ტატიანა კიმმა ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ Wildberries-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ევროკავშირმა ის სანქციების სიაში შეიყვანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიმი ჯგუფის სტრატეგიულ განვითარებაზე მუშაობას გააგრძელებს.

ტატიანა კიმმა რუსეთის უმსხვილესი ონლაინსავაჭრო პლატფორმის, Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ შაბათს, 21 ნოემბერს, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია.

იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის (ЕГРЮЛ) მონაცემებით, 19 ნოემბრიდან აღნიშნულ თანამდებობას კომპანიის ერთ-ერთი მაღალი რანგის მენეჯერი ალექსეი კულიკოვი იკავებს.

ამასთან, Wildberries-ის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კიმი Wildberries-ისა და Russ-ის გაერთიანებული ჯგუფის (RWB) სტრატეგიულ განვითარებაზე მუშაობას გააგრძელებს. კომპანიის განმარტებით, გენერალური დირექტორის შეცვლა მის ყოველდღიურ საქმიანობაზე გავლენას არ მოახდენს.

ტატიანა კიმი ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანეს

ონლაინსავაჭრო პლატფორმის ხელმძღვანელობაში ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ევროკავშირმა 16 ნოემბერს ტატიანა კიმი სანქციების სიაში შეიყვანა.

ევროკავშირის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ Wildberries რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელია და ამავდროულად, „რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგების ქსელის ფუნქციას ასრულებს, რაც ხელს უწყობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის გაყიდვას“.

უკრაინის ხელისუფლებასაც არაერთხელ განუცხადებია, რომ კომპანიის საწყობები ორმაგი დანიშნულების კომპონენტების მიწოდებისა და შენახვისთვის გამოიყენება.

2026 წლის ივლისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები Wildberries-ის ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებენ.

აგვისტოში რუსული Forbes-ი იუწყებოდა, რომ ტატიანა კიმის, რომელიც რუსეთის უმდიდრეს ქალად მიიჩნევა, ქონება ერთი წლის განმავლობაში 2,1 მილიარდი დოლარით შემცირდა და დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

პოპულარული

თაია ჩამონგრეული სამი სართულის ბეტონის ქვეშ, სავარძელსა და კედელს შორის იყო მოყოლილი – მაშველი

თაია იმყოფებოდა შენობის პირველ სართულზე, სამი სართულის შენობა -...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა...

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება...

ანა ყურაშვილი „ოლე ოლას“ სიმღერისთვის 3 ათასი ლარით დაჯარიმდა – ვიდეომტკიცებულებები ძირითადად უხმოა

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, ანა ყურაშვილი,  საქალაქო...

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა,...

ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ  დასრულებას ვცდილობთო – პუტინი

"ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ  დასრულებას ვცდილობთო "...

პარლამენტს არ მივიჩნევ ლეგიტიმურად, მაგრამ მის მიერ მიღებულ კანონებს, დიახ, ვასრულებ! – გვარამია

ეს პრეზიდენტი, ჩემთვის, როგორც ამ პარლამენტის მიერ ნომინირებული და...

ყველა ამბავი

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2027 წლის დასაწყისამდე...

ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა.აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მეხუთე სართულიდან...

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ეს უნდა გაიგოს.ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან...

CNN: SpaceX შეიძლება მილიარდობით დოლარის ზარალის წინაშე აღმოჩნდეს Starshield-ის შეზღუდვების გამო, რომლებიც უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში უშლიდა ხელს

აშშ-ის კონგრესში დემოკრატები SpaceX-ის პროექტების დაფინანსების შეზღუდვით იმუქრებიან, თუ არ გაირკვევა, ვინ და რატომ ზღუდავდა სამხედრო სატელიტური სისტემის Starshield-ის...

თაია ჩამონგრეული სამი სართულის ბეტონის ქვეშ, სავარძელსა და კედელს შორის იყო მოყოლილი – მაშველი

თაია იმყოფებოდა შენობის პირველ სართულზე, სამი სართულის შენობა - ნაგებობა ჩამოშლილი იყო და თაია ქვეშ იყო მოყოლილი, იყო ხის...

28 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს – ივანიშვილები ფონიჭალაში აფეთქებაზე

"28 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს" - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილს ავრცელებენ."ღრმა მწუხარებას...

რუსული რაკეტების აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა Patriot-ის სარაკეტო კომპლექსები საბრძოლო მზად ყოფნაში მოიყვანა

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ რუსული რაკეტების აფეთქების შემდეგ პოლონეთმა Patriot-ის სარაკეტო კომპლექსები საბრძოლო მზადყოფნაში...

მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ. დიდია ჩვენი მწუხარება – შიო III

"მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა. დიდია ჩვენი მწუხარება! "...

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის თქმით, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული  ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია....

ქართულ მხარეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს – ზახაროვა

საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს-  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო...

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბრის დღის ბოლოდან 22 ნოემბრის დღის მეორე...

ბინაში გაზის მოხმრება ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა, რამდენიმე წლის წინ დამონტაჟებული გაზის დანადგარების შემოწმებისას დარღვევა არ გამოვლენილა – ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაზე

ენერგოომბუდსმენმა ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმის შესწავლა დაიწყო და განცხადებას ავრცელებს. ენერგოომბუდსმენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბინაში, სადაც 19 ნოემბერს...