პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ფიშინგის ახალი კამპანია წამოიწყეს. ამის შესახებ შაბათს, 21 ნოემბერს, გაზეთმა Le Monde-მ გაავრცელა ინფორმაცია. მანამდე ამის შესახებ გამომძიებელმა ჟურნალისტმა ქრისტო გროზევმაც დაწერა. თავდასხმის სამიზნე გახდა თავად გროზევის Signal-ის ანგარიში, გერმანელი ჟურნალისტისა და „პანამის დოკუმენტების“ ერთ-ერთი ავტორის, ბასტიან ობერმაიერის (Bastian Obermayer), ანგარიშიც, ასევე „Le Monde“-ის სამი თანამშრომელი და ფრანგი დეპუტატი ერიკ ბოტორელი.

გროზევის თქმით, მის შემთხვევაში Signal-ში ფიშინგური შეტყობინება ერთ-ერთი კონტაქტის სახელით მოვიდა. ეს იყო გერმანელი ჟურნალისტი, რომელთანაც გროზევს რამდენიმე წელი არ უსაუბრია. გროზევის განმარტებით, თავდამსხმელებმა მისი კონტაქტებიდან ისეთი ადამიანი შეარჩიეს, იმდენად შორეული ნაცნობი, რომ სარწმუნოდ გამოჩენილიყო, თითქოს მას Signal-ში ახალი ნომერი ჰქონდა.

„Le Monde“-ის ჟურნალისტებმა უკრაინის ომზე ვიდეოკონფერენციაზე მოსაწვევები მიიღეს

„Le Monde“-ის ჟურნალისტებმა Signal-ში უკრაინის ომზე ვიდეოკონფერენციის მოსაწვევები მიიღეს. შეტყობინებები, სავარაუდოდ, მათთვის ნაცნობი ევროპელი ჟურნალისტისგან იყო გამოგზავნილი. დეპუტატ ბოტორელს კი ნაცნობის გატეხილი Signal-ანგარიშიდან Telegram-ის ჯგუფში გაწევრიანება შესთავაზეს.

„Le Monde“-ის წყაროებმა, რომლებიც ევროპის უსაფრთხოების სამსახურებში მუშაობენ, თავდასხმები ჰაკერულ ჯგუფ UNC5792-ს მიაწერეს. ეს ჯგუფი ასევე ცნობილია სახელებით Frontier Blizzard და Sentry Bear. ქრისტო გროზევმა დაწერა, რომ საქმე ეხებოდა „ჩვენი მეგობრების — Fancy/Cozy/GummyBear-ის — ფიშინგის ახალ კამპანიას“.

მანამდე ტელეკომპანიებმა CNN-მა და NBC News-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა შესაძლოა გატეხეს დანაშაულებრივი ინფორმაციის ეროვნული ცენტრი (NCIC) — აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ცენტრალური მონაცემთა ბაზა. მისი საშუალებით ფედერალური, რეგიონული და ადგილობრივი უწყებები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას დაკავების ორდერების, ნასამართლობისა და ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმების შესახებ.

პოპულარული

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება -  დღეს რუსეთის პატრიარქ...

ნაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად – დაკავებულია 1 პირი

შსს-ს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის...

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა...

ტატიანა კიმმა ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ Wildberries-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა,...

ექიმის თქმით, ფონიჭალაში დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში...

ქართულ მხარეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს – ზახაროვა

საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს-  ამის...

ნია იმნაძეს სწორედ ოჯახმა, ახლობლებმა დაუშავეს, მისგან გამოცდილი მანიპულატორი ჩამოაყალიბეს – ეკა კუპატაძე

"ოჯახის წევრები არიან ტიპური მანიპულატორები, დარწმუნებული ვარ, რომ ნია...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც...

ყველა ამბავი

დანია ევროკავშირს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას სთავაზობს

დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის დამატებითი შეზღუდვები დააწესონ. კოპენჰაგენი წინადადებებს ბრიუსელში 23 ნოემბერს წარადგენს. დანია...

ტატიანა კიმმა ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ Wildberries-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ევროკავშირმა ის სანქციების სიაში შეიყვანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიმი...

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2027 წლის დასაწყისამდე...

ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა.აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მეხუთე სართულიდან...

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ეს უნდა გაიგოს.ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან...

CNN: SpaceX შეიძლება მილიარდობით დოლარის ზარალის წინაშე აღმოჩნდეს Starshield-ის შეზღუდვების გამო, რომლებიც უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში უშლიდა ხელს

აშშ-ის კონგრესში დემოკრატები SpaceX-ის პროექტების დაფინანსების შეზღუდვით იმუქრებიან, თუ არ გაირკვევა, ვინ და რატომ ზღუდავდა სამხედრო სატელიტური სისტემის Starshield-ის...

თაია ჩამონგრეული სამი სართულის ბეტონის ქვეშ, სავარძელსა და კედელს შორის იყო მოყოლილი – მაშველი

თაია იმყოფებოდა შენობის პირველ სართულზე, სამი სართულის შენობა - ნაგებობა ჩამოშლილი იყო და თაია ქვეშ იყო მოყოლილი, იყო ხის...

28 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს – ივანიშვილები ფონიჭალაში აფეთქებაზე

"28 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს" - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილს ავრცელებენ."ღრმა მწუხარებას...

რუსული რაკეტების აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა Patriot-ის სარაკეტო კომპლექსები საბრძოლო მზად ყოფნაში მოიყვანა

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ რუსული რაკეტების აფეთქების შემდეგ პოლონეთმა Patriot-ის სარაკეტო კომპლექსები საბრძოლო მზადყოფნაში...

მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ. დიდია ჩვენი მწუხარება – შიო III

"მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა. დიდია ჩვენი მწუხარება! "...

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის თქმით, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული  ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია....

ქართულ მხარეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს – ზახაროვა

საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს-  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო...