საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილს შორის 19 ნოემბერს, მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებს, ქართულ მხარეს მსგავსი ინიციატივით არ მოუმართავს“ – აღნიშნა ზახაროვამ.


