სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
“დადგინდა, რომ მოქალაქემ აივანზე ე.წ. ტენტების შეცვლისა და მონტაჟის სერვისის მისაღებად ერთ-ერთ კომპანიას მიმართა. ბრალდებულმა, რომელიც აღნიშნული კომპანიის ფაქტობრივი მფლობელი იყო, მოქალაქე დაარწმუნა, რომ შეთანხმებულ სამუშაოებს შეასრულებდა, რის საფუძველზეც მოქალაქემ ავანსის სახით კომპანიის საბანკო ანგარიშზე 24 000 ლარი ჩარიცხა.შეთანხმების მიუხედავად, ბრალდებულმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მიღებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა” – აცხადებს შსს.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


