UEFA ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია – UEFA 26 ნოემბერს ბათუმში, „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართულ მატჩზე მომხდარ ინციდენტს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. ასოციაციის განმარტებით, მედიაში გავრცელებული ვერსიების საპირისპიროდ, სტადიონზე ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული პოლიცია ტრიბუნაზე თავად თურქული კლუბის გულშემატკივრებს შორის დაწყებული დაპირისპირების აღსაკვეთად შევიდა.

ამასთან, UEFA აღნიშნავს, რომ მატჩის სტამბოლიდან ბათუმში გადატანის გადაწყვეტილება თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ თურქეთის ხელისუფლების რეკომენდაციით მიიღო, ხოლო უშუალოდ სტადიონზე უსაფრთხოებასა და ჩარევებზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს შესაბამის უწყებებს ეკისრებოდათ.

„ის ფაქტი, რომ UEFA-ს ევროპა ლიგის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის სტამბოლში, „ბეშიქთაშის“ საშინაო სტადიონზე აღარ გაიმართებოდა, UEFA-ს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აცნობა – თურქეთის შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციებისა და მითითებების საფუძველზე. იმავე შეტყობინებაში დაზუსტებული იყო, რომ ახალ, შეთანხმებულ ადგილად საქართველოში, ბათუმის სტადიონი შეირჩა.

UEFA არ წარმოადგენდა მატჩის ორგანიზატორს და, შესაბამისად, არ იყო პასუხისმგებელი სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე და არც მათზე კონტროლს ახორციელებდა. სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა გადაწყდა და შესრულდა კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი უფლებამოსილებისა და იურისდიქციის ფარგლებში.

ზოგიერთ მედიასაშუალებაში ამჟამად გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, UEFA-ს ხელთ არსებული მონაცემებით, ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის – რამაც მატჩის დროებითი შეჩერება გამოიწვია – მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ ქომაგთა სექტორში თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული დაპირისპირების გასანეიტრალებლად ჩაერია“, – აცხადებს UEFA.

პოპულარული

2 წლიანი პატიმრობის შემდეგ ანატოლი გიგაურმა ციხე დატოვა

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, „ნაციონალური მოძრაობის“...

შს მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა – მან თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცალა

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა....

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება...

დაპირისპირება ბათუმის მატჩზე, მინისტრების სატელეფონო ზარები და ანკარის რეაქცია

ბათუმში გამართული ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე  გააძევეს....

ბედნიერები ვართ, ეკლესიასთან ერთიანობით შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე – კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა,...

ტატიანა კიმმა ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ Wildberries-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა,...

ყველა ამბავი

ვთქვათ დაგვასანქცირეს – რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით”? – კალაძე

ვთქვათ დაგვასანქცირეთ - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით"? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“...

არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა – კალაძე ბათუმზე

ევროპის ჩემპიონატების დროს არაერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანო. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - ამბობს "ქართული ოცნების " მერი კახა...

რას წერს თურქული მედია ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე

ბათუმში გამართულ საფეხბურთო მატჩზე განვითარებულ მოვლენებს თურქული მედია აქტიურად აშუქებს. თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ დეტალურად აღწერს ორი ქვეყნის შინაგან...

ბათუმში დაკავებული თურქი ფანები გაათავისუფლეს: თურქული მედია დიპლომატიურ ჩარევასა და UEFA-ში შეტანილ საჩივარზე

თურქული საინფორმაციო პორტალის, Haberler.com-ისა და გამოცემა Türkiye Gazetesi-ს ცნობით, ბათუმში გამართული „ბეშიქთაში“-„ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების შემდეგ დაკავებული...

დაპირისპირება ბათუმის მატჩზე, მინისტრების სატელეფონო ზარები და ანკარის რეაქცია

ბათუმში გამართული ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მწვავე დაპირისპირებისა და დიპლომატიური კონტაქტების მიზეზი გახდა....

#BlackFriday-ის განსაკუთრებულ შეთავაზება!

#BlackFriday-ის განსაკუთრებულ შეთავაზება! 27-დან 29 ნოემბრის ჩათვლით, #საკვირველიდღეები გაძლევს შესაძლებლობას, გაიაქტიურო „ყველაფერი ულიმიტო“ ნახევარ ფასად.ისარგებლე 50%-იანი ფასდაკლებით და მიიღე: ულიმიტო ინტერნეტი ულიმიტო...

ბათუმი არენაზე ბეშიქთაშის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა – პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა

ბათუმში, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს,  პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება.  სოციალურ...

სერბეთში მთავარი პროპაგანდისტული ტელევიზიის მფლობელი დააკავეს, რომელიც მაყურებელს ომით აშინებდა

ბელგრადის პროკურატურის ორდერით, სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მთავარი იდეოლოგი და მედიაჰოლდინგ „ინფორმერის“ მფლობელი დრაგან ვუჩიჩევიჩი დააკავეს. წინასაარჩევნო პერიოდში...

„ძვირფასი რუსი ხალხი“ და შეხვედრები მოსკოვში: რუსული მედია თბილისში გაკეთებულ განცხადებებზე

რუსული მედია ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება. მთავარი აქცენტი „ძვირფას რუს ხალხსა“ და მოსკოვსა და თბილისში მოლაპარაკებების გამართვაზეა.სახელმწიფო სააგენტო ТАСС-მა...

ევროპარლამენტის რეზოლუციას დაემატა შესწორება, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას და მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით

ევროპარლამენტის რეზოლუციას დაემატა შესწორება მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის, აგრეთვე პატიმრობაში მყოფი ყველა...

საგარეო უწყებამ ევროკავშირის ელჩს „თვითნებურად დაკავებულთა“ კონკრეტული სიის წარმოდგენა მოსთხოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროპარლამენტის რეზოლუცია „ყალბი ნარატივების გავრცელებად“ შეუფასა და „თვითნებურად...

სოფელ ლაილაშში მეწყრულმა პროცესებმა 17 საცხოვრებელი სახლი დააზიანა – სააგენტო

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრულმა პროცესებმა 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "ცაგერის მუნიციპალიტეტის...