რას წერს თურქული მედია ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე

ბათუმში გამართულ საფეხბურთო მატჩზე განვითარებულ მოვლენებს თურქული მედია აქტიურად აშუქებს. თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ დეტალურად აღწერს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბარს სტადიონზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

როგორც გამოცემა იუწყება, საუბრისას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ შეშფოთება გამოთქვა თურქი გულშემატკივრების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო და მოითხოვა შესაბამისი ზომების მიღება მათი თურქეთში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად. საქართველოს შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა კი განუცხადა მას, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას ოფიციალურმა პირებმა ჩამოართვეს და საქართველოს სახელმწიფო უწყებებს ამ გადაწყვეტილებასთან კავშირი არ ჰქონიათ. მან ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტების შემდეგ სტადიონზე თავისი მოადგილე გაგზავნა.

თურქული მედიის თანახმად, საქართველოს პოლიციის ქმედებები დაგმო თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების  დირექტორმა ბურჰანეთინ დურანმაც. თურქული სპორტული კლუბები კი შეაქო მხარდაჭერისთვის და „ბეშიქთაშს“ 2-1 გამარჯვება მიულოცა:

„მკაცრად ვგმობ ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას საქართველოში, ბათუმში გამართულ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე. პალესტინელი ხალხის მიმართ მშვიდობიანი გზით სოლიდარობის გამოხატვა არასოდეს უნდა გახდეს ძალადობის ან ჩარევის გამართლების საფუძველი… ჩვენმა პატივცემულმა სპორტულმა კლუბებმა ტრიბუნებზე ჩვენი ფანების მიმართ გამოვლენილ უსამართლობას სოლიდარობის გზავნილებით უპასუხეს, ხოლო თავად „ბეშიქთაშმა“ ყველაზე ღირსეული პასუხი მოედანზე გამარჯვებით გასცა“, – განაცხადა მან.

გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს საქართველოს შსს-ს განცხადებასაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ შეტაკებების შედეგად სამი სამართალდამცველი დაშავდა და 16 პირი დააკავეს. ხოლო ინფორმაცია, თითქოს პოლიციის ჩარევა პალესტინის დროშების გამოფენამ გამოიწვია, უწყებამ უარყო და განმარტა, რომ დაპირისპირება დროშებისა და ბანერების გამოჩენამდე დაიწყო. სამინისტროს ცნობით, ქალაქში ფანების უსაფრთხო მსვლელობისთვის ყველა ზომა იყო მიღებული, თუმცა „ევროპის მოედნიდან ბათუმი არენამდე მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ზოგიერთმა გულშემატკივარმა აგრესიული ქცევით მიიპყრო ყურადღება. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის გაფრთხილებებს, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და ისროდნენ სხვადასხვა საგნებს. ზოგიერთმა გულშემატკივარმა ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც განაგრძო. მათ დააზიანეს სტადიონის ინფრასტრუქტურა, კერძოდ, სკამები და მათ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდნენ“, – წერს თურქული გამოცემა საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით.
თუმცა თურქული მედია დაპირისპირების დაწყებას მაინც თურქი გულშემატკივრების მიერ პალესტინის დროშის გაშლას უკავშირებს: „დაპირისპირება ქართველ პოლიციელებსა და „ბეშიქთაშის“ ფანებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველები ტრიბუნაზე პალესტინის დროშის გაშლის გამო ჩაერივნენ და წიწაკის სპრეი გამოიყენეს“, – წერს „ანადოლუ“, რომელიც აღნიშნავს, რომ მომხდარის გამო სოლიდარობა გამოხატეს და ძალის გადამეტება დაგმეს თურქეთის სუპერლიგის კლუბებმა: „ტრაბზონსპორმა“, „ფენერბაჰჩემ“, „გალათასარაიმ“, „ერზურუმსპორმა“, „ბაშაქშეჰირმა“ და „სამსუნსპორმა“. ნაწილმა უეფაც გააკრიტიკა იმ შეზღუდვების გამო, რომლებიც თურქულ კლუბებს ისრაელის გუნდების საკუთარ მოედანზე მასპინძლობას უკრძალავს.

თურქული ინგლისურენოვანი გამოცემა Daily Sabah კი უფრო კონკრეტულ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ქართველმა პოლიციელებმა წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენეს იმ თურქი გულშემატკივრების წინააღმდეგ, რომლებმაც პალესტინის დროშები და ბანერი წარწერით „აღსდექით ოკუპაციის წინააღმდეგ, თავისუფლება პალესტინას“ გამოფინეს, მაშინ როცა ტრიბუნებზე ისრაელის დროშების გაშლა დაშვებული იყო.

შეგახსენებთ, მანამდე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი. ოსმან აშქინ ბაქმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება სპორტის უნივერსალურ ღირებულებებთან შეუთავსებელ დისკრიმინაციასა და უსამართლობას. პოლიციის ჩარევას „მიუღებელი“ უწოდა და უეფა ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) სპიკერმა ომერ ჩელიქმა. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ (TFF) და თავად საფეხბურთო კლუბმა „ბეშიქთაშმა“ კი მომხდარის სრულყოფილი გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვეს.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტ სერდალ ადალის და სოლიდარობა გამოუცხადა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განვითარებული მოვლენები ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან განიხილა.

პოპულარული

1 იანვრიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება

არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის 2025 წელს შექმნილი სახელმწიფო გრანტის...

BBC:ათასობით დაღუპული „მეტყევის ქოხისთვის“: რამდენი ადამიანი დაკარგა რუსეთმა უკრაინის პატარა სოფლებისთვის ბრძოლებში

BBC-ის რუსული სამსახური აქვეყნებს ვრცელ სტატიას უკრაინასთან ომში რუსეთის...

შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს..ყველა ვართ გარეთ საჭირო – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

"შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს.. ყველა ვართ გარეთ საჭირო.არავინ არ...

ბათუმში დაკავებული თურქი ფანები გაათავისუფლეს: თურქული მედია დიპლომატიურ ჩარევასა და UEFA-ში შეტანილ საჩივარზე

თურქული საინფორმაციო პორტალის, Haberler.com-ისა და გამოცემა Türkiye Gazetesi-ს ცნობით,...

ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების მოწოდებები–ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართა

ევროპარლამენტში დებატები გაიმართა საქართველოს საკთხზე. ევროდეპუტატებმა რეზოლუცის პროექტი განხლეს,...

წამოიყვანოს პუტინი და კიევში ჩამოფრინდეს – ზელენსკი ლუკაშენკოზე

"წამოიყვანოს პუტინი და კიევში ჩამოფრინდეს"- ასე უპასუხა, უკრაინის პრეზიდენტმა,...

გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს კაცი დაიღუპა

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს 60 წელს გადაცილებული...

74 შოლტი „ზნეობის შეურაცხყოფისთვის“–ირანში ცნობილი მომღერალი ჰიჯაბის გარეშე გამოსვლისთვის დასაჯეს

ირანის ხელისუფლებამ ცნობილი მომღერალი პარსთუ აჰმადი და მისი მუსიკალური...

ყველა ამბავი

ბათუმში დაკავებული თურქი ფანები გაათავისუფლეს: თურქული მედია დიპლომატიურ ჩარევასა და UEFA-ში შეტანილ საჩივარზე

თურქული საინფორმაციო პორტალის, Haberler.com-ისა და გამოცემა Türkiye Gazetesi-ს ცნობით, ბათუმში გამართული „ბეშიქთაში“-„ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების შემდეგ დაკავებული...

დაპირისპირება ბათუმის მატჩზე, მინისტრების სატელეფონო ზარები და ანკარის რეაქცია

ბათუმში გამართული ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მწვავე დაპირისპირებისა და დიპლომატიური კონტაქტების მიზეზი გახდა....

#BlackFriday-ის განსაკუთრებულ შეთავაზება!

#BlackFriday-ის განსაკუთრებულ შეთავაზება! 27-დან 29 ნოემბრის ჩათვლით, #საკვირველიდღეები გაძლევს შესაძლებლობას, გაიაქტიურო „ყველაფერი ულიმიტო“ ნახევარ ფასად.ისარგებლე 50%-იანი ფასდაკლებით და მიიღე: ულიმიტო ინტერნეტი ულიმიტო...

ბათუმი არენაზე ბეშიქთაშის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა – პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა

ბათუმში, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს,  პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება.  სოციალურ...

სერბეთში მთავარი პროპაგანდისტული ტელევიზიის მფლობელი დააკავეს, რომელიც მაყურებელს ომით აშინებდა

ბელგრადის პროკურატურის ორდერით, სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მთავარი იდეოლოგი და მედიაჰოლდინგ „ინფორმერის“ მფლობელი დრაგან ვუჩიჩევიჩი დააკავეს. წინასაარჩევნო პერიოდში...

„ძვირფასი რუსი ხალხი“ და შეხვედრები მოსკოვში: რუსული მედია თბილისში გაკეთებულ განცხადებებზე

რუსული მედია ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება. მთავარი აქცენტი „ძვირფას რუს ხალხსა“ და მოსკოვსა და თბილისში მოლაპარაკებების გამართვაზეა.სახელმწიფო სააგენტო ТАСС-მა...

ევროპარლამენტის რეზოლუციას დაემატა შესწორება, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას და მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით

ევროპარლამენტის რეზოლუციას დაემატა შესწორება მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის, აგრეთვე პატიმრობაში მყოფი ყველა...

საგარეო უწყებამ ევროკავშირის ელჩს „თვითნებურად დაკავებულთა“ კონკრეტული სიის წარმოდგენა მოსთხოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროპარლამენტის რეზოლუცია „ყალბი ნარატივების გავრცელებად“ შეუფასა და „თვითნებურად...

სოფელ ლაილაშში მეწყრულმა პროცესებმა 17 საცხოვრებელი სახლი დააზიანა – სააგენტო

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრულმა პროცესებმა 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "ცაგერის მუნიციპალიტეტის...

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის საფუძველს ამზადებს – სუს

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ პროცესებს აგრძელებდა და მთელი...

მოვუწოდებთ „თვითდანიშნულ ხელისუფლებას“…: ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე დოკუმენტი სახელწოდებით - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები...

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან დიალოგი მოსკოვსა და თბილისშიც გაგრძელდეს

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომლის თანახმადაც, რუსეთთან დიალოგი შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში...