“ერთ-ერთი დაღუპული ყვიროდა მიშველეთო. ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ, დედამ იყვირა გადახტითო ” – ქვემო ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას ადგილობრივი ჟურნალისტებთან იხსენებს.
„პირველ სართულზე ლალი [ერთ-ერთი დაღუპული] ყვიროდა მიშველეთო. გვერდზე ვცხოვრობ გამოვვარდი, ჩემი მეუღლეც მივიდა, მერე მაშველებმა გამოიყვანეს. მიშველეთო ყვიროდა და დაიწყო ნგრევა შიგნიდან. ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ, დედამ იყვირა გადახტითო. მეორე სართული არ იყო კონტაქტური, ვერავინ ვერ უკავშირდებოდა, ალბათ ეგრევე დაიღუპა. ვიღაც კაცის ხმა ისმოდა, ალბათ ჯაბასი [ერთ-ერთი დაღუპული], მიშველეთო. მაშველებიც რომ შევიდნენ დაიწყო ნგრევა” – ამბობს ადგილობრივი ჟურნალისტებთან.
ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო 19 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიება გვიან ღამით დასრულდა. 7 ადგილობრივიდან, რომლებსაც მაშველები ნანგრევებში 13 საათზე მეტ ხანს ეძებდნენ, მხოლოდ 3 წლის თაია ფხალაძე გადარჩა – ის მაშველებმა 8 საათიანი ძებნის შემდეგ უვნებელი იპოვეს. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო ჭელიძე და მისი 7 წლის ქალიშვილი ნუცა ფხალაძე; ვერიკო ვანიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი არიანა; 54 წლის ლალი შიშმანაშვილი და ჯაბა საყევარაშვილი.


