ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოცვენილი ნივთები ეზოში მდგარ ავტომობილებს დაეცა.
ხელის არეში დაზიანება მიიღო ერთმა ქალმა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოგვიანებით აფეთქების ადგილზე მივიდა ქუთაისის მერი, დავით ერემეიშვილი.
მერის ცნობით, ამ კორპუსიდან 15 ოჯახის დროებით საცხოვრებლებში გადაყვანა იგეგმება. კორპუსს ექსპერტიზა ჩაუტარდება და მოხდება კორპუსის მდგრადობის შესწავლა.


