.

„ის სხეულს ცვლის, ფიზიკურად გცვლის, მაგრამ კიბოს დიაგნოზის მიღებას ბევრად უფრო ღრმა გავლენა აქვს — ის შინაგანადაც ძალიან, ძალიან გცვლის“, — ამბობს კეტრინი დოკუმენტური ფილმის პირველ კადრებში. ფილმში ის საკუთარ ავადმყოფობასა და გამოჯანმრთელებაზე ფიქრებს გვიზიარებს.

ამ ძალიან პირად ფილმში კეტრინი კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე საუბრობს და ამბობს: „გამოჯანმრთელება გზაა, რომელიც უნდა გაიარო“.

ფილმში ახალი კადრებიცაა: ამ წლის დასაწყისში კეტრინი „სამი მწვერვალის გამოწვევის“ (Three Peaks Challenge) მარშრუტს გადის. მონაწილეებმა ერთ დღეში ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის უმაღლეს მწვერვალებზე უნდა ასვლა მოასწრონ.

„ცხადია, ცხოვრებისეული სირთულეები მარტო არ უნდა გამოვიაროთ“, — ამბობს კეტრინი კადრს მიღმა. ეკრანზე კი კიბოთი დაავადებული სხვა პაციენტებისა და პრინცესას ოჯახის წევრებთან, მათ შორის მეუღლესთან, პრინც უილიამთან, ჩახუტების კადრები ჩნდება.

„ხშირად სწორედ ტკივილის გავლით ვხვდებით, რომ მის მიღმა რაღაც მშვენიერი იმალება“, — ამბობს ის და კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებით გამოწვეულ ცვლილებებზე ფიქრობს.

კეტრინს არასდროს გაუმხელია, კიბოს რომელი სახეობა ჰქონდა. თუმცა 2024 წლის მარტში განაცხადა, რომ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიოთერაპიას იტარებდა. 2025 წლის იანვარში მან თქვა, რომ რემისიაში იყო, ხოლო მომდევნო თვეებში სამეფო მოვალეობების შესრულებას თანდათან დაუბრუნდა.

კეტრინი ხშირად საუბრობდა იმაზე, თუ როგორ შეეცვალა ავადმყოფობის შემდეგ ცხოვრების აღქმა. ის ასევე აღნიშნავდა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვას უფრო ჰოლისტიკური მიდგომა სჭირდება და ის მხოლოდ ფიზიკურ გამოჯანმრთელებაზე არ უნდა შემოიფარგლოს.

პრინცესა მკურნალობის შემდეგ დამდგარ კარგ და ცუდ დღეებზე ჰყვებოდა. მას სურდა გაეფანტა წარმოდგენა, თითქოს პაციენტებს ავადმყოფობამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნება მაშინვე შეუძლიათ.

როგორც ჩანს, ეს დოკუმენტური ფილმი მისი გამოჯანმრთელების გზის ყველაზე სრულ და პირად ამბავს მოგვიყვება. პრინცესა საკუთარ ფიქრებზეც ისაუბრებს: რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ასეთმა ავადმყოფობამ ადამიანზე და როგორ იპოვა მან გამოჯანმრთელებისკენ მიმავალი გზა.

მას შემდეგ კეტრინი თავის საქველმოქმედო ორგანიზაციებში მუშაობას დაუბრუნდა. ამ კვირის დასაწყისში კი პრინც უილიამთან ერთად ინდოეთში გაემგზავრა Earthshot Prize-ის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად. ეს იყო მათი პირველი ერთობლივი ოფიციალური საზღვარგარეთული ვიზიტი პრინცესას კიბოს მკურნალობის შემდეგ.

კეტრინი ლონდონის „როიალ მარსდენის“ საავადმყოფოში მკურნალობდა. დოკუმენტური ფილმის სხვა ქვეყნებში ჩვენებიდან მიღებული თანხა საავადმყოფოს საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხება.

როცა კიბოთი დაავადებული პაციენტები ლონდონის ამ საავადმყოფოში მკურნალობას ამთავრებენ, მათ სიმბოლურად ზარის დარეკვა შეუძლიათ.

„ზარი არ დამირეკავს“, — ეუბნება კეტრინი ძმას, ჯეიმს მიდლტონს.

„იქნებ ეს არის შენი ზარის დარეკვა“, — პასუხობს ის და მთის მარშრუტს და მთლიანად დოკუმენტურ ფილმს გულისხმობს.

პოპულარული

ექიმის თქმით, ფონიჭალაში დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში...

“ოცნების” წარმომადგენლებს სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე – კოსი

"ოცნების" წარმომადგენლებს სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ...

უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ რუსეთის ქალაქ აზოვში ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით...

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება...

ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში – კობახიძე მშენებლობებზე

მშენებლობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი. ამასთან დაკავშირებით...

ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ  დასრულებას ვცდილობთო – პუტინი

"ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ  დასრულებას ვცდილობთო "...

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის თქმით,...

ყველა ამბავი

ირაკლი კირცხალია – საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ქართულმა ოცნებამ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ...

რუსეთი კმაყოფილია–რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ...

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ფიშინგის ახალი კამპანია წამოიწყეს. ამის შესახებ შაბათს, 21 ნოემბერს, გაზეთმა Le Monde-მ გაავრცელა...

დანია ევროკავშირს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას სთავაზობს

დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის დამატებითი შეზღუდვები დააწესონ. კოპენჰაგენი წინადადებებს ბრიუსელში 23 ნოემბერს წარადგენს. დანია...

ტატიანა კიმმა ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ Wildberries-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ევროკავშირმა ის სანქციების სიაში შეიყვანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიმი...

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2027 წლის დასაწყისამდე...

ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა.აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მეხუთე სართულიდან...

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ეს უნდა გაიგოს.ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან...

CNN: SpaceX შეიძლება მილიარდობით დოლარის ზარალის წინაშე აღმოჩნდეს Starshield-ის შეზღუდვების გამო, რომლებიც უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში უშლიდა ხელს

აშშ-ის კონგრესში დემოკრატები SpaceX-ის პროექტების დაფინანსების შეზღუდვით იმუქრებიან, თუ არ გაირკვევა, ვინ და რატომ ზღუდავდა სამხედრო სატელიტური სისტემის Starshield-ის...

თაია ჩამონგრეული სამი სართულის ბეტონის ქვეშ, სავარძელსა და კედელს შორის იყო მოყოლილი – მაშველი

თაია იმყოფებოდა შენობის პირველ სართულზე, სამი სართულის შენობა - ნაგებობა ჩამოშლილი იყო და თაია ქვეშ იყო მოყოლილი, იყო ხის...

28 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს – ივანიშვილები ფონიჭალაში აფეთქებაზე

"28 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს" - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილს ავრცელებენ."ღრმა მწუხარებას...

რუსული რაკეტების აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა Patriot-ის სარაკეტო კომპლექსები საბრძოლო მზად ყოფნაში მოიყვანა

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ რუსული რაკეტების აფეთქების შემდეგ პოლონეთმა Patriot-ის სარაკეტო კომპლექსები საბრძოლო მზადყოფნაში...