თაია იმყოფებოდა შენობის პირველ სართულზე, სამი სართულის შენობა – ნაგებობა ჩამოშლილი იყო და თაია ქვეშ იყო მოყოლილი, იყო ხის მასალა და ბეტონის ფრაგმენტები და თაია სავარძელსა და კედელს შორის იყო მოყოლილი , – ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” მაშველმა ბექა დაუდაშვილმა განაცხადა.
„როდესაც აღმოვაჩინეთ მარტო ფეხს ამოძრავებდა, გამოყვანის დროს ფეხის მოძრაობაც შეწყვიტა, როდესაც გავდიოდით კონტაქტზე, ის საუბარს ვერ ახერხებდა.
ამ დროს თუ სწორად სწორად არ შესრულდა ღონისძიება, შეიძლება, ჩვენ გამოგვეწვია თაიას დაზიანება. ამ დროს დიდი მტვერია, აღნიშნული ღონისძიება შესასრულებლად რთულია. სანამ უშუალოდ შიგნით არ შევაღწიეთ, ბავშვი და პირსახე არ გამოვუჩინეთ, ბავშვი კონტაქტზე არ გამოდიოდა. პირი დაფარული ჰქონდა, გადაკრული ჰქონდა „ცელოფანი“ და მარტო ცხვირით ახერხებდა სუნთქვას. როდესაც სასუნთქი გზები გავუთავისუფლეთ, თაიამ, მაშინ წამოიტირა. დავამშვიდეთ და გავედით კონტაქტზე და გამოყვანამდე კონტაქტზე გვყავდა. თმის სამაგრი ეჭირა ხელში, გამოყვანის დროის ვამხნევებდით, მშვიდად იყო და დიდი ადამიანივით იქცეოდა, როცა ხელები და ფეხები გავუთავისუფლეთ, რასაც ვეუბნებოდით ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებდა, ჩვენც გაკვირვებულები ვიყავით, მაგ დროს დიდ ადამიანებსაც უჭირთ კომუნიკაცია.
თიას გამოყვანა იქ მომუშავე ბიჭებისთვის იყო დიდი იმედის მომცემი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველთვის არის შანსი, სანამ ღონისძიება არ დასრულდება, თაიას გამოყვანა შესასრულებლად ძალიან რთული პროცესი იყო და ამიტომ მოხდა ყველაფრის სიზუსტით შესრულება.
[…]
ღონისძიებას ართულებდა ნგრევის სიმძიმე, შენობა, რომელიც იყო დანგრეული, ძალიან რთული ნგრევის ტიპი იყო, ჩამოშლილი იყო 5 – სართულიანი შენობის სრული ფლიგელი ორ მხარეს, როდესაც მეხანძრე – მაშველები შევდიოდით შენობა იძლეოდა ბიძგებს და ძალიან სიფრთხილით სამუშაო იყო. როდესაც ნგრევაზე მივდივართ, ძებნას თავისი ეტაპები აქვს, ვსწავლობთ თუ რა ტიპის ნგრევაა, შემდეგ ვიწყებთ დაზვერვით სამუშაოებს, ეს ეტაპებად გადადის, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ხდება მსგავსი ტიპის მასშტაბის ტრაგედია ორმაგად მძიმეა და შესასრულებლადაც რთულია, როცა მცირეწლოვან ბავშვებს ეძება საქმე, ეს უფრო ართულებს სიტუაციას, რა თქმა უნდა ყველანაირი ადამიანური დანაკარგი ძალიან ცუდია, მაგრამ ბავშვები როდესაც არიან ძალიან დიდი სიფრთხილით და ყურადღებით ვეკიდებით საკითხს“ – აცხადებს ბექა დაუდაშვილმა.


