ბიუჯეტიდან დაკარგული მილიონები: TI-ს დასკვნა ქობულეთის ბაღების მშენებლობაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა ხალას, გვარასა და ქვედა კვირიკეს საბავშვო ბაღების ტენდერები, სადაც ხელშეკრულებებში ჯამში 43 ცვლილება შევიდა და სამივეგან ერთი და იგივე სქემა გამოიკვეთა: თავდაპირველად გამარჯვებული კომპანია იღებს სოლიდურ ავანსს, საქმეს შუა გზაში ტოვებს, მერია კი ახალ, გაძვირებულ ტენდერს აცხადებს, რომელსაც უკონკურენტოდ იგებენ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ფირმები:

სოფელი გვარა (3 წლით დაგვიანებული და 1,008,814 ლარით გაძვირებული): თავდაპირველად შპს „ბილდ მენეჯმენტმა“ 149,487 ლარი მიიღო და მშენებლობა ვერ დაასრულა. ამის შემდეგ მერიამ ღირებულება 2,065,000 ლარამდე გაზარდა, ტენდერში კი უკონკურენტოდ და ფასდაკლების გარეშე გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ დეპუტატისა და მსხვილი შემწირველის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზამ“ (რომელსაც დღეს მისი ქალიშვილები ფლობენ). მოგვიანებით მერიამ კომპანიას ვადებიც გადაუწია და თანხაც კიდევ 203,310 ლარით გაუზარდა.

სოფელი ქვედა კვირიკე (4 წლით დაგვიანებული და 887,287 ლარით გაძვირებული): აქაც „ბილდ მენეჯმენტმა“ 271,458 ლარი მიიღო და სამუშაო შეწყვიტა. ხუთი ჩაშლილი მცდელობის შემდეგ, მეექვსე ტენდერში (1,949,889 ლარი) უკონკურენტოდ გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ შემწირველმა შპს „მშენებელმა“. კონტრაქტი 16 ჯერ შეიცვალა, 187,179 ლარით გაძვირდა, კომპანიას კი ავანსად 603,500 ლარი გადაერიცხა. 2022 წელს ჩასაბარებელი ბაღის დასრულება 2026 წლის 28 ნოემბრისთვის გადაიდო.

სოფელი ხალა (თითქმის 4 წლით დაგვიანებული და 221,422 ლარით გაძვირებული): ამხანაგობა „ნიკამ“ ხელშეკრულების ღირებულების 85% (1,160,566 ლარი) წინასწარ მიიღო, კონტრაქტში 17 ცვლილების შეტანის მიუხედავად საქმე ბოლომდე არ მიიყვანა, მერიას კი დარჩენილი სამუშაოებისთვის დამატებით 418,401 ლარის ხელშეკრულების გაფორმება მოუწია შპს „ბზასთან“ კონკურენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ.

„უხარისხო დაგეგმვით, კონტროლის მოშლითა და ფავორიტ კომპანიებზე გაცემული გაძვირებული ტენდერებით ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ბავშვებს წლობით წაართვა საბავშვო ბაღები, ბიუჯეტს კი ასობით ათასი ლარი დააკარგვინა“- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პოპულარული

საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე  გააძევეს....

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ფიშინგის ახალი კამპანია...

BBC:ათასობით დაღუპული „მეტყევის ქოხისთვის“: რამდენი ადამიანი დაკარგა რუსეთმა უკრაინის პატარა სოფლებისთვის ბრძოლებში

BBC-ის რუსული სამსახური აქვეყნებს ვრცელ სტატიას უკრაინასთან ომში რუსეთის...

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და...

დანია ევროკავშირს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას სთავაზობს

დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის...

ქუთაისიდან ბერლინში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი თბილისში დაეშვა

დღეს დილით Wizz Air-ის  ქუთაისიდან–ბერლინის რეისის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე...

ელჭექი, თოვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, 4-5 ბალიანი შტორმი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში...

რუსეთის ნოვოშახტინსკის ქარხანაში ხანძარი სატელიტიდან ჩანს – უკრაინა

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს....

ყველა ამბავი

“ბანკის თანამშრომელმა ორგანიზაციის 800 000 ლარი მიითვისა” – დააკავეს 1 პირი

თბილისის პოლიციამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომერციული...

რუსთავში 398 წვრილფეხა რქოსანის მითვისებისთვის მწყემსი დააკავეს – ზარალმა ჯამში 181 400 ლარი შეადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის...

ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების მოწოდებები–ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართა

ევროპარლამენტში დებატები გაიმართა საქართველოს საკთხზე. ევროდეპუტატებმა რეზოლუცის პროექტი განხლეს, რომელიც პაატა ბურჭულაძეს და სხვა ქართველ პოლიტპატიმრებს ეხება. ევროპარლამენტარებმა ქართული...

არ არსებობს არანაირი მიზეზი, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი 28 ნოემბერს აქციაზე  – ზურაბიშვილი

28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი, არანაირი გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე და რატომ არ უნდა აკეთებდეს...

პოლიციის მე-5 განყოფილებაში, “მაკაჩავეს”კინაღამ მცემეს, დამაკავეს. მაგიდაზე განყოფილების უფროსს იარაღი ედო – ადვოკატი

"თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში "მაკაჩავეს" მითხრეს რომ ფეხებზე ჰკიდიათ ჩემი ადვოკატობა, კინაღამ მცემეს, დამაკავეს. მაგიდაზე განყოფილების უფროსს იარაღი...

თბილისის ნაძვის ხის დეკორაციების შესაძენად  343 026 ლარის შესყიდვა გამოცხადდა

საახალწლოდ თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის მორთვისთვის საჭირო ახალი ფიგურებისა და ნაძვის ხის ძირის კონსტრუქციის შესყიდვას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გამარტივებული...

ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ [ციხეში]? – ვატო ყიფიანი

ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ ? -ასე მიმართა ბრალდებულმა ვატო ყიფიანმა პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილს საქალაქო სასამართლოში, სადაც...

რუსეთი ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც – მერცი

რუსეთი ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას...

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია გარდაიცვალა. 24 ნოემბერს, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის,...

მამაკაცი, რომელმაც ფონიჭალაში აფეთქებისას სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის ილია ისაევი, რომელმაც სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო, კლინიკაში გარდაიცვალა.კაცმა...

ტრამპის გეგმის ჩავარდნის შემთხვევაში კიევი დახმარებისთვის აშშ-ის კონგრესს მიმართავს

უკრაინა აშშ-ისგან სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვს, თუ წლის ბოლომდე კიევისთვის მისაღები სამშვიდობო შეთანხმება...

აშშ-ის სასამართლომ Huawei სამრეწველო ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო

ბრუკლინის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ Huawei ბრალდების 12 პუნქტიდან 10-ში დამნაშავედ ცნო, მათ შორის კომერციული საიდუმლოების მოპარვის მიზნით შეთქმულებაში. კომპანია...