ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის თქმით, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია. 3 წლის გოგონა უფრო ადრე დატოვებს კლინიკას, ვიდრე 11 წლის ბიჭი.
„ 2 ბავშვი გადის ჩვენთან მკურნალობას. 11 წლის ბიჭი ინტენსიურ თერაპიაში და მეორე, 3 წლის გოგონა პედიატრიულ განყოფილებაში. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დამაკმაყოფილებელია მათი საერთო მდგომარეობა. გოგონა, სავარაუდოდ, უფრო მალე დატოვებს კლინიკას, ვიდრე ბიჭი“, – აღნიშნავენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში.
გუშინ დილით, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი – დაშავდა.


