პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ რუსული რაკეტების აფეთქების შემდეგ პოლონეთმა Patriot-ის სარაკეტო კომპლექსები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
“სვიდნიკის მახლობლად განლაგებული Patriot-ის სისტემები ჟეშუვში, იასიონკას აეროპორტის გარშემო და ლუბლინის ოლქში ჩაირთო. ანალოგიურად გააქტიურდა სახმელეთო სისტემები POPRAD და Pilica Plus. ოპერაციაში ასევე მონაწილეობენ ვერტმფრენები, რომლებიც ჰაერში მოქმედებას აგრძელებენ“ – განაცხადა მინისტრმა
დღეს პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ნამსხვრევები და რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ერთი რაკეტა ლუბლინის სავოევოდოს დასახლებულ პუნქტ ნოვი-ლიპოვეცში ჩამოვარდა, კიდევ ერთი – პოდკარპატიეს სავოევოდოში, რუდნიკ-ნად-სანომში, ხოლო რეაქტიული დრონი, სავარაუდოდ, რუდნიკ-ნად-სანომში აღმოაჩინეს.


